ასტროლოგიური მაღაზია

თევზები – ასტროლოგიური შეთავსება

თევზებითევზები – ვერძი

ეს უცნაური, რთული და ამავე დროს ხშირად შემდგარი ურთიერთობაა. ურთიერთობაში „ყოვლის მცოდნე მოხუცისა“ და დაუცველი „ბეკეკას“, ან ძალაუფლებისმოყვარე დამპყრობლისა და მორჩილი კონკიას არქეტიპები ცოცხლდება. როგორც წესი, მათი კავშირი რაღაც კონკრეტულ იდეას ეფუძნება ხოლმე: რელიგიურ, სამეცნიერო ან ერთობლივი წარმატებისკენ სწრაფვას. ერთია მხოლოდ, ვერძს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი რჩეულის ფაქიზი ბუნების შესახებ და შეძლებისგვარად შეეცადოს, თავისი პირდაპირობითა და სიუხეშით ტკივილი არ მიაყენოს მეოცნებე, სენტიმენტალურ თევზებს, რომელსაც ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს თავისი სენსიტიური ბუნების წყალობით.

თევზები – კურო

გარეგნულად წარმატებული ურთიერთობა აქვთ, თუმცა მგრძნობიარე თევზებს ხშირად ვნებს უხეში კურო. თევზს არ შეუძლია დააკმაყოფილოს კუროს უსაზღვრო სექსუალობა, ამ უკანასკნელს კი არ ესმის პარტნიორის გრძნობების ცვალებადობა, რომელიც ხან ცხელია, ხანაც ცივი და ეჭვიანობს მასზე. კურო-თევზების ქორწინება იქნება მყარი, თუ კურო სირბილეს გამოიჩენს და თევზებს გაუგებს, ხოლო რაც უფრო „მიწიერი“ გახდება თევზები, უკეთესად გაუგებს კუროს. ხშირად, ორივე მათგანი გულში სხვა პარტნიორზე ოცნებობს…

თევზები – ტყუპები

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული პარტნიორი, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მიღწევათა მწვერვალია ტყუპებისთვის, რომელზეც მზად არის ილოცოს. მათი ერთობლიობა ორი მკვლევარის ურთიერთობას ჰგავს. ტყუპები ხედავს, რომ თევზებმა ყველაფერი იცის მის შესახებ, თევზები კი ხვდება, რომ ტყუპებმა ეს იცის. ეს არის ორი ინტელექტის დაძაბული თამაში. მათ იშვიათად აქვთ გრძელვადიანი ქორწინება, რადგან თევზები არასდროს პატიობს ღალატს, რაც ტყუპებისთვის ხშირად დამახასიათებელია.

თევზები – კირჩხიბი

ემოციურ კირჩხიბს ყოველთვის იზიდავს ღრმა, იდუმალი თევზები, თუმცა ვერასოდეს ახერხებს ამ ნიშნის შეცნობას. მათი კავშირი სულიერ შეთავსებასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. კირჩხიბი ცვალებადია, თევზების ემოციები კი ნელა-ნელა მატულობს, შეიძლება საერთოდაც გაქრეს. მხოლოდ ორივეს პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული რამდენად აიტანენ ერთმანეთის ასეთ ცვალებადობას. ეს ნიშნები ერთობლივ საქმეში ყოველთვის წარმატებას აღწევენ. ეს ქორწინება ერთ-ერთისგან მსხვერპლს მოითხოვს. თუ საჭირო მსხვერპლი გამოინახა, კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.

თევზები – ლომი

ეს ლომისთვის ყველაზე რთული კავშირია, სადაც თვითონ რაინდია, რომელმაც მთელი სამყარო მიუძღვნა ნაზ და ფაქიზ თევზებს. ის დნება და იძირება თევზების იდუმალ სიღრმეში. ის უნდა დაეხმაროს მას გაორების გადალახვაში, ასევე შეუქმნას განსაკუთრებულად თბილი და დაცული გარემო. თევზები კი, თავის მხრივ, ყოველთვის მზად უნდა იყოს ლომისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად, კომპლიმენტებისტვის. ასეთ შემთხვევაში ეს კავშირი უფრო მყარი გახდება.

თევზები – ქალწული

რთული და იშვიათი კავშირია. მეოჯახე ქალწულისთვის ქორწინება მნიშვნელოვანია. ის სახლში გამუდმებით რაღაცას აგროვებს და ოჯახს უფრთხილდება. ქალწული სიყვარულში თბილი, საყვარელი, სუფთაა, მაგრამ სასიყვარულო სიტყვებს ვერ პოულობს. პრობლემურია, თუ თევზები ქალია და ქალწულის კრიტიკულობის ატანა უწევს… მისტიურ, დაბნეულ თევზებს და კონკრეტულ ქალწულს ხშირად არ ესმით ერთმანეთის. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებული ენერგეტიკა და მსოფლმხედველობა აქვთ.

