ვიღებთ იმას რისი მოლოდინიც გვაქვს
ვადიმ ზელანდი
გონებას შეუძლია ააგოს ახალი სახლი ძველი კუბებისგან, მაგრამ შექმნას ცალსახად ახალი, ანალოგის არ მქონე რამ – არ შეუძლია. ინოვაციური აღმოჩენები მეცნიერებაში არ კეთდება ლოგიკური აზროვნების შედეგად, არამედ, როგორც უეცარი შთაგონება. იგივეა გენიალური გამოგონებების შემთხვევაშიც: კარგი მუსიკა იქმნება არა ნოტების შერჩევით, არამედ თვითონ მოდის. ხელოვნების შედევრები არ არის პროფესიონალური ტექნიკური შესრულების შედეგი, არამედ შთაგონების პირმშოა.
გონებას ყველაფერი რომ ესმოდეს, რისი თქმაც სულს სურს მისთვის, კაცობრიობას ექნებოდა ინფორმაციული ველის პირდაპირი წვდომა. რთული წარმოსადგენია რა სიმაღლეებს მიაღწევდა ჩვენი ცივილიზაცია ასეთ შემთხვევაში. მაგრამ, გონებას არა მხოლოდ არ შეუძლია სულის მოსმენა, არც კი უნდა რომ შეეძლოს. ადამიანის გონება მუდმივად დაკავებულია გარეგანი სამყაროს ობიექტებით, ან შინაგანი განცდებითა და ფიქრით. შინაგანი მონოლოგი თითქმის არასოდეს წყდება და გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. გონება არ უსმენს სულის სუსტ იმპულსებს და ერთპიროვნულად ამტკიცებს თავისას.
სული, გონებისგან განსხვავებით არ სარგებლობს განმარტებებით. ის არ ფიქრობს და არ ლაპარაკობს, მხოლოდ გრძნობს ან უბრალოდ იცის. მას შემდეგ, რაც გონებამ დაიწყო აზროვნება აბსტრაქტული კატეგორიებით, კავშირი სულსა და გონებას შორის თანდათან ატროფირდა. გარდა ამისა, გონება მუდმივად დაკავებულია მისთვის საინტერესო თემებით. ის თვლის, რომ ყველაფრის განმარტება შეიძლება გონივრული მსჯელობის ფარგლებში და მუდმივად ინარჩუნებს კონტროლს საკუთარ ინფორმაციაზე. სულისგან მოდის მხოლოდ ბუნდოვანი სიგნალები, რომელთა განსაზღვრაც გონებას ყოველთვის არ შეუძლია მისი კატეგორიების მეშვეობით. სულის გრძნობები და ცოდნა ინთქმება გონების ფიქრების ხმაურში.
გონება ფიქრობს დადგენილი აღნიშვნების მეშვეობით: სიმბოლოები, სიტყვები, გაგებები, სქემები, წესები. ცალსახად ახალი ცოდნისთვის ყოველთვის ძალიან რთულია მნიშვნელობის შერჩევა. როდესაც არარეალიზებული სექტორიდან მიღებულ ინფორმაციას არ აქვს გონივრული აღნიშვნა გონება მას აღიქვამს როგორც გაუგებარ ცოდნას. თუ გამოსდის ამ ცოდნისთვის ახალი აღნიშვნის შემოტანა ან მისი ახსნა ძველი აღნიშვნებით, მაშინ კეთდება აღმოჩენა.
როდესაც გონების კონტროლი სუსტდება, ცნობიერებაში აღწევს ინტუიტიური გრძნობები და ცოდნა, რაც ვლინდება ბუნდოვან წინათგრძნობაში, რომელსაც ასევე შინაგან ხმასაც უწოდებენ. გონება გაერთო და ამ მომენტში თქვენ შეიგრძენით სულის გრძნობები ან ცოდნა. სწორედ ეს არის ,,დილის ვარსკვლავების შრიალი,, – ხმა სიტყვების გარეშე, ფიქრი აზრების გარეშე, ხმა ხმაურის გარეშე. თქვენ რაღაცას ხვდებით, მაგრამ ბუნდოვნად. კი არ გესმით, არამედ გრძნობთ, ინტუიტიურად.
