თმის შეჭრა მთვარის კალენდრის მიხედვით
საერთოდ, ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ნებისმიერ მოქმედებას მისი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
ასე რომ, ისეთმა, ერთი შეხედვით, უწყინარმა მოქმედებამ, როგორიც თმის შეჭრაა, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე. ქვემოთ გაეცანით, მთვარის ამა თუ იმ დღეს თმის შეჭრამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს მომავალზე:
1-ლი მთვარის დღე (ახალმთვარეობა) – ახალმთვარეობას თმის შეჭრას სიცოცხლის შემოკლება შეუძლია.
მე-2 დღე – თმის შეჭრამ, შესაძლოა, სირთულეები მოგიტანოთ.
მე-3 დღე – ამ დღეს კარგია თმის შეჭრა – ორგანიზმის საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
მე-4 დღე – თმის შეჭრამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გაუცნობიერებელი შიში და ტკივილი.
მე-5 დღე – ამ დღეს ახალი ვარცხნილობის გაკეთება ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.
მე-6 დღე – თმის შეჭრა არ არის სასურველი, რადგან შესაძლოა, გარეგნობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
მე-7 დღე – არ შეიჭრათ თმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები არ აგცდებათ, შესაძლოა, საყვარელ ადამიანსაც კი ეჩხუბოთ.
მე-8 დღე – თმის შეჭრა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს და სიცოცხლისუნარიანობასაც გაზრდის.
მე-9 დღე – თმის შეჭრამ შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს.
მე-10 დღე – სასიკეთო დღეა, ტონუსს მაღლა სწევს.
მე-11 დღე – ინტუიციის გამახვილება და აზროვნების პროცესის მოწესრიგება – აი, რა შეიძლება მოჰყვეს ამ დღეს თმის შეჭრას.
მე-12 დღე – თმის შეჭრას, შესაძლოა, უსიამოვნო შემთხვევები და ტრავმებიც კი მოჰყვეს.
მე-13 დღე – თუ ამ დღეს ესტუმრებით სტილისტს, თქვენი გარეგნული მომხიბვლელობა გაუმჯობესდება.
მე-14 დღე – ამ დღეს თმის შეჭრა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.
მე-15 დღე (სავსემთვარეობა) – თმის შეჭრას შესაძლოა, ფსიქიკის დარღვევა და თავის ტკივილი მოჰყვეს.
მე-16 დღე – თუ ამ დღეს თმას შეიჭრით, შესაძლოა თქვენი ნეგატიური ჩვევების გააქტიურება მოხდეს, რაც ხელს შეგიშლით წინსვლასა და წარმატების მიღწევაში.
მე-17 დღე – ეს დღე მეტ-ნაკლებად დადებითია. უმჯობესია, თუ თმის შეჭრისგან თავს შეიკავებთ.
მე-18 დღე – ნეგატიური დღეა თმის შეჭრისთვის, რადგან მოიმატებს გაქურდვის ალბათობა.
მე-19 დღე – ეს დღე დისჰარმონიულია სტილისტთან ვიზიტის დაგეგმვისთვის.
მე-20 დღე – ნუ გარისკავთ და ნუ შეიჭრით თმას.
21-ე დღე – სტილისტთან სტუმრობა თქვენს მომხიბვლელობას ერთიორად გაზრდის.
22-ე დღე – თმის შეჭრამ შეიძლება ჭარბი წონის დაკლებაში შეგიწყოთ ხელი.
23-ე დღე – თმის შეჭრა შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ.
24-ე დღე – კატეგორიულად მოერიდეთ თმის შეჭრას, რადგან ამას შესაძლოა, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუარესება მოჰყვეს.
25-ე დღე – თმის შეჭრამ შესაძლოა, მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს (განსაკუთრებით ვისაც თვალის დაავადებები აწუხებს).
26-ე დღე – თმის შეჭრა მოგიტანთ სიხარულსა და ბედნიერებას.
27-ე დღე – თმის შეჭრა გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს.
28-ე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა გაზრდის თქვენს მომხიბვლელობას.
29-ე დღე – არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრათ თმა, შესაძლოა, სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
30-ე დღე – ამ დღეს სტილისტთან სტუმრობამ შესაძლოა, თქვენი ავტორიტეტის დაცემა გამოიწვიოს.
მოიძია თამთა გელაშვილმა