ასტროლოგიური მაღაზია

თევზები – 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი

თევზები_სასიყვარულო_პროგნოზი2013 წელს, თევზებისთვის სამყარო მრავალფეროვან სასიყვარულო თავგადასავლებს ამზადებს. მთავარია პარტნიორი სწორად შეარჩიოთ და ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ვერ გიგებენ და ქილიკის საგნად გაქცევენ. თვითონაც ზუსტად იცით ვისზეა ამ შემთხვევაში ლაპარაკი.

საჭირო არ არის ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ თავი მოაწონოთ მათ ვისაც არ მოსწონხართ. თქვენ თქვენი ცხოვრება გაქვთ.

შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად დადებითად არიან განწყობილნი თქვენ მიმართ.
თევზებს, რომლებსაც ახალშობილები ან სამ წლამდე ასაკის პატარები ჰყავთ სახლში შედარებით სირთულეები შეექმნებათ პარტნიორებთან. თქვენ საკმაოდ გიჭირთ ბავშვის ტირილის და მის მიერ შექმნილი პრობლემების დაძლევა, რადგან უბრალოდ მიჩვეული არ ხართ ამის კეთებას. თქვენ შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში პირველად გიწევთ მსგავს სიტუაციაში ყოფნა, როდესაც ასეთი ერთი ბეწო არსებები სიმყუდროვეს და შემოსაზღვრულ გარემოს გირღვევენ და თავს გაქცევით ვერ შველით.

თუმცა, გამოსავალი აქედანაც არსებობს. პირველ რიგში, მოგიწევთ იმის გაანალიზება რომ პატარა არსება თქვენი გაგრძელება და თქვენი სასიყვარულო კავშირის გამამყარებელი “დეტალია”, რომელსაც უნდა გაუფრთხლიდეთ და მოუაროთ ზუსტად ისე, როგორც თქვენი პარტნიორი ექცევა მას. ნუ დაელოდებით როდის ჩაერთვებიან ბავშვების გაზრდაში სხვა ნათესავები და აიღეთ ინიციატივა თქვენს თავზე, რადგან შესაძლებელია მეუღლის მშობლებისა და მამიდა-დეიდების აქტიურობამ საბოლოოდ მოუღოს ბოლო თქვენს ნაშენებ ბუდეს.

თევზებს წელს მართებთ განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ დიდი ხნის ურთიერთობებს და ყურადღება არ მოაკლონ თავიანთ რჩეულს. ადამიანს ყველაფერი მალე ბეზრდება თუ კავშირს მუდმივი სიახლით არ გაამყარებთ. ჩართეთ თქვენი ფანტაზიის უნარი და ნუ იზარმაცებთ, ნუ დაგეზარებათ კიდევ ერთხელ ნახოთ ღიმილი და აღფრთოვანება საყვარელი ადამიანის სახეზე.
წლის პირველივე ნახევრიდან თევზები მიდრეკილნი იქნებიან ფლირტისკენ. მთავარია ამ ფლირტმა ზედმეტად არ გაგიტაცოთ და ურთიერთობის მომდევნო ეტაპზე გადასვლაც მოახერხოთ. თქვენ ყველაფერი მარტივად გეძლევათ როდესაც ზუსტად იცით რა გსურთ ამ ცხოვრებაში, ეს მუდამ უნდა გახსოვდეთ!

თევზებს მარტოხელას სტატუსი არც თუ ისე ადარდებთ, რადგან მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სადარდებელი არსებობს ამ ცხოვრებაში, მაგალითად ის, რომ მუდმივად ურღვევენ სიმყუდროვეს და რომ მუდმივად არ ესმით მათი… სადღაც ეს მარტოხელობა აწყობთ, კიდეც ნაკლები ადამიანი ჰყავთ ირგვლივ შემწუხებელი… კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ გველის წელიწადის დადებით გავლენას ახალ ქორწინებებზე და შეეცდებით თუ ოჯახს არ შექმნით, პარნიორი მაინც მონახოთ შესაფერისი. რომელიც გაგიგებთ და მთელი არსებით განდობთ საკუთარ თავს… და რომელთან კავშირსაც თქვენ პასუხისმგებლობით მოეკიდებით.

ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია თევზებს ნამდვილი მგზნებარე სიყვარული ეწვიოთ, რომელიც ვნებითა და მწველი ემოციებით იქნება სავსე. მაქსიმალურად გამოიყენეთ ენერგიულობა და არ დაიზაროთ ბოლომდე დახარჯვა ამ “საქმეში”. გახსოვდეთ, წარმატებულ და შემდგარ პირად ცხოვრებას თითქმის ყოველთვის ახლავს წარმატება ცხოვრების სხვა სფეროებში…

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი