ასტროლოგიური მაღაზია

ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

სვეტიცხოველიავტორი: მიხეილ ცაგარელი

ქრისტიანობის ადრეულ ეპოქაში ქრისტეს თორმეტი მოციქული დაკავშირებულ იქნა ზოდიაქოს თორმეტ ნიშანთან. ეს კავშირი მყარდებოდა შემდეგი პრინციპით:

ვინაიდან არ არსებობდა ზუსტი მონაცემები მოციქულთა დაბადების თარიღის შესახებ, მათი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, მათ ესადაგებოდათ ზოდიაქოს შესაბამისი ნიშნი (მათე იქნა არჩეული იუდას ღალატისა და თვითმკვლელობის შემდეგ).
ეს პროცესი შემდგომში საქართველოშიც აისახა და გამოვლენა ჰპოვა სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ კედელზე ზოდიაქოს რკალში ჩასმული მოციქულების გამოსახულებით, თუმცა მათი თანმიმდევრობა კლასიკურ ასტროლოგიაში მიღებული თანმიმდევრობისგან ოდნავ განსხვავებულია. კლასიკურ ასტროლოგიაში არსებობს რამდენიმე ვარიანტი მოციქულების _ ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებისა, თუმცა ყველაზე გავრცელებული შემდეგია:

1. ვერძი – პეტრე (სიმონი) – ცეცხლოვანი, ენერგიული, იმპულსური, ლიდერული თვისებების მატარებელი, რომელმაც შემდგომში საფუძველი დაუდო ახალი ქრისტიანული
ეკლესიის შექმნას.
2. კურო – სიმონი (ზებდესი) – რომელიც გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, პრაქტიკულობით სიმშვიდით და რომლის სახელი ინგლისურად, დღესაც, დოგმატიზმის სიმბოლოს წარმოადგენს.
3. ტყუპები – იაკობი (უმცროსი) – რომელმაც თავიდან ვერ მიიღო იესო როგორც მესია, მაგრამ შემდგომში ქრისტიანობის ბრწყინვალე ქადაგი გახდა და იერუსალიმის ტაძარში ქადაგებდა.
4. კირჩხიბი – ანდრია – თანაგრძნობით აღსავსე ადამიანი, იოანე ნათლისმცემლის თაყვანისმცემელი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიიღო იესო და მასთან თავისი ძმა, პეტრე, მიიყვანა.
5. ლომი – იოანე – მოციქული, რომელიც ძალიან უყვარდა იესოს და რომელმაც შემდგომ დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანობის განვითარებაში.
6. ქალწული – ფილიპე – ყოველთვის ზუსტი, პუნქტუალური, გეგმაზომიერი, პრაქტიკული.
7. სასწორი – თომა – თავდაპირველად ურწმუნო, რომელიც მუდმივად ყოყმანობდა საკუთარ რწმენასა და იესოს მიმართ დამოკიდებულებაში.
8. მორიელი – ბართლომე – საიდუმლოებათა მკვლევარი, სულით უმწიკვლო და სუფთა, რომლისთვისაც უცხო იყო ტყუილი და ორპირობა.
9. მშვილდოსანი – იაკობი – დიდი მასწავლებელი, რომელიც პეტრესთან და იოანესთან ერთად, თავის დროზე, ქრისტიანული სარწმუნოების სულიერი ლიდერი გახდა.
10. თხის რქა – მათე (ლევი) – თავდაპირველად ძალაუფლებით აღჭურვილი პირი, ხარკის შემგროვებელი, მატერიალისტი, შემდგომ კი ერთგული მოსწავლე.
11. მერწყული – თადეოზი – გლახაკთა და გაჭირვებულთა ქომაგი, რომელიც ცდილობდა მათთვის საკუთარი ცოდნის გაზიარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
12. თევზები – თავდაპირველად იუდა ისკარიოტიელი (ღალატი და სინდისის ქენჯნა), შემდგომ მათე, ქრისტიანობისა და თანაგრძნობის დიდი მქადაგებელი.
სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე გამოსახულ მოციქულთა
ზოდიაქალური თანმიმდევრობა კი შემდეგნაირია:

ვერძი – ფილიპე, კურო – მათე, ტყუპები – თომა, კირჩხიბი – ბართლომე, ლომი – იაკობი (ზებედესი), ქალწული – იოანე, სასწორი – პეტრე, მორიელი – პავლე (იუდას ნაცვლად), მშვილდოსანი – ანდრია, თხის რქა – იაკობი ძმა უფლისა, მერწყული – თადეოზი, თევზები – სიმონი.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Nato Papava says:

    საინტერესოა