გონება მუდმივად დაკავებულია აზრების გენერირებით. სულის ხმას ახშობს ეს აზრების მანქანა, ამიტომ არის ინტუიტიური ცოდნა რთულად მისაწვდომი. რომ შევაჩეროთ აზრთა მსვლელობა და უბრალოდ შევიგრძნოთ სიცარიელე, შეიძლება გავიგონოთ დილის ვარსკვლავების შრიალი – შინაგანი ხმა სიტყვების გარეშე. სულს შეუძლია იპოვოს ბევრი შეკითხვის პასუხი, თუ მოვუსმენთ მის ხმას.
სულმა ძალიან ხშირად იცის, რა ელოდება და სუსტი ხმით ცდილობს შეატყობინოს ამის შესახებ გონებას. გონებას მისი ხმა თითქმის არ ესმის, ან არ ანიჭებს მნიშვნელობას ბუნდოვან წინათგრძნობას. გონება მოცულია ქანქარებით, მეტისმეტად დაკავებულია პრობლემების გადაჭრით და დარწმუნებულია საკუთარი ქმედებების სისწორეში. გონება იღებს თვითნებურ გადაწყვეტილებებს, ლოგიკურ მსჯელობასა და საღ აზრზე დაყრდნობით. სული, გონებისგან განსხვავებით, არ ფიქრობს და არ განსჯის – იგი გრძნობს და იცის, ამიტომაც არ ცდება. რა ხშირად ახსენდებათ ადამიანებს: „მე ხომ ვიცოდი, რომ აქედან არაფერი კარგი არ გამოვიდოდა!“.
სულს აქვს ორი საკმაოდ ძლიერი გრძნობა: სულიერი კომფორტი და დისკომფორტი. გონებას აქვს განმარტება ამ გრძნობებისთვის: „მე კარგად ვარ“ და „მე ცუდად ვარ“, „მე დარწმუნებული ვარ“ და „მე ვღელავ“, „მე მომწონს“ და „მე არ მომწონს“. სულს აქვს ინფორმაციული ველის წვდომა. სული, რაღაცნაირად, ხედავს იმას, რაც გველის, ჯერ არ განხორციელებულ, მაგრამ მოსალოდნელ სექტორში. თუ იგი მიმართულია ჯერ არგანხორციელებულ სექტორისადმი, მან იცის, რა ელოდება იქ: სასიამოვნო თუ არასასიამოვნო. სულის ამ გრძნობას გონება აღიქვამს როგორც სულიერი კომფორტის ან დისკომფორტის ბუნდოვან შეგრძნებად.
ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ვისწავლოთ როგორ გავიგოთ რას ეუბნება სული გონებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აუცილებელია მივუთითოთ ჩვენს „ზედამხედველს“, რომ მიაქციოს ყურადღება სულის კომფორტის მდგომარებას. აი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. უბრძანეთ გონებას გაჩუმდეს ერთი წამით და კითხეთ საკუთარ თავს, კარგად ხართ თუ ცუდად. ახლა გადაიხარეთ გადაწყვეტილების მეორე ვარიანტისკენ და ხელახლა კითხეთ თქვენ თავს, კარგად ხართ თუ არა. თუ მოახერხეთ და მიიღეთ ცალსახა პასუხი, „კი, მე კარგად ვარ“, ან „არა, მე ცუდად ვარ“, მაშინ თქვენ გაიგონეთ ,,ვარსკვლავების დილის შრიალი,,.
ადამიანის შეუძლია დანებდეს და მოწყალება ითხოვოს საკუთარი ბედისთვის, მიმართოს რა საკუთარი თხოვნებით ან ,,ქანქარებს,,, ან რომელიმე უმაღლეს ძალას. ,,ქანქარები,, აიძულებენ მთხოვნელებს, რომ იმუშავონ და ადამიანი მთელი ცხოვრება წელში მოხრილი იღებს მოკრძალებულ საარსებო წყაროს. მთხოვნელი გულუბრყვილოდ მიმართავს უმაღლეს ძალებს, მაგრამ მათ მთხოვნელთან არაფერი ესაქმებათ. ადამიანს ასევე შეუძლია მოირგოს „ნაწყენის“ როლი, ანუ გამოთქვას უკმაყოფილება და ითხოვდეს იმას, რაც თითქოსდა ეკუთვნის. „ნაწყენი“ ქმნის პოტენციურ უკმაყოფილებას, საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართავს ძალების ბალანსს და იფუჭებს საკუთარ ბედს.
„მებრძოლი“, რომელიც ირჩევს ბრძოლას, უფრო მომგებიან პოზიციაშია, მაგრამ მისი ცხოვრება რთულია და ბევრ ენერგიას ართმევს მას. რა უფრო მეტად იბრძვის ადამიანი, მით უფრო მეტად ეხვევა აბლაბუდას ქსელში. მას ეჩვენება, რომ ის იბრძვის მისი ბედისთვის, სინამდვილეში კი უსაგნოდ ხარჯავს ენერგიას. ხანდახან ადამიანი იმარჯვებს, მაგრამ რის ფასად? გამარჯვება საჯარო ხდება და კიდევ ერთხელ რწმუნდება ყველა, რომ დაფნის გვირგვინი მარტივად არავის ეძლევა. ასე იქმნება და ძლიერდება საზოგადოებრივი აზრი: რაღაცას რომ მიაღწიო ცხოვრებაში, ძალიან უნდა ეცადო ან თავდაუზოგავად იბრძოლო.
„მთხოვნელი“ და „ნაწყენი“ უმწეოდ მიჰყვებიან ცხოვრების დინებას. „მებრძოლი“ კი პირიქით, ცდილობს ებრძოლოს ამ დინებას. ამ როლიდან ნებისმიერის შესრულებისას, ადამიანი ძალიან არაეფექტურად მოქმედებს. ტრანსერფინგი გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ გზას: ნუ ითხოვ და ნუ მოითხოვ, უბრალოდ მიდი და აიღე. ქანქარებისგან თავდასაღწევად აუცილებელია შინაგანი და გარეგანი სერიოზულობისგან გათავისუფლება. თუ თქვენ ეს გამოგივიდათ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები თავისით გაქრება. აი მაშინ თქვენ შეძლებთ არც ითხოვოთ და არც მოითხოვოთ, არც იბრძოლოთ, არამედ უბრალოდ მიხვიდეთ და დაეუფლოთ იმას, რაც გსურთ.
გონებასჰგონია, რომ საღად აზროვნებს, სინამდვილეში კი ბრმად მიდის ქანქარისაკენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ არ ეწინააღმდეგებით დინებას და არ შეგაქვთ დინებაში დამატებითი წინააღმდეგობები, მაგრამ არც დინებას არ მიჰყვებით, ქაღალდის ნავის მსგავსად. თქვენ მიზანმიმართულად მოძრაობთ დინებასთან შეთანხმებულად, ამჩნევთ თანმხვედრ მეჩხერ ადგილებს, სირთულეებს, საშიშ მონაკვეთებს და მხოლოდ დინჯი მოძრაობებით ინარჩუნებთ არჩეულ მიმართულებას. საჭე თქვენს ხელთაა.
გარეგანი სერიოზულობა აიძულებს გონებას ეძებოს რთული გამოსავალი მარტივი პრობლემებისგან. შინაგანი სერიოზულობა არწმუნებს გონებას, რომ ის საღად აზროვნებს და იღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. გონების მტკიცე გადაწყვეტილებები – უმრავლეს შემთხვევაში ეს არის წყალზე ხელის უაზრო ტყაპუნი. პრობლემათა უმრავლესობა, განსაკუთრებით მცირე პრობლემები, თავისით გვარდება, ხელს თუ არ შეუშლით ვარიანტების ნაკადს. ის უკვე თავის თავში მოიცავს ყველა პრობლემის მოგვარებას. ვარიანტების ნაკადი – ეს დიდებული საჩუქარია გონებისთვის, რომლითაც იგი თითქმის არ სარგებლობს.
ვარიანტების ნაკადი მიყვება მინიმალური წინააღმდეგობის გზას. ოპტიმალურობა უკვე ჩადებულია ინფორმაციული ველის სტრუქტურაში. ბუნება არ ფლანგავს ენერგიას. გონება, რომელიც მოცული აქვს ქანქარას, მუდმივად ვარდება დინებიდან, ეძებს მარტივი პრობლემების რთულ გადაწყვეტას. ყველაფერი გაცილებით მარტივად კეთდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. მიეცით თავი ამ სიმარტივეს. ჩანჩქერთან თქვენ გონებას მიყავხართ და არა ვარიანტების ნაკადს.
ნებისმიერპრობლემაშიარისდაშიფრულიმისიგადაჭრისგზა. პირველი გზა – იმოძრაო მინიმალური ისე, რომ მინიმალური წინააღმდეგობა გაწიო. ადამიანები, როგორც წესი, ეძებენ რთულ გამოსავალს, რადგანაც პრობლემებს დაბრკოლებებად აღიქვამენ და დაბრკოლებები, როგორც ცნობილია, ძალისხმევის დაძაბვით ილახება. აუცილებელია გამოვიმუშაოთ ჩვევა, ავირჩიოთ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი ვარიანტი. უნდა ეცადოთ, ყველაფერი გააკეთოთ ისე, როგორც ეს კეთდება ყველაზე მარტივი და მსუბუქი მეთოდით.
როდესაც თქვენ შეხვალთ წონასწორობაში გარესამყაროსთან, უბრალოდ მიყევით დინებას. თქვენ თვითონ დაინახავთ ბევრ ნიშანს, რომლებიც თქვენ წაგიძღვებიან. „გაუშვით“ სიტუაცია, გახდით დამკვირვებელი და არა მონაწილე. ყოველ ჯერზე, როცა გჭირდებათ რაღაც გამოსავალი იპოვოთ, ჰკითხეთ თქვენს თავს: რომელია გადაწყვეტილების პოვნის ყველაზე მარტივი გზა? და აირჩიეთ ძებნის ყველაზე მარტივი გზა.
ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც ან რაღაც ცდილობს თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს ან გზა დაგიბრკოლოთ, ნუ იჩქარებთ აქტიური წინააღმდეგობის გაწევას ან თავის არიდებას. შეეცადეთ საკუთარი თავი დროებით სარგებლობაში ჩააბაროთ და დააკვირდეთ, რა მოხდება შემდეგ. ყოველთვის, როგორც კი რაღაცის გაკეთება გჭირდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ შეიძლება ეს გავაკეთო ყველაზე მარტივად? მიეცით საქმეს უფლება, გაკეთდეს ყველაზე მარტივად. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას გთავაზობენ ან საკუთარ შეხედულებების სისწორეში გარწმუნებენ, ნუ იჩქარებთ მათ უარყოფას და შეკამათებას. შეიძლება თქვენი გონება ვერ ხედავს საკუთარ სარგებელს და ვერ ხედავს ალტერნატივას.
გაააქტიურეთ „ზედამხედველი“. ჯერ დააკვირდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ. ჩადით მაყურებელთა დარბაზში, ნუ იჩქარებთ კონტროლის დაწესებას და მიეცით თამაშს საშუალება განვითარდეს დამოუკიდებლად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. არ არის წყალზე ხელის ტყაპუნი საჭირო. ნუ შეუშლით თქვენს ცხოვრებას ხელს იმოძრაოს დინების მიმართულებით და თქვენ დაინახავთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ ყველაფერი.
გავლენა აქვს არა ნიშნებს, არამედ თქვენ დამოკიდებულებას ამ ნიშნებისადმი. ადამიანი იღებს იმას, რისი მოლოდინიც აქვს. მან თვითონ დაუშვა მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა თავის სცენარში. ზუსტად ამიტომ გაიზარდა ნიშნის გამართლების ალბათობა. თუ თქვენ ნიშნების გჯერათ, ისინი მიიღებენ მონაწილეობას თქვენი ცხოვრების ფორმირებაში. თუ არ გჯერათ, მაგრამ ეჭვი გეპარებათ, ნიშნების გავლენა სუსტი იქნება, მაგრამ მაინც იქნება. თუ არ გჯერათ და არც ყურადღებას აქცევთ, მათ არანაირი გავლენა არ ექნებათ თქვენს ცხოვრებაზე.
როდესაცვარიანტებისნაკადიიცვლება, შეიძლება გაჩნდეს თანმდევი ნიშნები. ნიშანი ჩვეულებრივი მოვლენისგან იმითი განსხვავდება, რომ, ის მუდმივად იძლევა სიგნალს ცხოვრების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ. ჩნდება განცდა, რომ რაღაც ისე არ არის. ნიშნებს მითითებების ფუნქცია აქვთ, ისინი გვეუბნებიან: რაღაც შეიცვალა, რაღაც ხდება. მოვლენა, რომელიც ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე ხდება, როგორც წესი, არ გვიჩენს განცდას რომ ფრთხილად ვიყოთ, რადგან რაღაც ხდება.
ნიშნების ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტირება ძალიან რთულია. იმაშიც კი არ შეიძლება იყო დარწმუნებული, რომ მოვლენა, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო, ნიშანია. შეიძლება მხოლოდ გავითვალისწინოთ, რომ სამყაროს უნდა რაღაც შეგვატყობინოს. მაგალითად, გამომივა თუ არა, მოვასწრებ თუ არა, შევძლებ თუ არა, კარგია თუ ცუდი, სახიფათოა თუ არა. აუცილებელია ნიშნის ინტერპრეტაციის დაკავშირება პასუხის მინიშნებასთან, მაგალითად „დადებითი“ ან „უარყოფითი“. დიდ სიზუსტეზე იმედების დამყარება არ ღირს.
ნიშნებისა და მინიშნებების ინტერპრეტირება ამაოა, მეტისმეტად არასანდო და გაუგებარია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ეს არის ნიშნების გათვალისწინება, სიფრთხილის გაძლიერება და უფრო ფრთხილად ყოფნა. არ ღირს ნიშნებზე დიდად ნერვიულობა და დიდი მნიშვნელობის მინიჭება მათთვის. მაგრამ, თუ უკვე მიაქციეთ ყურადღება, არ ღირს მისი უგულებელყოფა. შეიძლება მას გამაფრთხილებელი ფუნქცია აქვს, რომ ფრთხილად უნდა იყოთ, ან შეცვალოთ თქვენი ქცევა, ან დროულად გაჩერდეთ, ან აირჩიოთ სხვა მიმართულება.
მაგალითად, მე მეჩქარება, მაგრამ გზას მოხუცი ქალი მიღობავს, ხელჯოხით და მე არ შემიძლია გვერდი ავუარო მას. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ნიშანი? ალბათ იმას, რომ დავაგვიანებ. ან ჩემი ავტობუსი, რომელიც, როგორც წესი, ნელა დადის, დღეს ელვის სისწრაფით მიქრის. ესეიგი სადღაც რაღაც შემეშალა და უფრო ყურადღებით უნდა ვიღო. ან არაფრით არ გამომდის ჩანაფიქრის შესრულება, სულ რაღაც წინააღმდეგობები მხვდება, საქმე რთულად მიდის. იქნებ ჩიხში შემყვანი გზა ავირჩიე და სინამდვილეში საერთოდაც არ მინდა იქ მოხვედრა?
ნიშნებსშეუძლიათდროულადგამოგაფხიზლონდაგაგაგებინონ, რომთქვენმოქმედებთ დესტრუქციულად და აზიანებთ საკუთარ თავს. უწყინარი ნიშნების ინტერპრეტირებაც კი, როგორც გაფრთხილება, არ იქნება ზედმეტი. სიფრთხილე და გაცნობიერებული, ფხიზელი შეხედულება მომდინარე მოვლენებზე, არასოდეს არ იქნება ხელისშემშლელი. მთავარია, სიფრთხილე არ გადაიზარდოს ნერვიულობაში და შფოთვაში. აუცილებელია იზრუნოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ.
ყველაზე აშკარა და ზუსტი გზამკვლევი ნიშანი არის ადამიანების ფრაზები, რომლებსაც ისინი შემთხვევით ამბობენ, სპონტანურად და გაუაზრებლად. თუ ცდილობენ, რომ მიზანმიმართულად მოგახვიონ თავს საკუთარი მოსაზრება, შეგიძლიათ საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება. მაგრამ, სერიოზულად მოეკიდეთ სპონტანურად ნასროლ ფრაზებს, რომლებიც შეიძლება იყოს რეკომენდაცია რამე გააკეთოთ ან როგორღაც მოიქცეთ.
