თევზები – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

თევზები
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი განსაკუთრებულ სიძლიერეს გაგრძნობინებთ. დაინახავთ როგორ გიბრუნდებათ შემართება და წინ სვლის მძაფრი სურვილი. მიხვდებით, რამდენად უფერულია ყველა პრობლემა სიცოცხლის სურვილთან, ფერად სამყაროსთან შედარებით და მოგინდებათ საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოთ კაცობრიობის ყოველდღიურობაში. ხელი არ მოკიდოთ საქმეს, რომელიც უსიამოვნო შეგრძნებებს მოგგვრით. ფინანსური ინტერესი თქვენთვის ისეთივე მნიშნელოვანია როგორიც საქმიდან მიღებული სიამოვნება. ნუ დასჯერდებით შექმნილ გარემოებებს, იმოქმედეთ და მოურიდებლად თქვით საკუთარი სათქმელი ყველგან, სადაც საჭიროა.
კარიერა
არავითარი მორიდება და ყველასთვის ანგარიშის გაწევა ან ჩრდილში დგომა მაშინ, როდესაც თქვენი საქმისთვის მოქმედება და გამოჩენაა აუცილებელი. თქვენი მოკრძალებული ხასიათით ხშირად არა მხოლოდ კარიერას, საკუთარ თავსაც იღუპავთ. წელს საქმეში სითამამე, მიზანდასახულობა და გათვლილი მოქმედების უნარი უნდა გამოიჩინოთ. თქვენც ხომ იცით ყველაფერს შეძლებთ, როდესაც ამას რეალურად ისურვებთ და თავს მორიგ გამოგონილ სამყაროში არ ჩარგავთ.
სიყვარული
კარგი დროა სასიყვარულო ექსპერიმენტებისთვის, თუ სტაბილური პარტნიორი ჯერ არ მოგიძიებიათ სცადეთ რამდენიმე წლის წინანდელი კავშირის გააქტიურება ან სრულიად უცნობ ადამიანში მოძებნეთ რაღაც რაც სხვა თვალით დაგანახებთ შესაძლო ურთიერთობას.
შეეცადეთ გადასდოთ თქვენი ჰარმონიულობა, სიმსუბუქე პარტნიორს და გააგებინოთ, რომ თქვენ ვერაფერი შეგცვლით… თევზები ის ნიშანია რომელიც უნდა მიიღო და გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის. კორექტივების შეტანა თქვენს ხასიათში ურთულესი საქმეა.
ფინანსები
აკონტროლეთ შემოსავალი და გასავალი. ნუ დახარჯავთ იმაზე მეტს ვიდრე გამოიმუშავებთ და ნუ გადახვალთ ოჯახის წევრების ბიუჯეტზე. წინდახედულად ხარჯვის შემთხვევაში, საკუთარიც სავსებით გეყოფათ. უშუალოდ შემოსავლის მხრივ, არც ისე ცუდი მდგომარეობა გაქვთ. გამოჩნდება ახალი წყაროებიც, საიდანაც ანაზღაურებას სწორედ თქვენი შემოქმედებითი პროექტებისა და მრავალფეროვანი იდეების გამო მიიღებთ. თქვენ მთავარია ფულის ყადრი იცოდეთ და დააფასოთ ყოველი ლარი, რომელსაც ასე თუ ისე, შრომით გამოიმუშავებთ.
ჯანმრთელობა
ივარჯიშეთ იოგა, იარეთ ფეხით, ნუ გადაყვებით კომპიუტერთან ჯდომას და შეეცადეთ მიიღოთ მაქსიმალურად ბევრი დადებითი ემოცია ცხოვრებისგან. იკვებეთ ჯანსაღად და შეეცადეთ უარი თქვათ მავნე ჩვენებზე. თამბაქო, ალკოჰოლი, არალეგალური ტაბლეტები თქვენი ჯანრმთელობის პირდაპირი მტერია რასაც თავადაც გრძნობთ, მაგრამ მაინც გიჭირთ გაცნობიერება.
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ვააა რა წელი მოდის თურმეეეეეეეეე
ai, ras weren sxvagan თევზები – ცხენის წელში თევზების დიდი ნაწილი მოწყენილობისგან თავის დასაღწევი საშუალებების აქტიურ ძიებაში იქნება. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ არსებული საქმიანობა და სამსახური გაკმაყოფილებთ, შესაძლოა გაგიჩნდეთ ძლიერი სწრაფვა სხვადასხვა სახის ჰობის გაჩენისკენ. მაგალითად, დაინტერესდეთ იოგით, მოისურვოთ ლათინურ-ამერიკული ცეკვების სწავლა ან უბრალოდ კულინარიაში მოსინჯოთ ძალები ახლებურად, საკუთარი ოჯახის წევრების გაოცების მიზნით. ძვირფასო თევზებო, ნუ შეგშინებათ ექსპერიმენტები. ეს ის წელია, როცა თქვენი ნებისმიერი წამოწყება გაამართლებს. mowyeniloba ar mindaaaa :((