თევზები – სახალისო ჰოროსკოპი
სადაც არ უნდა წახვიდეთ ყველგან სიცილია – ეს ძალიანაც კარგი იქნებოდა თავად რომ ცდილობდეთ ვინმეს გახალისებას. უცნაური წარმოდგენა გაქვთ სექსზე – 🙂
ქალ-თევზებს გრძელი ჰაეროვანი სამოსი გიზიდავთ უამრავი ვერცხლის საკიდით. ვარსკვლავებით ინტერესდებით, მაგრამ ერთადერთი თანავარსკვლავედი, რომელსაც ცაზე პოულობთ – დიდი დათვია.
მერყევი მეხსიერების გამო, ხშირად გავიწყდებათ მნიშვნელოვანი მოვლენები, არ გაქვთ ორიენტირების უნარი; თევზებს ხშირად ემართებათ უსიამოვნო საგზაო შემთხვევები, მაშინ როცა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთა გვერდით არ არიან.
თევზებს ადვილად გააოცებთ გამოგონილი ამბებით და სიამაყით განგიცხადებენ, რომ მიქელანჯელო, გალილეი, ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერთ აინშტაინიც თევზები იყვნენ. თევზები ამტკიცებენ, რომ მათ ხიბლავთ საკუთარი ნაშრომისადმი „გულწრფელი კრიტიკა“ თუმცა კრიტიკის შემთხვევაში წყენას ვერ მალავენ. ნურასოდეს ეცდებით ლოგიკური იყოთ თევზებთან – ისინი ხომ მიწიდან 3-4 მეტრის სიმაღლეზე დადიან 🙂
ემოციური ზოდიაქოს ნიშნები განიცდიან ცხოველების სიკვდილს და ნაკლებად გლოვობენ იმ ადამიანების ბედს, ვინც არ უყვართ. თევზები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ბევრს ლაპარაკობენ და საბოლოოდ აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც თავში მოუვათ.
მოამზადა: სალი მოდებაძემ
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
martaliaaa
martalia,gansakutrebit cxovelebtan dakavshirebit :)))