ვინ არიან ანუნაკები
რა არის ცნობილი მათ შესახებ?
ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ ყველასათვის საინტერესო და ამოუცნობ არსებებზე, ანუნაკებზე. მათ შესახებ უამრავი წყარო არსებობს: მითოლოგიური თუ მეცნიერული. გულდასმით გავეცანი ზოგიერთ მოსაზრებას და მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ.
უძველეს ცივილიზაციებზე (ეგვიპტე; შუმერეთი; დოგონები;) დაყრდნობით არსებობს ანუნაკების წარმომავლობი ორი ვერსია . პირველი ვერსიის თანახმად ანუნაკები ჩამოფრინდნენ სირიუსიდან, ხოლო მეორე ვერსია – მათ წარმომავლობას პლანეტა ნიბირუს მიაწერს.
პირველი ვერსია: სირიუსი 9 სინათლის წელიწადით არის დაშორებული დედამიწიდან და ზომით ორჯერ აღემატება მზეს და 20-ჯერ ელვარეა.
სირიუსს ძაღლის ვარსკვლავსაც ეძახიან, რადგან დიდი ძაღლის თანავარსკვლავედს მიეკუთვნება. სირიუსი ორმაგი ვარსკვლავური სისტემაა. არსებობს სირიუს A და სირიუს B. სირიუს A შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, იმიტომ, რომ მზეზე 2-ჯერ დიდია, ხოლო 1915 წლიდან ცნობილია, რომ სირიუს B თეთრი ჯუჯაა ( აფეთქებული ვარსკვლავი და შესაბამისად, მისგან დარჩენილი ბირთვი საშუალო ან უფრო მცირე მასისაა, მასში არსებული მატერია ძირითადად ჰელიუმისა და ნახშირბადის ატომებისგან შედგება. ასეთ ობიექტს თეთრი ჯუჯა ეწოდება) მეცნიერების ვარაუდით სირიუს B 8 ათასი წლის წინ აფეთქდა.
მეორე ვერსია: შუმერულ ნახატებში არის ასახული მზის სისტემა ჩვენთვის ცნობილი პლანეტებით, თუმცა არის ერთი განსხვავება, მარსსა და იუპიტერს შორის არის მოთავსებული დიდი ზომის პლანეტა (მეთორმეტე პლანეტა შუმერული სისიტემით). ამ უცნობ სხეულს შუმერები ნიბირუს (პლანეტა X) ეძახდნენ, რაც „ გადამკვეთ პლანეტას „ ნიშნავს. იგი ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთს მზის სისტემას. სიტიჩის ( ენკის წიგნი ) თანახმად , ვულკანის ამოხეთქვამ და სხვა სახის კატასტროფებმა ნიბირუს ატმოსფერო უფრო და უფრო თხელი გახადა, რამაც მასზე საცხოვრებელი პირობები გაანადგურა.მისი ვარაუდით იგი წითელი ფერის უნდა ყოფილიყო.
შუმერული ხელნაწერების თანახმად ანუნაკების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა 360 000 წელს, ისინი იყვნენ გიგანტები, მათი სიმაღლე 3- დან 5 მეტრს აღწევდა, განეკუთვნებოდნენ რეპტილოიდურ რასას. გილგამეშში მოხსენიუბელნი არიან როგორც ანუს (ცის და სამოთხის ღმერთი) მოკავშირე ღმერთები, რადგან ანუს ნებართვით მოხდა მათი დასახლება დედამიწაზე. შუმერელთა ღმერთებს შორის მესამე ადგილი ეკავა ენქის, (ენკი)- ( ანუნაკების სწავლულს) უფსკრულის ღმერთს, როლმელსაც შუმერულად „აბზუ“ ერქვა.
ენქი სიბრძნის ღმერთი იყო, რომელმაც მოაწესრიგა ცხოვრება დედამიწაზე. მაგალითად, მითში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „ ენქი და სამყარო, ანუ დედამიწაზე ცხოვრებისა და ცივილიზაციის მოწესრიგება“, თითქოს ენქის შემოქმედებითი საქმიანობის ანგარიშია გადმოცემული. ეს საქმიანობა დაკავშირებულია იმ ბუნებრივ, თუ კულტურულ პროცესებთან, რომლბმაც პირველხარისხოვანი როლი შეასრულეს ცივილიზაციის განვითარებაში.
არინა ჰავას „ინანუკანი-რეპტილია ჩემში“ მიხედვით 500 000 წლის წინ დედამიწაზე დაეშვა ხომალდი, რათა აეღოთ წყლის და ნიადაგის ნიმუშები, ის გაფრინდა, რათა უკან დაბრუნებულიყო სხვებთან ერთად და დამკვიდრებულიყვნენ დედამიწაზე.
