თევზები მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
თევზები ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. გამოიყენეთ მისი მგრძნობიარობა სათქვენოდ (და არა მისდა საზიანოდ!). პატარა კრიტიკასაც კი უზარმაზარი ტკივილის მიყენება შეუძლია მისთვის. მას არ უყვარს, როდესაც ატყუებენ და ასევე, როდესაც მის სიმართლეში ვინმეს ეჭვი ეპარება. ემოციური სცენებისა და თევზების სასოწარკვეთილების თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ დაარწმუნოთ ის თავის სიძლიერეში. აღნიშნეთ ის შედეგები, რომლებიც მისი გამჭრიახობის წყალობით დადგა. აჩვენეთ, რომ უდიდეს პატივს სცემთ. ერიდეთ ნებისმიერ სიტყვას, რომელსაც მისი გულის ტკენა შეუძლია. ასევე, თქვენი ვალია შთაუნერგოთ მას, რომ ძლიერი, უშიშარი, წარმატებული ადამიანია. აიძულეთ ის, გამოვიდეს თავისი ილუზორული სამყაროდან და რეალურ პრობლემებს გაუწოროს თვალი. მხარში დაუდეგით და თუ საჭირო გახდა, გახდით მისი წინამძღოლი, გეზის მიმცემი.
დიდსულოვან და მდიდარი ინტუიციის მქონე თევზებს თანაგრძგობის უდიდესი უნარი აქვს. ადვილად უჩუყდება გული. ბედნიერი იქნება, თუ მას დახმარებისთვის მიმართავთ. მას მოსწონს რბილი ბუნების, რომანტიკული ქალბატონები, რომლებთანაც გულის გადაშლა, გრძნობების გამოვლინება შეეძლება. ეს არ არის ძალიან ძლიერი მამაკაცის ტიპი, მაგრამ უპრეტენზიო, მგრძნობიარე ქალისთვის, საუკეთესო ვარიანტია.