ასტროლოგიური მაღაზია

თევზები – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

თევზები_20132013 წარმატებისა და სიკეთის მომტანი იქნება თევზებისთვის როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. თუ აქამდე თევზების უმრავლესობა ვერ ახერხებდა საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და ფიქრობდა, რომ ყველა მათი იდეა და წამოწყება ჩავარდნისთვის არის განწირული – წელს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდება.

მათ გამოუვად აბსოლუტურად ყველაფერი!

აიწევს თევზების სტატუსი საზოგადოების თვალში. ისინი შეძლებენ ახალი საჭირო კონტაქტების დამყარებას, მნიშვნელოვან ადამიანებთან დამეგობრებას და საქმიან სფეროში აქტიურად მოღვაწეობას.

შემოქმედებით სფეროში ჩართული თევზებისთვის 2013 ახალი აღმაფრენის, უფრო მეტი იდეისა და განხორციელებული პროექტის წელი იქნება. მათი ხელით არა ერთი შედევრი შეიქმნება, რომლებსაც იმავე წელს თუ არა, წლების მერე მაინც სათანადოდ შეაფასებენ.

თევზები აღმოაჩენენ საკუთარ თავში ორატორულ ნიჭს და შეძლებენ საკუთარი იდეებისა და წამოწყებების ბოლომდე გატანას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ წრეში.

მნიშვნელოვანია რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და მაღალი თვითშეფასება, რათა გარშემომყოფებმაც აღიქვან მათგან მომდინარე ეს ვიბრაცია და იგივე დამოკიდებულება ჰქონდეთ მათ მიმართაც.

თევზებს პირად სფეროში ჰარმონიული და ბედნიერი დღეები ელით. დაოჯახებული თევზები განსაკუთრებული სინაზით, ყურადღებითა და მზრუნველობით მოეკიდებიან საყვარელ ოჯახს, მეუღლეებს, ბავშვებს…

დასაოჯახებელ თევზებს სასიყვარულო ფრონტზე არა ერთი ახალი თავგადასავალი ელით. ისინი მონუსხავენ ნებისმიერს, ვისაც კი ისურვებენ. რადგან წელს მათი მომხიბლაობა განსაკუთრებულ ნიშნულს აღწევს

ნუ დაგავიწყდებათ, რომ უამრავი საქმისა და საფიქრალის ფონზე ყველა ჩვენგანს აუცილებლად სჭირდება დასვენება და გამოყავით დრო სასიამოვნო განტვირთვისთვის.

დასვენების პერიოდში შესაძლებელია დაამყაროთ საჭირო კონტაქტები, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ არა ერთ სამომავლო საქმიანობაში და უბრალოდ გახდებიან თქვენი ახალი ერთგული მეგობრები, რომელთა პოვნაც დღევანდელ დღეს ასე რთულია…

როგორც კი იგრძნობთ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც ისურვებდით, პანიკაში არ ჩავარდეთ და დეპრესიამ არ მოგიცვათ… უბრალოდ დაფიქრდით, რას აკეთებთ არასწორად და რის გამოსწორებაზე მიგანიშნებთ სამყარო, რომელიც ასე ზრუნავს თქვენზე. ყველაფერ ცუდს თავისი მიზეზი აქვს ამ ქვეყანაზე და შემთხვევით არაფერი ხდება. მთავარია ისწავლოთ იმის მოსმენა, რასაც ცხოვრება გკარნახობთ და მიგანიშნებთ და იმოქმედოთ სწორად…

მიმდინარე წელი პროდუქტიული იქნება ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე რამდენად წინდახედულად და გონივრულად მოეკიდებით თქვენს ყოველდღიურობას.

ნუ გაფლანგავთ ფულს, ნურც ენერგიას და ნერვებს ამაოდ. ყველა მონაპოვარს განსაკუთრებული მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. რაც უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ შრომას, დროსა და ენერგიას, მით უფრო მეტად დაგაფასებთ სამყარო და წრეც, რომელიც ირგვლივ გყავთ.

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი