Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ვინ როგორ და რამდენი ცვლის გადამწვარ ნათურას

ნათურარამდენი ვერძი სჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- მხოლოდ ერთი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეძლებ რამე გააკეთებინო..

2- არცერთი. ვერძებს არ ეშინიათ სიბნელის.

3- მხოლოდ ერთი ვერძი, თუმცა უამრავი ახალი ნათურა.

რამდენი კურო სჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- ერთი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეძლებს ნათურის გამოცვლა აღნიშნოს გემრიელი სადილით.

2- არცერთი. კუროებს არ უყვართ ცვლილებები.

3- ერთი. თუმცა მოგიწევთ მისი დარწმუნება იმაში, რომ გადამწვარი ნათურა გამოუსადეგარი და გადასაგდებია.

რამდენი ტყუპი სჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- ორი ტყუპი, ერთი მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და ინსტრუქცია “როგორ გამოვცვალოთ გადამწვარი ნათურა”

2- ორი რა თქმა უნდა, თუმცა ამას დასჭირდება 1 კვირა და როცა მას გამოცვლიან, ნათურას შეეძლება საშინაო დავალებების დაწერა, ფრანგულად საუბარი და გაანათებს იმ ფერს რომელსაც მოისურვებთ.

3- ორი, მაგრამ მაინც ვერ გამოცვლიან, რადგან გაუთავებლად იკამატებენ იმაზე თუ ვინ რა უნდა გააკეთოს და როგორ.

რამდენი კიბო სჭირდება ნათურის გამოცვლას?

1- მხოლოდ ერთი. თუმცა მას დასჭირდება სამწლიანი ფსიქოლოგიური მკურნალობა, რათა თავი დააღწიოს მწუხარებას და დარდს.

2- მხოლოდ ერთი, რომელიც რა თქმა უნდა თავს დაიცავს და ნათურას გამოცვლის დენგაუმტარი ხელთათმანებით.

3- არცერთი, კიბოს სიკვდილის შეეშინდება.

რამდენი ლომი დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- ლომები არ ცვლიან ნათურებს. თუმცა მათი აგენტი დაიქირავებს ქალწულს, რომელიც გააკეთებს მათ საქმეს მანამ სანამ ლომი დაკავებულია.

2- ერთი. მას უჭირავს ნათურა და მთელი მსოფლიო მის გარშემო ტრიალებს.

3- არცერთი. ლომი სხვას დაიქირავებს ნათურის შესაცვლელად.

4- არცერთი. ლომები იმდენად აღსავსე არიან ენთუზიაზმით თან დააქვთ სინათლე.

რამდენი ქალწული დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- ქალწულებს არ აქვთ დრო, რომ შეცვალონ საკუთარი გადამწვარი ნათურა. ისინი ძალიან დაკავებულნი არიან სხვისი ნათურების გამოცვლით.

2- დაახლოებით 1000000 შეცდომის ალათობით +/- 1 მილიონი.

3- მოდით ვნახოთ: 1 ქალწული იმისთვის რომ შეამჩნიოს გადამწვარი ნათურა, მეორე იმისთვის, რომ გამოთვალოს ნათურის ვარგისიანობის დრო ( თარიღი როდესაც ნათურა გადაიწვა – თარიღი როდესაც ეს ნათურა შეიძინა), მესამე იმისთვის რომ დაადგინოს რისი ან ვისი ბრალია ის რომ ნათურა გადაიწვა, და კიდევ 10 ქალწული იმისთვის, რომ მოახდინონ სახლის რედეკორაცია მანამ სანამ ცვლიან ნათურას.

რამდენი სასწორი დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- 2 ან შეიძლება 1, არა კარგად თუ დავფიქრდებით 2, ან იქნებ 1-იც საკმარისი იყოს, შენ რას იტყვი?

2- რატომ შევცვალოთ გადამწვარი ნათურა, სიბნელეში უფრო რომანტიულია..

3- ზუსტად არ ვიცი. ალბათ ეს დამოკიდებულია თვითონ ნათურაზე და კიდევ იმაზე თუ სად გადაიწვა ის. შეიძლება მის გამოცვლას მხოლოდ 1 დასჭირდეს თუ ეს უბრალო ნათურაა, მაგრამ შეიძლება ორიც დასჭირდეს იმ შემთხვევაში თუ პირველმა არ იცის სად არის ახალი ნათურა, ან იქნებ…

რამდენი მორიელი დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- არცერთი. მათ სიბნელეში ჯდომა ურჩევნიათ.

2- და ვის უნდა რომ იცოდეს? რატომ აინტერესებს?? მოგზავნილია???

3- ეს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

რამდენი მშვილდოსანი დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- მომისმინე, ინდოეთიდან რომ დავბრუნდები მერე მკითხე კარგი?

2- გარეთ მშვენიერი ამინდია, მზე ანათებს, სიცოცხლე ჩქეფს და შენ რაღაც უაზრო გადამწვარ ნათურაზე დარდობ??

3- მთელი არმია: ისინი მანამდე იქნებიან ერთ პატარა ოთახში სანამ თითოეული მათგანი თავის წვლილს არ შეიტანს გადამწვარი ნათურის გამოცვლაში.

რამდენი თხის რქა დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- არცერთი. თხის რქები არ იყიდიან ახალ ნათურას სანამ ოფოციალურად არ აღრიცხავენ ახალი ნათურის ყიდვის ხარჯებს.

2- არ ვკარგავ დროს რაღაც უაზრო ბავშვურ ხუმრობებზე.

3- არცერთი: რატომ უნდა შევწუხდე? სავარაუდოდ ის ხვალაც გადაიწვება.

რამდენი მერწყული დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- უნდა გახსოვდეს რომ ყველაფერი ენერგიაა, ასე რომ…

2- 100, თუმცა ისინი ყველა ერთად იბრძოლებენ იმისათვის, რომ გამოცვალონ გადამწვარი ნათურა და დაუბრუნონ მსოფლიოს სინათლე.

3- ძალიან გთხოვ მოშორდი აქაურობას და შეწყვიტე ისეთი რაღაცეების თხოვნა რაც შენი გასაკეთებელია.. ძალიან დავიღალე შენი უაზრო შეკითხვებით.

რამდენი თევზი დასჭირდება გადამწვარი ნათურის გამოცვლას?

1- ნათურა? რა ნათურა?

2- რა მოხდა? დენი წავიდა?

3- არცერთი. მთავარია შინაგანი სინათლე.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი