ზრდასრულ ადამიანებს არ სწყინთ…
ისინი
ამბობენ: „კარგი, კარგი, შენი არჩევანია… ჩემთვის ნორმალურია“… და ჩუმდებიან…
ამბობენ: „მე მკიდია, მოიქეცი შენ როგორც გინდა!“
ამბობენ: „მე თუ მეწყინება ამით რას შევცვლი?“
ამბობენ: „ კარგი, წავალ მაშინ მე ჩემს საქმეზე“…
აან
დაუფიქრებლად, მწარედ გახსენებენ ყველა შეცდომას,
გეუბნებიან რომ სახე გაგიხდა და თვალებს ქაჩავ უძილობისგან
ძალით იწყებენ მცდელობებს „გაგიგონ რამე“
მანიპულირებენ…
უფრო ხმამაღლა რეცხავენ ჭურჭელს ანდაც ჩაქუჩით იყენებენ კლავიატურას.
ხდება ხოლმე ისეც რომ
ხდებიან ცივები და ფორმალურები
იფარგლებიან საქმიანი დიალოგებით
პოულობენ სამაგიეროს გადახდის წერტილს
გტვირთავენ დანაშაულის გრძნობით
ითმენენ, ითმენენ, ითმენენ … მერე კი მიდიან…
ნახულობენ მეგობრებს რომლებიც მათსავით ფიქრობენ შენზე
გიმტკიცებენ რომ ხარ ვალდებული შენ მათ წინაშე…
უბრალოდ მიდიან და გადადიან სულ სხვა ტალღაზე
ივიწყებენ შეხვედრებს, თხოვნებს…
გყიდულობენ რაღაც საჩუქარს
და ავიწყდებათ რომ მოგიტანონ…
თავს გაჩვენებენ უსასრულოდ დაკავებულად…
და ასე…
ანადგურებენ გრძნობებს და იწყებენ ბევრ-ბევრ ლაპარაკს
ხდებიან ხაზგასმულად თავაზიანნი
გეკითხებიან – ხომ არ გეწყინა
ცდილობენ შეინარჩუნონ სახე
რომ ეტირებათ, იკავებენ სუთქვას და რცხვენიათ ცრემლის
ფეხს უჩქარებენ ოთახიდან ყოველ გასვლაზე
ჩუმდებიან და დაძაბულად იღიმებიან
ცივდებიან და ავადმყოფობენ
ვეღარ გამჩნევენ
აღარ გელაპარაკებიან
არ გპასუხობენ ტელეფონზე
და თან ამბობენ: „არა, მე არ მწყენია“…
რა სევდიანია ეს ყველაფერი …
ან რა საჭიროა…
თარგმანი ა. დათეშიძის მიხედვით.