თქვენზეა დამოკიდებული როგორი გაიზრდება თქვენი შვილი!
ბავშვის ჰარმონიულად განვითარებისთვის და წარმატებულ, ჯანმრთელ, ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის მშობლებმა და ადამიანებმა, ვინც პატარას გაზრდაში იღებს მონაწილეობას უმნიშვნელოვანესი წვლილი თავიანთი ქცევით და მისდამი სწორი მოპყრობით უნდა შეიტანონ.
ეს პროცესი არც ისე ადვილია, თუმცა, თუ დავუკვირდებით და გავაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ ზრდასრული ადამიანის ნებისმიერი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემა სწორედ ბავშვობიდან მოდის, მაშინ მივხვდებით, რომ მზრუნველი, კეთილისმსურველი მშობლისთვის რთული არაფერია.
მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ საკუთარ შვილებს და დაეხმარონ მათ სრულყოფილ, ლაღ, ბედნიერ და ჯანმრთელ ადამიანებად ჩამოყალიბებაში. რადგან:
კრიტიკით გარემოცული ბავშვი სწავლობს ადამიანების დადანაშაულებას, ყველაში და ყველაფერში კრიტიკის საბაბის ძიებას
დაცინვით და ქილიკით გარემოცული ბავშვი მიჩვეულია, რომ სერიოზულად არავინ აღიქვამს, მისდამი ნდობა არ გააჩნიათ. ამიტომ თვითონაც კარგავს ნდობას სამყაროს და ადამიანების მიმართ.
ბავშვი, რომელსაც ხშირად უბრაზდებიან, სცემენ და უყვირიან იზრდება ჩაკეტილი და ცდილობს თვითონაც მიაყენოს ყველას ტკივილი.
ბავშვი, რომლისაც არ ესმით და არც ცდილობენ მის გაგებას იზრდება და სწავლობს როგორ
არ უნდა გაუგოს სხვებს. ის თითქმის არასოდეს შედის ადამიანების მდგომარეობაში.
ბავშვი, რომელსაც ხშირად ატყუებენ მარტივად ხვდება მისდამი ამ დამოკიდებულებას და თვითონაც იზრდება მატყუარა.
ბავშვი, რომელსაც ხშირად არცხვენენ მუდმივად გრძნობს დანაშაულის გრძნობას და იზრდება განსაკუთრებით დაკომპლექსებულ ადამიანად…
სამაგიეროდ:
პატარა, რომელიც გრძნობს მხარდაჭერას – იზრდება და სწავლოს საკუთარი თავის დაცვას.
პატარას. რომელმაც იცის რომ მას არასოდეს მოატყუებენ და დანაპირებს აუცილებლად შეუსრულებენ უვითარდება მოთმინების გრძნობა და ნდობა სამყაროსადმი.
პატარა, რომელსაც ხშიად აქებენ და რომლითაც ამაყობენ ხდება თავდაჯერებული და მტკიცე.
პატარა, რომელსაც გულახდილად ესაუბრებიან, სრულუფლებიან ადამიანად აღიქვამენ და არაფერს უმალავენ სწავლობს სამართლიანობას.
პატარას, რომელიც უსაფრთხოდ იზრდება და დაცულია გარშემომყოფების მიერ, უვითარდება ნდობა სამყაროს მიმართ.
პატარა, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ და რომლის სიტყვასაც ადრეული ასაკიდანვე ანგარიშს უწევენ ბავშვობიდანვე სწავლობს საკუთარი თავის პატივისცემას.
პატარას, რომელიც იზრდება სიყვარულში თვითონაც უყვარს მთელი სამყარო და უხვად ჩუქნის სიყვარულს გარშემომყოფთ.
პატარა, რომელსაც დაბადებიდანვე ეძლევა გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება აანალიზებს, რომ პასუხისმგებელია საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ყველა დამოუკიდებელ ქცევაზე. მას აქვს საკუთარი თავის იმედი და იცის, რომ თავს თვითონ უნდა მიხედოს.
ასე აღზრდილი ადამიანი რთულია იყოს წარუმატებელი, უიღბლო და უბედური…
მოამზადა ვივი ვაშამ
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
martaliaa:)))))
martaliaa
მართალია:))