Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ზოდიაქოს ნიშნებიდან ვის მეტად უყვარს სისუფთავე?

სისუფთავე ვერძს – ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეს. სახლს იშვიათად, მაგრამ საფუძვლიანად ალაგებს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, მის ნივთებს ხელი არავინ ახლოს.

კურო – ზარმაცობს. შესაძლოა, ზოგჯერ მის ბინას კრიალი გაუდიოდეს, ზოგჯერ კი, ავეჯი მტვრის სქელი ფენით დაიფაროს. არასდროს მოიყვანს სახლში დამლაგებელს. ურჩევნია, რთული სამუშაო თავად შეასრულოს, ვიდრე ფული სხვას გადაუხადოს.

ტყუპს – სახლის დალაგება არ უყვარს. ყველაფერი მიყრილი და არეული აქვს. ბინის წესრიგში მოყვანა, დროის უქმად დაკარგვად მიაჩნია.

კირჩხიბისთვის – სისუფთავე და აკურატულობა პირველ ადგილზეა. ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა იდოს, არ უყვართ, როცა მის ნივთებს სხვა ეხება. საკუთარ სახლსაც სიამოვნებით ალაგებს და შეუძლია, სხვასაც დაეხმაროს მილაგებაში.

ლომს – იძულებით სახლს ვერავინ დაალაგებინებს, მაგრამ თუ მოინდომა, მისი სახლი სისუფთავით იბრწყინებს. მას ფუფუნებაში უყვარს ცხოვრება. სახლის მოწესრიგებაში ფულს არ დაინანებს. მთავარია, ბინძური საქმე თავიდან აირიდოს.

ქალწული – ჯერ ავღნიშნოთ, რომ ორი სახის ქალწული არსებობს. ერთი სისუფთავისა და წესრიგის მოყვარულია, მეორე – არა. ერთი აკურატულად დალაგებულ ბინაში ცხოვრობს და სუფთა ტანსაცმელი აცვია, მეორე ვერც ამჩნევს, რომ ჭუჭყში იძირება.

სასწორი – ყვავილების მორწყვისა და ოთახების განიავების გარდა სხვა საოჯახო სამუშაოს არ გააკეთებს. მასთან კამათს აზრი არ აქვს და თუ არ გსურთ, საჭირო დოკუმენტებისა და ნივთების გარეშე დარჩეთ, სასწორს მათი დალაგება არ დაავალოთ.

თუ მორიელმა სახლის დალაგება გადაწყვიტა, გაფრთხილდით, ყველა ძვირფასი ნივთი გადამალეთ, რადგან დალაგების დროს ნივთებს ხშირად ტეხს.

მშვილდოსანი – სახლს უკიდურეს შემთხვევაში დაალაგებს. ნივთების მიყრა-მოყრა იცის და ამიტომ, მისი სახლში მუდმივი ქაოსია. თვითონ სახლის დალაგებას ფილოსოფიურად უდგება, – რატომ დავალაგო, თუ ისევ აირევა?..

თხის რქა – მოწესრიგებულია და სხვებსაც წესრიგისკენ მოუწოდებს. არეულ სახლში (კაბინეტში) ვერ გაჩერდება. ბინას ზედაპირულად კი არა, ყოველთვის საფუძვლიანად ალაგებს. მან ყოველთვის იცის, სად ინახება ესა თუ ის ნივთი და დოკუმენტი.

მერწყულს – სუფთა ბინაში ცხოვრება კი მოსწონს, მაგრამ სახლის დალაგებას მოგზაურობა, უცხო ენის შესწავლა და ექსპერიმენტების წამოწყება ურჩევნია. აკურატულია და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.

თევზები – სიბინძურეშიც იცხოვრებს, მის სამუშაო მაგიდაზე მუდმივად ქაოსია. დალაგებულ ბინაში საჭირო ნივთებს ვეღარ აგნებს. ერთადერთი, რასაც სიამოვნებით უვლის, აკვარიუმია. საკმარისია, ძველი ნივთები გადაყაროს, რომ ისინი აუცილებლად დასჭირდება და ამის გამო, ძველმანებთან განშორება უჭირს.

მოამზადა თამთა გელაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი