თევზები – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(19.02-20.03)
დრაკონის წელიწადში თქვენს ცხოვრებაში უამრავი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი. ახალი ნაცნობობა, საინტერესო წრეებში მოხვედრა, მოგზაურობა და სასიკეთო ცვლილებები. მთელი წლის განმავლობაში წარმატების შენარჩუნება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
დაიწყეთ წელი დადებითი მუხტით და ასევე გააგრძელეთ. ყოველთვის, როდესაც წლის განმავლობაში რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით გაიხსენეთ ჩვენი სიტყვები : შეხედეთ საკითხს დადებითი მხრიდან, გაიღიმეთ და შეახსენეთ საკუთარ თავს რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. გადაულახავი არაფერია.
სამყარო არასოდეს გვიქმნის სირთულეს რომლის გადალახვაც არ ძალგვიძს. ყველა მსგავსი სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე ზრდისთვისაა.
გაითვალისწინეთ, წელს თქვენი დაუფიქრებელი აქტიურობით და უსაფუძვლო მიმწოლობით შეიძლება არასასურველი ატმოსფერო შეიქნმათ ირგვლივ. იმოქმედეთ მიზანდასახულად და გათვლილად. დაე გაიგონ ადამიანებმა რომ თქვენც შეგიძლიათ იყოთ მტკიცე უდრეკი და მიზანდასახული.
მაქსიმალურად ყურადღებით იყავით კამათის დროს და ზოგადად საუბარში. გააკონტროლეთ რას იტყვით. დიდი შანსია თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ახალი მტერი გაიჩინოთ ან აწყენინოთ ადამიანს. საკუთარი სიტყვების გამო ახალი ბარიერების შექმნა წელს განსაკუთრებით არ ღირს.
რაც არ უნდა შეგემთხვათ ყველაფერი თქვენივე საქციელით იქნება გამოწვეული. ასე რომ, მიწაზე დაეშვით თვალები ფართოდ გაახილეთ და ყურადღებით, წინდახედულ ცხოვრებას შეუდექით.
2012 წელს საქმიან და პირად ურთიერთობაში სჯობს ინიციატივის გამოჩენა მეორე მხარეს აცადოთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ პროცესების დაჩქარება – სჯობს თავი შეიკავოთ. დაიმახსოვრეთ, წელს ყველა სიტუაცია ზუსტად ისეთი სიჩქარით და თანმიმდევრობით განვითარდება როგორც საჭირო და უკეთესია თქვენთვის. ერთადერთი რაც მოგეთხოვებათ ხასიათის სიმტკიცე, ღიმილი და თავდაჯერებულობაა.
საქმიან სფეროში დაძაბული სიტუაციაა მოსალოდნელი. მოემზადეთ გარკვეული სიძნელეებისთვის და ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის.
ყურადღებით იყავით პროფესიის და ახალი საქმიანობის არჩევისას. კარგად დაფიქრდით რომელი სფეროა თქვენთვის რეალურად ხელსაყრელი, საინტერესო და წარმატების მომტანი.
რადგან ამ საკითხში ცდუნების ალბათობაა არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ მომავალი საქმიანობის სფერო პოპულარობის მიხედვით. უსმინეთ თქვენს გულისთქმას. ხომ იცით, წინათგრძნობა არასოდეს გღალატობთ.
შავი დრაკონის წელიწადში ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. შესაძლებელია სხვისი უარყოფითი მუხტი თქვენზე ადვილად გადმოვიდეს.
წელს არაფერი გარისკოთ და ექსტრემალურ სიტუაციებსაც ნუ შეიქმნით. წინდახედულობა და გათვლილი ნაბიჯები დრაკონის წელიწადში წარმატებას მოგიტანთ
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება თევზების ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.