თევზები – სასწორი

თევზებისთვის ეს საბედისწერო კავშირია. სასწორს ურთიერთობის მკაცრი ფორმა უყვარს. ყველაფერში მკაცრად რეგლამენტირებული ჩარჩო აქვს. ყველგან და მითუფრო სიყვარულში ხშირად ავლებს საზღვარს: „მე მე ვარ, შენ – შენ!~ თევზები კი გრძნობებში ხშირად გადადის საზღვრებს, რითიც სასწორის გულისწყრომას იწვევს. ის პარტნიორში ერთობასა და დასაყრდენს ეძებს. მოკლედ, ამ ნიშნებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. ძალიან განსხვავებულნი არიან.

თევზები – მორიელი

მორიელი ზედმეტად მგრძნობიარე პარტნიორია, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, წინასწარ ხვდება და იცის, რა უნდა მოხდეს. თევზები კი იტანჯება მორიელის ამ თვისების გამო და იმის ნაცვლად, რომ იცხოვროს მშვიდად და მისდიოს მის რჩევებსა და მითითებებს, საკუთარ თავში იკეტება. ამ კავშირში ყოველთვის არის ვნება. მათ კარგად ესმით ერთმანეთის ურთიერთობის ყველა სფეროში. თუმცა, ფაქიზი ბუნების თევზები ხშირად ტოვებენ მორიელს, ვინაიდან მტკინვეულად განიცდიან მის წინდახედულობასა და მკაცრ ხასიათს. თუ თევზები კაცია, ქალი კი მორიელი, მაშინ თევზები აუცილებლად უნდა მისდევდეს მორიელის რჩევებს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, თვითონ კი სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებდეს ოჯახს. მათი კავშირი იდეალური იქნება, თუ თევზებს არ შეეშინდება მორიელის სიძლიერის და ყველფერს გააკეთებს, რათა პარტნიორის ღირსეული მეორე ნახევარი გახდეს.

თევზები – მშვილდოსანი

აქტიური, ხარბი მშვილდოსანი და ჩაკეტილი თევზები იშვიათად ეწობიან ერთმანეთს. ამ ორი ნიშნის გაერთიანება მხოლოდ რელიგიას, მისტიკას და საერთო ფანატურ იდეალებს შეუძლია. მათი კავშირი მხოლოდ ორივეს მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში მათი კავშირი ბედნიერების მომტანი, სრულყოფილი და მტკიცეა.

თევზები – თხის რქა

ეს, შეიძლება იდეალური კავშირი იყოს, წარმოუდგენელი სიყვარულით. ამ ორი იდეალისტისა და მისტიკოსისთვის მთელი სამყაროს საიდუმლოებათა კარია ღიაა. მათ ერთად შეუძლიათ მთელი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობა. თუ თხის რქა ზედმეტად მიწიერია, მაშინ თევზებს მუხლჩაუხრელ მუშაობას აიძულებს, რაც გათანგავს და პროტესტს გამოიწვევს მასში, რის შედეგადაც ის მისგან გაწბილებული წავა, მაგრამ თუ დარჩა, უბედური და ჩაკეტილი იქნება. თუ ამ ნიშნების კავშირი პრაგმატულობაზე არ არის აგებული, მაშინ მის სიმყარეს არაფერი ემუქრება. ეს ქორწინება მუდმივი და ბედნიერი იქნება.

თევზები – მერწული

ამ ადამიანებს იდეალიზმი, სამყაროს შეცნობის სურვილი, გამოგონებები, აუხდენელი და წარმოუდგენელი ოცნებები, ილუზიები და ცხოვრებისეული მისტერიები იზიდავთ. ერთმანეთისთვის ისინი იდუმალ სამყაროს წარმოადგენენ, რომლის შეცნობა, აშინებთ კიდეც. მათ ოჯახში შექმნილი ჯადოსნური ილუზიები და ფანტაზიები, ხშირად მკაცრ რეალობასთან შეჯახებაში იმსხვრევა. ყოფიერება – მატერიალური პრობლემები – შეიძლება მათი ოჯახის დასასრულად იქცეს. ეს სათუო კავშირია, მითუფრო, თუ ორივე თავიანთი ნიშნების ტიპიური წარმომადგენლები არიან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შანსი ეძლევათ ნორმალური, ჰარმონიული კავშირის დამყარებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ განსხვავებული ტემპერამენტისა და მსოფლმხედველობის გამო.

თევზები – თევზები

ორივე უძირო ოკეანეა, რომლებიც ერთმანეთის სიღრმის გაზომვას ცდილობენ. კარგად იციან ერთმანეთის ფასი და ესმით, რომ ოჯახში ან ერთად იცურებენ ბედნიერი და წარმატებული მომავლისკენ, ან გაშორდებიან. ეს ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე ილუზიებსა და გამოგონილ სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას და რეალური, გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს. სასურველია, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც არ იყოს თევზების ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი და მეტი პრაგმატულობით, სამყაროს რეალური აღქმითა და საქმიანი თვისებებით იყოს დაჯილდოებული. ასეთ შემთხვევაში, მათი კავშირი უფრო მტკიცე და ჰარმონიული იქნება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. verdebo gaotvaliswinet rchevebi