ასტროლოგიური მაღაზია

თევზები – ვერძი – მესაზღვრე ნიშნები

tevzebi_citeliverdzi_citeli
(18-23 მარტი)

ამ ორი ზოდიაქოს სიმბოლოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ პატარა ბავშვი, რომლის ბაგედან ჭეშმარიტება იფრქვევა. ასეთი ადამიანები გულის სიბრძნით სულდგმულობენ, რომელიც ხშირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ენაცვლება. არიან ემოციურები, იმპულსურები – უმრავლეს შემთხვევაში ხელმძღვანელობენ არა გონით, არამედ გრძნობით, ინტუიციით. ხშირად აღწევენ წარმატებებს ხელოვნების, რელიგიისა და მედიცინის სფეროებში (უმეტესად ქირურგია, დიაგნოსტიკა). ახალგაზრდობაში `თევზ-ვეძთა~ ფაქიზი გული ბევრ ტკივილსა და იმედგაცრუებას იღებს. ამ პეტიოდში მათ, ყველაზე მეტად, სიყვარული ესაჭიროებათ, რადგან ბავშობიდანვე სიყვარული სწყურიათ. ცხოვრების `მეორე ნახევარს~ ხშირ შემთხვევაში 30 წლის შემდეგ პოულობენ. ამ `მესაზღვრეებს~ ესაჭიროებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც ერთის მხრივ შეძლებს მათი ინიციატივების მხარდაჭერას, ხოლო მეორეს მხრივ _ არ დათრგუნავს და არ დაიმონებს მათ.

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Geor Ge says:

    თერ-ძი ვყოფილვარ მეე :))))

  2. Maggie Lapachi says:

    :))))))))))