Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

თევზები – ანტი-ჰოროსკოპი

თევზები_ანტი-ჰოროსკოპითევზები, ცნობილნი არიან როგორც გულჩვილი ბუნებისა და მუდამ ცრემლებიანი თვალების მქონე სუსტი ქმნილებები, რომლებიც თავიანთ ილუზორულ სამყაროში ცხოვრობენ. აბსოლუტურად მოკლებულნი არიან რეალობას. ნებისმიერ ამბავს და ინფორმაციას თავიანთი სურვილისამებრ აღიქვამენ .
საოცრად განვითარებული ფანტაზიის წყალობით თვითონვე იკარგებიან, სად არის სიცრუე და სად სიმართლე. გულწრფელად სჯერათ თავისივე შეთხზული ისტორიების. ბევრ მათგანს ფუჭი დაპირებების მიცემა ახასიათებს, რაც უფრო რეალობის არაობიექტური შეფასების გამო ხდება. გამაღიზიანებელია მათი თავის გამართლების პროცესიც, მითუმეტეს ვერასდროს დაუმტკიცებთ მათი მხრიდან უყურადღებობისა და ზედაპირულობის გამოვლენას. თევზები ყოველთვის პოულობენ “დამნაშავე ” ობიექტს ვინც “ამ მდგომარეობამდე მიიყვანა” , ” ვისი ბრალიცაა მათ ცხოვრებაში ყველა წარუმატებლობა”, “, ” ვინც აიძულა ამგვარად მოქცეულიყვნენ “, ” ვინც ბოროტად ისარგებლა მათი სისუსტით” და ა.შ.
დაუსრულებლად , მოკლედ, მათთან ყოველთვის ვიღაცაა დამნაშავე, მაგრამ არასდროს – თვითონ ისინი. პასუხისმგებლობა და თევზები ორი შეუთავსებელი გაგებაა. ისინი აიგნორებენ ყველა პრობლემას და დინების მიმართულებით მიცურავენ იმ იმედით, რომ საბოლოოდ, ყველაფერი თავისით მოგვარდება . თევზების დაბალ განვითარებულ ტიპებს ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ ტყუილებისა და მზაკვრობის გარეშე. გამუდმებით ფაციფუცობენ, მაგრამ ამისგან ვერ გამოაქვთ სარგებელი. ცხოვრობენ პრინციპით “ხელოვნება – ხელოვნებისთვის” . ამას გარდა, უყვართ სხვის ჭუჭყიან თეთრეულში ხელის ფათური, რა დროსაც ფსიქოლოგობაზე აქვთ პრეტენზია და შეუძლიათ მომავალში მიღებული ინფორმაციის სათავისოდ გამოყენება. მუშაობა ან რაიმეს კეთება, როგორც წესი, არ უყვართ და არც იციან, მათი იძულება, პრაქტიკულად შეუძლებელია. მიდრეკილნი არიან ფანატიზმისაკენ და ამიტომ, მანიპულაციის მსხვერპლნი და იარაღი ხდებიან ძლიერი ადამიანების მხრიდან. ძირითადი უარყოფითი თვისებები : ცვალებადი, მატყუარა, ფანტაზიორი , სუსტი, უნებისყოფო, ზარმაცი, მუქთახორა. მათთვის ასევე დამახასიათებელია: თვითმოტყუება, სიკეთისა და სიბოროტის გარჩევის უუნარობა, ავადმყოფური მგრძნობელობა, ამპარტავნობა, პირფერობა, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, მცდარი მრწამსი, არარსებულის რწმენა, ავადმყოფური ფანტაზიები, გამოხატული შიშები, ფობიები, აბდა-უბდა საუბარი, ემოციური აფეთქებები. მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. ხატიანნა ჯიქია

    aranairad ar vetanxmebi :))

  2. Khatia Kukhianidze

    Idiotobaa qalbatono cisia!!!!

  3. Nana Dzadzamia

    titqos ramodenime ragaca menishna kargi kutxit, magram saboloo jamshi didi sisulelea.

  4. Darejan Chankvetadze

    alagalag naleqio

  5. Nana Kakashvili

    martla didi sisuleleaa…arc muqtaxora var ,arc ampartavani,da tqven warmoidginet yvelafris keteba vici da dzalianac kargad gamomdis…saertod dzalian mwyins aseti cudi warmodgena rom aqvt tevzebzee…arasodes ar damibralebia chemi shecdoma sxvistvis da roca damnashave var bodishis moxdac shemidzliaa….ase rom aq 90 % tyuiliaaaaaaa

  6. Megi Qatamadze

    msgavsi sisulele arasodes camikitxavs saertod araperi daemtxva chemze…

  7. Malo Jimsheleishvili

    ვისაც რა უნდა ის თქვას , სიმართლის აღიარების გეშინიათ . მე ყველანაირად ამოვიცანი ჩემი თავი , მადლობა კარგი სტატიისთვის 🙂

  8. Ninia Mushkudiani

    სიზარმაცე კი,,,დანარჩენს არ ვცნობ :))))

  9. Giga Gigashvili

    😀 😀 😀

დატოვეთ კომენტარი