შუმერული წყაროების მიხედვით ანუნაკები დედამიწაზე დაბრუნდნენ 445 000 წლის წინ და ჩამოიყვანეს რეპტილოიდების განსხვავებული სახეობის წარმომადგენლები ინუაკები და ინუნები. ანუნაკებს აინტერესებდათ სასრგებლო წიაღისეული, კერძოდ – ოქრო. რადგან თუ გავითვალისწინებთ თეორიას ნიბირუზე ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ , შეიძლება მათ სურდათ ოქროს შემცველი დამცავი გარსის შექმნა პლანეტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ანალოგიური ტექნოლოგიით დღევანდელობაშიც ტარდება მრავალი კოსმიური პროექტი.
პირველად ოქროს მომპოვებელი სამუშაოები დაიწყეს სპარსეთის ყურეში, შემდეგ მიწისქვეშა სამუშაოები გააგრძელეს სამხრეთ აღმოსავლეთ აფრიკაში.
როგორც მოსალოდნელი იყო მოხდა ინუკების აჯანყება და ანანუკები იძულებულნი შეიქმნენ სამუშაოში ადამიანებიც ჩაერთოთ, მაგრამ იმ -დროინდელი ადამიანები შესაძლებლობით ვერც კი შეედრებოდნენ ინუაკებს.
ანანუკების მთავარმა სწავლულმა ენკიმ ( ენქი) გადაწყვიტა დაეჩქარებინა ევოლუცია და დედამიწაზე არსებულ გენეტიკურ მასალას დაამატეს ინუაკების გენეტიკური მასალა, ასე შეიქმნა თანამედროვე ადამიანთა რასა.
ამ პროცესის აღწერას შეეცადა არქეოასტრონავტული თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შვეიცარელი ერს ფონ დინეკენი. მისი თორიის მიხედვით კაცობრიობის ისტორიის მომენტში დედამიწას ესტუმრნენ არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი ანუნაკები, რომლებმაც ხელოვნური განაყოფიერების ან მიზანმიმართული მუტაციის გზით შეცვალეს პირველყოფილი ადამიანის გენოფონდი.
არქეოასტრონავტული თეორიის მიმართებას დარვინის ევოლუციის თეორიასთან დინეკენი ასე აყალიბებს: „ შორეულ წარსულში დედამიწაზე უცხოპლანეტელების ხომალდი დაეშვა, ეს მოხდა ოცი, ორმოცდაათი ან ასი ათასი წლის წინ. დარვინის პრინციპების მიხედვით ჰომინიდებიდან უცხოპლანეტელებმა ერთ-ერთი შეარჩიეს, ამოიღეს ერთი უჯრედი , გენეტიკურად შეცვალეს და სპერმატოზოიდად აქციეს. შემდეგ ეს ხელოვნურად მდედრი ჰომინიდის საშვილოსნოში შეიტანეს.“
მდედრ ჰომინიდს შუმერულ ხელნაწერებშიც ვხვდებით , მას ენქის ( ენკი) დამხმარედ მოიხსენიებენ, მას ერქვა ნინიტი (სიცოცხლის მომცემი ქალბატონი).
ერიხ ფონ დინეკენი თავის ნაშრომებში ადამიანის ბიოლოგიურ ევოლუციაში ჩარევის სამ ფორმას ასახელებს:
1) დედამიწელების და უცხოპლანეტელების სქესობრივი კავშირი;
2) ჰომინიდების ხელოვნური განაყოფიერება;
3) უცხოპლანეტელების მიერ ჰომინიდების გენეტიკური კოდის ხელოვნური შეცვლა;
შუმერები ანუნაკების სწავლულ, ენქის ( ენკი) დიდ პატივს მიაგებდნენ. ამაზეა მოთხრობილი პოემაში „ენქი და სამყარო“, რომელიც დაახლოებით 500 სტრიქონს შეიცავს. ავტორი შემდეგი სტრიქონების მიხედვით ხოტბას ასხამს თავის წინაპარს, როგორც ღმერთებსა და ადამიანებზე მზრუნველ ღვთაებას:
„მამაჩემმა მეუფემ ცისა და მიწისა,
ცად და მიწად გამომაბრწყინა,
ჩემმა წინაპარმა, მუფემ ქვეყანათა,
ღვთიური მადლნი ხელში ჩამიდო.“
შემდეგ ისევ მოკლე ჰიმნია, რომელსაც დიდი ღმერთები ანუნაკები წარმოთქვავენ, ენქი ემზადება „ თავის მიწა-წყალზე გასამგზავრებლად“ რათა თავისი ღვთიური ვალი შეასრულოს. ამ პოემაში ენქი განსაზღვრავს შუმერის ბედს:
„შენმა მეუფემ , „დიდმა მთამ“, მამა ენლილმა,
ანუნაკებმა, დიდიმა ღმერთებმა,
შენ აგირჩიეს თავის სამყოფელად,
შენ ფართე ჭალებში პურობას მართავენ,
შეუმუსრავმა შენმა ტაძრებმა ხელი აღაპონ ზეცად,
ანუნაკებმა ბედისწერა აქ გადაწყვითონ!“
შუმერული ხელნაწერების მიხედვით პირველ ადამიანს ეწოდა ადამაჰ ( დედამიწა; დედამიწელი). დაახლოებით 40 000 წლის წინ ანანუკებმა დაამატეს მოსახლეობის ნაწილს მათი გენი და ასეთ ადამიანებს წმინდა სისხლის მატარებლად მოიაზრებდნენ.
