თევზები – კვების რაციონი
თევზებს უყვარს ჩაი და შეუძლია დღეში რვა ფინჯანზე მეტიც მიირთვას. უყვარს ასევე ჯინი, ლიმონათი, ლუდი და თითქმის ყველა სასმელი.
ხშირად თევზები ფიზიკურად სუსტია და ხიფათიანი. თუმცა, ამ ჰოროსკოპის მატარებელ ნებისმიერ ადამიანში დევს ორი საწყისი – ძლიერი და სუსტი თევზი – და მხოლოდ პირადად ამ პიროვნებაზეა დამოკიდებული რომელი მათგანი იმძლავრებს და იქნება დომინანტი.
ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თევზები საკმაოდ ძლიერი ნიშანია რადგან თუ ის ე. წ. ზემოთმავალი, ძლიერი თევზია წარმატებისკენ მავალ გზაზე ვერაფერი შეაჩერებს.
თევზები არ გიჟდებიან ჭამაზე, მაგრამ სიამოვნებთ საკვები, რომელიც ფერადია, ლამაზად და დახვეწილად გამოიყურება.
მოსწონთ ეგზოტიკური სალათები, უცნაური ინგრედიენტებით და დაბალკალორიული სასუსნავი, სადაც დამატებულია ტროპიკული ხილი…
აირჩიეთ სალათებიდან ყველაზე ფერადი და გემრიელი : )
1. სალათის ფურცლები, კიტრი, მანგო, 2 ს.კ გახეხილი ყველი
2. 50 გრ უცხიმო ლორი, ფორთოხალი, მწვანე ლობიო, ხახვი და სალათის ფურცლები
3. 50 გრ ქათამი, ყვავილოვანი კომბოსტი, მწვანე ლობიო, დაკონსერვებული ბარდა და ოხრახუში
4. თოხლო კვერცხი, 1 ნაჭერი პომიდორი, 2 ფილე და ანჩოუსი, 2 ც მოხარშული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი, 4 ც ზეთის ხილი, კიტრი და სალათის ფურცლები
5. 50 გე ქათამი ან უცხიმო ლორი ვაშლის სოუსით, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, 125 გრ კარტოფილი
6. 1 ც თევზის ღვეზელი, 75 გრ ჩიფსი, დიდი ულუფა ბოსტნეულის სალათა.
როგორც ჩაის და ფერადისაკვების მოყვარულებს გაგახარებთ და გეტყვით რომ ჩვენს სავაჭრო ბაზარზე იყიდება ე. წ. ეგვიპტური ჩაი „კარკადე“. რომელიც უგემრიელესი გემოს გარდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ თვისებას შეიცავს და ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურება. – მისი ფერი წითელია : )
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
gaitvaliswinet tevzebo