ზოდიაქოს ნიშნების ჩაცმულობის სტილი
ჩაცმულობის სტილში ყველა ადამიანი საკუთარ ინდივიდუალიზმს გამოხატავს, ამაზე მთლიანი რუკა აგებს პასუხს, მაგრამ ვინაიდან მზე უპირველესია თვითგამოხატვის პროცესში, ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
განსხვავებას სტიქიების დონეზეც კი შეამჩნევთ.
მაგალითად, ცეცხლის სტიქიის ნიშნებს რეზონანსული ფერები უყვართ, მოსწონთ რისკი და არჩეული სტილის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა.
წყლის ნიშნებს რომანტიული და ყურადღებიანი ბუნება აქვთ და საკუთარი ემოციები თითქოს ტანსაცმლით დააქვთ. მათ სხვა ნიშნებისგან პირველ რიგში იმით გამოარჩევთ რომ ხასიათის მიხედვით იმოსებიან, ისე აცვიათ როგორც გრძნობენ თავს იმ დღეს.
ჰაერის ნიშნები კომუნიკაბელური, მოქნილი ადამიანები არიან და ყოველთვის თავად იწესებენ ჩაცმულობის სტანდარტებს, უყვართ თავისუფალი სტილი და მხიარული ფერები.
მიწის ნიშნები პრაქტიკულობითა და დეტალებისადმი ინტერესით გამოირჩევიან, რაც მათ ჩაცმულობის სტილშიც გამოიხატება. ეს ის გოგონებია რომლებიც ჭკუას კარგავენ ხარისხიან ტანსაცმელზე ფეხსაცმელსა და სამკაულებზე.
თუმცა რა თქმა უნდა თითოეულ ნიშნანს მაინც თავისი უნიკალური სტილით გამოვარჩევთ.
ვერძი
სიმბოლო: ცხვარი
ხასიათის თავისებურებები: ენერგიული, თავდაჯერებული, გაბედული
ფერები: წითელი, თეთრი, შავი
მოდური ვერძები: ემა ვოტსონი, კირსტენ სტიუარტი, ლეიტონ მისტერი
- უპირატესობას ბიჭურ, ან სპორტულ ტანსაცმელს ანიჭებენ. მოსწონთ უბრალო, კომფორტული და ყოველდღიური სამოსი. უმეტესობას ჭირივით ეზიზღება ქუსლიანი ფეხსაცმელი და ბალეტკების დიდი თაყვანისმცემლები გახლავან.
- ვინაიდან ვერძი თავს მართავს, მათი საყვარელი აქსესუარიც ქუდია, თმისამაგრი, აბადოკი და ყველაფერი ის, რასაც ყურადღება თავსა და სახეზე გადააქვს.
- ისინი მოდის ,,დამაარსებლები“ არიან და არასოდეს ეშინიათ რისკის, ყოველთვის გაბედულები და თამამები არიან.
კურო
სიმბოლო : ხარი
ხასიათის თავისებურება: მშრომელი, დამხმარე, სანდო
ფერები: ვარდისფერი, პასტელის ციფერი, ღია მწვანე
მოდური კურო: ჯესიკა ალბა კრისტინა ჰენდრიკსი, დიანა აგრონი
- კურო გოგონები კლასიკურ, კარგად შეკერილ ტანსაცმელს ატარებენ, უნიკალური დეტალებით.
- უყვართ მაღალი ხარისხის და ძვირიანი ტანსაცმელი, მაგრამ ყოველთვის დიდ სეილს ელოდებიან შოპინგისთვის.
- კურო ყელს და კისერს მართავს და შესაბამისად უყვართ ამ ადგილების გამოცოცხლება შარფებითა და ყელსაბამებით.
- არიან ტყავის დიდი თაყვანისმცემლები ( ხელოვნურს ანიჭებენ უპირატესობას თუ ბუნებრივს ეს უკვე მათზეა დამოკიდებული), მოსწონთ ჯაჭვების, მეტალის დეტალები.
ტყუპები
სიმბოლო: ტყუპი
ხასიათის თავისებურება: გონებამახვილი, შარმიანი, თავგადასავლების მოყვარული,
ფერები: ნარინჯისფერი, ყვითელი, მაგენტა
მოდური ტყუპები: ნატალი პორტმანი, მერი ქეითი და ეშლი ოლსენი, ზუ სალდანა
- ისინი ახალგაზრდულ, ეკლექტიკურ, მყვირალა სტილით გამოხატავენ საკუთარ თავს.
- აქვთ გაორებული პიროვნება, რაც ჩაცმულობაზეც აისახება. ყველაფერი უხდებათ მაგრამ ძალიან უყვართ ყოველდღიურისა და განსაკუთრებულის ერთმანეთთან შეხამება.
- მოსწონთ თამამი და მოფლირტავე ტანისამოსი.