მაგალითად, თქვენ უბრალოდ გითხრეს: „აიღე კაშნე, გაცივდები“. სავარაუდოდ, თუ არ დაუჯერებთ, შემდეგ ინანებთ. ან, მაგალითად, თქვენ შეწუხებული ხართ რაღაც პრობლემით და ვიღაც სხვათა შორის გეუბნებათ უმნიშვნელო რჩევას. ნუ იჩქარებთ მის უგულებელყოფას და დაუფიქრდით. ან, ვთქვათ, თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ სისწორეში და ვიღაც, სხვათა შორის, მისდაუნებურად, გაჩვენებთ, რომ ეს ასე არ არის. ნუ გაჯიუტდებით და დაფიქრდით, წყალს ხომ არ უტყაპუნებთ ხელს.
სულიერი დისკომფორტი – ესეც ძალიან აშკარა ნიშანია. აი, მაგალითად, თქვენთვის აუცილებელია რაღაც გადაწყვეტილების მიღება. გაჩერდით და მოუსმინეთ ,,დილის ვარსკვლავების შრიალს,,. თუ თქვენმა გონებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ,,დილის ვარსკვლავების შრიალი,, გვიან გაგახსენდათ, შეეცადეთ გაიხსენოთ რა გრძნობებს განიცდიდით, როცა გადაწყვეტილებას იღებდით. ამ გრძნობების დახასიათება შეიძლება როგორც „მე კარგად ვარ“ და „მე ცუდად ვარ“. თუ გადაწყვეტილება უხალისოდ, იძულებით მიიღეთ, ესეიგი ცალსახად „ცუდად ვარ“ არის. ასეთ შემთხვევაში თამამად შეცვალეთ გადაწყვეტილება, თუ ეს შესაძლებელია.
გონება მუდამ ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი სიმართლე. აი, თქვენ დგახართ არჩევანის წინაშე – კი ან არა. სული ფაქიზად გეწინააღმდეგებათ და გეუბნებათ: „არა“. გონება აცნობიერებს, რომ სული „არას“ ამბობს, მაგრამ თავს იკატუნებს, თითქოს არ ესმის და დამაჯერებლად ამბობს თავის „კის“, „საღ აზრზე“ დაყრდნობით. მარტივი და საიმედო ალგორითმი სულიერი „არას“ გამოსავლენად: თუ თქვენ გჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება და დაყოლიება რომ თქვათ „კი“, ესეიგი სული ამბობს „არას“. დაიმახსოვრეთ, როცა თქვენი სული ამბობს „კის“, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება.
აუცილებელია მუდმივად აკვირდებოდეთ, რა ნიშნებს გაძლევთ სამყარო. მაგრამ ყველაფერში ნიშნებს არ უნდა ხედავდეთ. ნიშნები უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ და გახსოვდეთ, რომ ისინი შეიძლება იყოს გზამკვლევი. როგორც კი დაივიწყებთ ამას, თქვენ უმალ ჩავარდებით ქანქარას წრედში და შეიძლება გარემოებათა მსხვერპლად იქცეთ. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა დააკვირდეთ სურვილებს და საქციელებს, რომლებსაც ძირფესვიანად შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ცხოვრება.
ვარიანტების ნაკადი ათავისუფლებს გონებას ორი აუტანელი ტვირთისგან: პრობლემების რაციონალურად გადაჭრის აუცილებლობისგან და სიტუაციის მუდმივად კონტროლის აუცილებლობისგან. გონება ნებისმიერ შემთხვევაში უშვებს შეცდომებს, მაგრამ ეს შეცდომები გაცილებით ნაკლები იქნება, თუ იგი შეამცირებს მის ძალისხმევას და, შესაძლებლობების ფარგლებში, მისცემს პრობლემებს საშუალებას გადაიჭრას მისი აქტიური ჩარევის გარეშე. ამას ქვია სიტუაციის „გაშვება“. საჭიროა გავლენის მოდუნება, კონტროლის შემცირება, დინებისთვის ხელის არ შეშლა, სამყაროსთვის მეტი თავისუფლების მინიჭება.
გონების უბედურება იმაშია, რომ, იგი მიდრეკილია დაბრკოლებებად აღიქვას მოვლენები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მის სცენარში. გონება ყველაფერს წინასწარ გეგმავს, აკეთებს გამოთვლებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება, იწყებს აქტიურ ბრძოლას, რომ მოვლენები საკუთარ სცენარს დაუბრუნოს. შედეგად, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. გონებას არ შეუძლია მოვლენათა იდეალურად დაგეგმვა. აი სწორედ აქ უნდა მიანიჭოთ მეტი თავისუფლება დინებას. დინება არ არის დაინტერესებული თქვენი ცხოვრების დანგრევით. ეს არ არის მიზანშეწონილი.
მიზანშეწონილობა, გონების თვალთახედვიდან, გულისხმობს იმას, რომ ყველაფრი მიდის წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით. ცხოვრება ხშირად უკეთებს ადამიანებს საჩუქარს, რომელსაც ისინი უხალისოდ იღებენ, რადგან ეს მათ გეგმებში არ შედიოდა. გონებას არ აქვს სურვილი მიიღოს გადახვევები მისი სცენარიდან. სწორედ ეს არ აძლევს მას საშუალებას ისარგებლოს პრობლემების გადაჭრის გზებით, რომლები უკვე არსებობს ვარიანტების ნაკადში. გონების მანიაკალური მიდრეკილება ყველაფრის კონტროლისადმი აქცევს ცხოვრებას დინებასთან მუდმივ ბრძოლად.
გონება ისწრაფვის მართოს არა საკუთარი მოძრაობა დინებაში, არამედ უშუალოდ დინება. ნებისმიერი ცდომილება აღიქმება როგორც წარუმატებლობა ან პრობლემა. პრობლემას კი მოგვარება სჭირდება, რის მიღწევასაც გონება ცდილობს დიდი მონდომებით, რაც იწვევს ახალ პრობლემებს. ასე წარმოქმნის გონება უამრავ დაბრკოლებას საკუთარ გზაზე. ხშირად ძალიან სასურველია კონტროლის მოდუნება და გაუთვალისწინებელი მოვლენების დაშვება საკუთარ სცენარში.
გააქტიურეთ „ზედამხედველი“ და დააკვირდით, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, როგორ ცდილობს თქვენ გონება მართოს დინება. თქვენ რაღაცას გთავაზობენ, მაგრამ თქვენ უარს ამბობთ, ცდილობენ რომ რაღაც შეგატყობინონ, მაგრამ თქვენ თავიდან იცილებთ გაგებას, ვიღაც სასარგებლო აზრს გამოთქვამს, მაგრამ თქვენ კამათს იწყებთ, თქვენ გამოსავალს გთავაზობენ, მაგრამ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ. თქვენ ერთს ელოდებით, მეორეს იღებთ და უკმაყოფილებას გამოთქვამთ ამის გამო. ვიღაც გაბრკოლებთ და ეს ძალიან გაბრაზებთ. რაღაც თქვენი სცენარის საწინააღმდეგოდ მიდის და თქვენ პირდაპირ შეტევაზე გადადიხართ, რომ მიმართოთ დინება თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
როდესაც თქვენ უკან მიიხედავთ, გაოცდებით, რომ თქვენი კონტროლი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იყო მიმართული. სხვების წინადადებები არ იყო აზრს მოკლებული. არ ღირდა კამათი. თქვენი ჩარევა ზედმეტი იყო. სულაც არ იყო დაბრკოლება ის, რასაც დაბრკოლებად განიხილავდით. პრობლემები თქვენი ჩარევის გარეშეც გვარდება. ის, რაც თქვენი გეგმის მიხედვით არ მოხდა, სულაც არ არის ცუდი. შემთხვევით ნასროლ ფრაზებს მართლა აქვთ ძალა. თქვენი სულიერი დისკომფორტი გაფრთხილებაა თქვენთვის. სწორედ ეს არის ის დიდებული საჩუქარი, რომელსაც დინება უკეთეს გონებას.
შეეცადეთ მოადუნოთ კონტროლი და მიეცით დინებას მეტი თავისუფლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას უნდა დაეთანხმოთ და ყველაფერი მიიღოთ. უბრალოდ, შეცვალეთ მიდგომა: გადაიტანეთ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე. ეცადეთ უფრო მეტად დააკვირდეთ, ვიდრე აკონტროლოთ. ნუ იჩქარებთ უარყოფას, თავის არიდებას, კამათს, ჩარევას, მართვას, კრიტიკას. მიეცით სიტუაციას შანსი დალაგდეს თქვენი ჩარევის გარეშე.
დინების მიმართულებით მოძრაობაში ,,ქანქარები,, გვიშლიან ხელს. ისინი ყოველ ნაბიჯზე უწყობენ ადამიანებს პროვოკაციას, აიძულებენ ხელი ატყაპუნონ წყალზე. ენერგია, რომელსაც ადამიანი ხარჯავს დინების მიმართულებასთან ბრძოლაში ემსახურება ზედმეტი პოტენციალის შექმნას და ,,ქანქარებს,,. ერთადერთი, რის კონტროლზეც ღირს ყურადღების მიქცევა არის შინაგანი და გარეგანი სერიოზულობის კონტროლი. გახსოვდეთ, სწორედ სერიოზულობა უშლის გონებას მოადუნოს სიტუაციის კონტროლი.
სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება ბევრ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე დაჟინებით ცდილობდე შენსას მიაღწიო. სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ ბავშობიდან უყალიბებს ადამიანს ჩვევას დაამტკიცოს საკუთარი მნიშვნელოვნება. აქედან მოდის ყველა ურთიერთობისთვის მავნე სურვილი, ნებისმიერ ფასადდაამტკიცო საკუთარი სიმართლე. თუ ამით თქვენი ინტერესები ძალიან არ ზარალდება, თამამად მიუშვით სიტუაცია თვითდინებაზე და სხვებს დაუტოვეთ უფლება ატყაპუნონ ხელი წყალზე.
გადაჭარბებული მონდომება სამსახურში ისეთივე მავნებელია, როგორც დაუდევრობა. თქვენ მაღალ მოთხოვნებს უყენებთ თქვენ თავს და თვლით, რომ ვალდებული ხართ ასი პროცენტით დადებითად აჩვენოთ საკუთარი თავი. ეს სწორია, მაგრამ საქმეს მეტისმეტად გულმოდგინედ თუ მოეკიდებით, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებთ დაძაბულობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამოცანა რთულია. საუკეთესო შემთხვევაში თქვენი შრომა არაეფექტური იქნება, უარეს შემთხვევაში კი ნერვული აშლილობა დაგემართებათ. თქვენ შეიძლება მცდარ დასკვნამდეც მიხვიდეთ, რომ არ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამ საქმეს.
შესაძლებელია სხვა ვარიანტიც. თქვენ გააჩაღეთ აქტიური საქმიანობა და ამით დაარღვიეთ დადგენილი წესრიგი. თქვენ გეჩვენებათ, რომ სამსახურში ბევრი რამ შეგიძლიათ მიიყვანოთ სრულყოფილებამდე და აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით. მაგრამ, თუ თქვენი ახალი იდეები არღვევს თქვენი თანამშრომლების ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არაფერს კარგს არ ელოდოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ინიციატივა ისჯება.
უკმაყოფილების გამოხატვა და დადანაშაულება შეიძლება მხოლოდ იმის, რაც თქვენ უშუალოდ გიშლით ხელს და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ კრიტიკას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს რამე. არასოდეს გააკრიტიკოთ ის, რაც უკვე მოხდა და ვეღარ შეიცვლება. სხვა დანარჩენში, დინების მიმართულების სვლის პრინციპი არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად, არამედ იმ მნიშვნელობით, რომ სიმძიმის ცენტრი კონტროლიდან დაკვირვებაზე უნდა გადავიტანოთ. უფრო მეტად დააკვირდით და ნუ იჩქარებთ გაკონტროლებას. ზომიერების გრძნობა თავისით მოვა თქვენთან.
გვერდიდან დამკვირვებელს ყოველთვის მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე უშუალო მონაწილეს. კონტროლზე უარის თქმით თქვენ უფრო მეტ კონტროლს მოიპოვებთ. როდესაც თქვენ ვარიანტების ნაკადის მიმართულებით მოძრაობთ, სამყარო მოდის თქვენთან შეხვედრაზე.
თარგმანი: ქეთი ჯიბლაძე