- ტყუპები ხელებს მართავს, და შესაბამისად ძალიან უყვართ ბრასლეტები, სამაჯურები, ბეჭდები..
კირჩხიბი
სიმბოლო: კიბორჩხალა
ხასითის თავისებურება: ჯიუტი, კრეატიული, თანაგრძნობის უნარის მქონე
ფერები: ვერცხლისფერი, თეთრი მარგალიტისფერი, პასტელის ფერები
მოდური კირჩხიბები: სელენა გომეზი, ჯესიკა სიმპსონი, დიანა კრუგერი
- იმოსებიან განწყობის მიხედვით და შესაბამისად მათი სტილიც ცვალებადია – არც ეცადოთ წინასწარ გამოიცნოთ რა ეცმევა მას ხვალ, როგორი ჩაცმულიც არ უნდა იყოს დღეს.
- ისინი სენტიმენტალურები არიან და უყვართ ტანსაცმელი, რომელიც რაღაცას ახსენებთ მათ. მოსწონთ ძველი სტილი და ძველებური აქსესუარები.
- მოსწონთ ტრადიციულთან შესაბამებული ქალური ტანსაცმელი, ბევრი და ორიგინალური დეტალებით შემკული.
ლომი
სიმბოლო: ლომი
ხასიათის თავისებურებები: მამაცი, სპონტანური, საიმედო
ფერები: ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ყვითელი
მოდური ლომები: ტეილორ მომსენი, ანა კენდრიკი, დემი ლოვატო
- მათ ყველაფერი ძვირფასი, იშვიათი, ექსკლუზიური მოსწონთ. ყველაზე დიდი ტრაგედია მისთვის წვეულებაზე მისნაირი კაბით მოსული სხვა ქალბატონის დანახვა იქნება. ამიტომ დიზაინერთან ურჩევნიათ სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის შეკერვა.
- ძვირფასი სამკაულები, ცხოველის (ტიგრიოვი) თუ სხვაგვარი ორნამენტებით მოჩითული კაბები თუ აქსესუარები – აი, მისი სტილი. მათი ყოველდღიური ტანსაცმელიც კი მდიდრულია.
- ეს გოგონები მოდას საკუთარი თავის გამოსახატავად იყენებენ, საკუთარი ხასითიას შტრიხების გამოსავლენად.
ქალწული
სიმბოლო: ქალწული
ხასიათის თავისებურებები: ორგანიზებული, ღრმად მოაზროვნე, ყურადღებიანი.
ფერები: მუქი ყავისფერი, მუქი ლურჯი, კრემისფერი.
მოდური ქალწულები: რეიჩელ ბილსონი, ბლეიქ ლაივლი, ნიკოლ რიჩი
- ქალწულები ყველაზე დიდ ყურადღებას დეტალებს აქცევენ და ყოველთვის ცდილობენ დახვეწილად და ფაქიზად ეცვათ, ყოველდღიური სამოსის შერჩევისასაც კი.
- მათ მოსწონთ სადა ტანსაცმელი და ვერასოდეს ნახავთ ძალიან მყვირალა, გამომწვევ და თამამ ჩაცმულობაში.
- ყოველთვის ითვალისწინებენ მოდის ტენდენციებს, თუმცა მათ აუცილებლად უხამებენ კლასიკურ და საკუთარი გემოვნებით შერჩეულ ელემენტებსაც.
- პუნქტუალურებს საათები უყვართ. უცნაური აქსესუარები და ლამაზთან ერთად კომფორტული ტანსაცმელი.
სასწორი
სიმბოლო: სასწორი
ხასითის თავისებურებები: მოსიყვარულე, გულწრფელი, ხელგაშლილი
ფერები: სპილოსძვლისფერი, ვარდისფერი, ღია ცისფერი,
მოდური სასწორები: ჰილარი დაფი, კიმ კარდაშიანი, მიშელ ტრეჩტენბერგი
- მათ ქალური, რომანტიული, სტილი აქვთ და ძვირფასი ნივთები მოსწონთ.
- ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მოდას და ჩაცმულობით საკუთარი გარეგნობის მაქსიმუმს გამოხატავენ, ვერასოდეს იხილავთ უგემოვნოდ და ჭყეტელა ტანსაცმელში გამოწყობილს.
- ცდილობენ წესების დარღვევის გარეშე იპოვონ ბალანსი ყოველდღიურსა და გლამურულს შორის.
მორიელი
სიმბოლო მორიელი
ხასიათის თავისებურებები: დინამიური, სოციალური, ინტუიციური
ფერები: შავი, მუქი წითელი, ძოწისფერი
მოდური მორიელები: კეტი პერი, რეიჩელ მაკადამსი, ენ ჰეტევეი
- მათ მდიდრული, შტამბეჭდავი ფერები მოსწონთ, მაგრამ ძირითადად მუქი ფერის სამოსს ატარებენ.
- უყვართ ტანსაცმლით ყურადღების მიქცევა, მაგრამ მაინც უტოვებენ კაცებს პატარას, რამეს წარმოსახვისთვის.
- მოსწონთ სადა და გამჭვირვალე ტანსაცმელი, რომელიც სიტყვას გადაგიკრათ მის სექსუალობაზე.
მშვილდოსანი
სიმბოლო: მოისარი
ხასიათის თავისებურებები: ოპტიმისტი, გულღია, იოლი საურთიერთო
ფერები: იასამნისფერი, მეფური ლურჯი, ინდიგო
მოდური მშვილდოსნები: სკარლეტ იოჰანსონი, ვანესა ჰადგენსი, ჩენელ იმანი
- ეს გოგონები იქ დადიან საითაც ქარი წაიღებს, შესაბამისად კომფორტულ, მრავალფეროვან ტანსაცმელს ირჩევენ. უყვართ დიდი ჩანთები, რომ თან ატარონ ნივთები, რომლებიც ვინ იცის სად წავლენ და რაში გამოადგებათ და მოდურთან ერთად კომფორტული ფეხსაცმელი.
- უყვართ ექსპერიმენტები და საკუთარი თავის მოსინჯვა მოდის სხვადასხვა ტენდენციებსა თუ ჩაცმულობის სხვადასხვა სტილში.
- ისინი ყოველთვის განსაკუთრებულად და იშვიათად ჩაცმულები დადიან ყოველდღიურადაც კი. მათი აქსესუარები უნიკალურები არიან, ერთადერთები და განუმეორებლები.
თხის რქა
სიმბოლო: თხა
ხასიათის თავისებურებები: მოწიფული, პრაკტიკული, ამბიციური
ფერები: შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი
მოდური თხის რქები: სიენა მილერი, ქეით ბოსვორსი, ზუ დესჩენელი.
- თხის რქები ნეიტრალური პალიტრის ერთგულები არიან და დროის მიერ გამოცდილი სამოსი მოსწონთ, რეტრო სტილი, კლასიკური ჩაცმულობა, ყველაფერი რაც დროის ქარტეხილს უძლებს.
- ვერ იტანენ ფურფუშებიან, ზედმეტად გატყლარჭულ ტანსაცმელს და მათ გარდერობში ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. იცვამენ კომფორტულად და სიტუაციის შესაბამისად.
- მოსწონთ უბრალოდ სილუეტები და სტილი, რომელიც ზედმეტი ყვირილის გარეშე ასხივებს ელეგანტობას.
- არასოდეს არიან გადატვირთული აქსესუარებით, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ უარს ამბობენ მათზე. უბრალოდ ზედმეტი არაფერი არ მოსწონთ და თუკი მაისური ბაფთით არის გაფორმებული, ეს ნიშნავს რომ ერთი აქსესუარი უკვე აქვთ. დააკვირდით მათ ჩანთებს, ფეხსაცმელებს – ისინი ყოველთვის სადა და ძირითად შემთხვევაში შავი იქნება.
მერწყული
სიმბოლო: წყლის დამტარებელი
ხასიათის თავისებურებები: ექსცენტრული, დამოუკიდებელი, გონებაგახსნილი
ფერები: იისფერი, ფირუზისფერი, ცისფერი
მოდური მერწყულები: ალიშა კიისი, ლაურენ კონრადი, მიშელ ანი ბარტონი.
- მერწყულებს სტილის უნიკალური შეგრძნება აქვთ, წინ უსწრებენ მოდას და ძალიან ორიგინალურები არიან.
- ჩვეულებრივ სწორედ ისინი არღვევენ პირველი მოდის წესებს და შემოაქვთ ახალი ტენდენციები.
- უყვართ ნათელი ფერები და ცდილობენ ნებისმიერ ჩაცმულობაში ჩართონ, თუნდაც ეს პაწაწინა დეტალი იყოს მთლიანი სამოსის.
თევზები
სიმბოლო: თევზი
ხასითის თავისებურება: რომანტიული, დიდი წარმოსახვის მქონე, თავაზიანი
ფერები: ზღვისფერი მწვანე, ლილისფერი, ინდიგო
მოდური თევზები: უიტნი პორტი, ეშლი გრინი, რიანა
- თევზები ნამდვილი რომანტიკოსები არიან, და შესაბამისად მათ ქალური, ნაზი, ფრიალა ტანსაცმელი მოსწონთ.
- ისინი შემოქმედებითად უდგებიან საკუთარ სტილს და ყოველთვის განსაკუთრებულ, გასხვავებულ და დახვეწილ აქსესუარებს დაეძებენ.
- თევზები ფეხებს მართავს და შესაბამისად ამ ნიშნის გოგონების სუსტი წერტილიც ფეხსაცმელია.
ისინი გიჟდებიან ფეხსაცმელებზე და ამ საკითხში მათთვის რაოდენობა და ხარისხი ერთნირად მნიშვნელოვანია.
მოამზადა დოჩი გოგომ