აღსანიშნავის ის ფაქტიც, რომ ებრაელების ბიბლია „თორში’, რომელიც შუმერების ხელნაწერების მიხედვით იყო შედგენილი, ადამიანების შექმნა მიეწერებათ ელოხიმებს, ხოლო ენკი (ანანუკების სწავლული) მოიხსენიება, როგორც ნანაშ, რაც გველს ნიშნავს, ენკის სიმბოლოს კი წარმოადგენდა ორი ერთმანეთზე შემოხვეული გველი.
ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა: რა ბედი ეწიათ ამ ძლევამოსილ ღმერთებს?
ანანუკების წინააღმდეგ დაიწყო მასობრივი აჯანყებები, რის შემდეგაც მათ გადაწყვიტეს იატაკქვეშ მუშაობაზე გადასულიყვნენ.
არინა ჰავას „ინანუკანი-რეპტილია ჩემში“ მიხედვით ეს უძველესი რასაა, რომელმაც მატერია დაიქვემდებარა და კარგად ერკვეოდა სამყაროს ყველა ასპექტში. მათ დააფუძნეს რამდენიმე საიდუმლო საზოგადოება (ორგანიზაცია) და გამოავლინეს ძირითადი აქცენტები და მიმართულებები თანამედროვე რელიგიებში.
მათ გამოიყენეს რელიგია და დაამახინჯეს ცრურწმენებით, რომლებიც მათ სჭირდებოდათ და აწყობდათ, დააჯერეს ადამიანები, რომ ასტროლოგია და განდობილთა ცოდნა, სატანური სწავლებაა.
ამტკიცებდნენ, რომ ასტროლოგია მჩხიბავების საქმე იყო და რომ დაინახეს, რომ ეს მაინც და მაინც არ ჭრის – ფსევდო მეცნიერებად, დროის უაზრო კარგვად გაასაღეს . მათ იციან რამდენად დიდი გავლენა აქვთ პლანეტებს ადამიანების ხასიათის ფორმირებაზე, ასტროლოგია – ყველაზე ძველი მეცნიერებაა. ის აერთიანებს სამყაროს ყველა ცოდნას. მათ იციან, რომ ასტროლოგია არის სამყაროსთან კავშირის დამყარების საუკეთესო საშუალება.
ადამიანებისთვის აუცილებელია ეს ცოდნა, აუცილებელია საკუთარი თავის შემეცნებისა და საკუთარი ადგილის გააზრებისთვის ამ სამყაროში, მთლიანად სამყაროს შემეცნებასა და მასთან ჰარმონიულ ყოფაში, მისი რესურსების საუკეთესოდ გამოყენებაში, რაშიც ასტროლოგიას სასიკეთო როლის თამაში შეუძლია (თუნდაც სამეურნეო, მელიორაციული ასტროლოგიის პრინციპების გათვალისწინებით), ასტროლოგიური ცოდნის მეშვეობით ადამიანებს საშუალება ეძლევათ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი რესურსი, გაცნობიერებულად ცხოვრების შემთხვევაში ადამიანებს მიეცემოდათ საშუალება მატრიცის ამოუწურავ რესურებთან წვდომისა, დაიწყებდნენ საკუთარი თავის მკურნალობას კოსმიური ენერგიებით, ასტროლოგიურად სწორ და ნაყოფიერ პერიოდებში დაიწყებდნენ მინდვრების თესვას, რაც მდიდარ მოსავალს , ბარაქას განაპირობებდა, ასევე თუ ადამიანები გაითვალისწინებდნენ ვარსკვლავებს, მაშინ ბავშვები უფრო მრავალმხრივი, უკეთესი, ბევრად ნიჭიერები დაიბადებოდნენ , სხვა პროგრამით, ადამიანები, რომელთა მართვაც შეუძლებელი გახდებოდა მათთვის და ამიტომაც ასტროლოგია მათთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მოიაზრება და ბუნებრივია, ყველა ხერხებით შეეცდებიან მასთან ბრძოლას.
,,ცოდნა – სინათლეა ,, – სწორედ ეს სინათლე არ აწყობთ მათ!
მათ დაამკვიდრეს მოსაზრება, რომ სიზმრები და ხილვები ეშმაკისგან მომდინარეობს, სინამდვილეში სიზმრები და ხილვები მოდის კოსმოსიდან , სამყაროდან, მატრიციდან. დედამიწის მრავალ ადგილზე მდებარეობს სასარგებლო ენერგეტიკული ველები და ენერგიის გადაცემის პოტენციალი, მაგრამ მათ ააგეს სხვადასხვა შენობა ამ ველების დასახშობად.
სად არიან რატომ ვერ ვხედავთ მათ?
არინა ჰავას „ინანუკანი-რეპტილია ჩემში“ მიხედვით, ანუნაკებს აქვთ უდიდესი მიწისქვეშა ბაზები, თუმცა დედამიწის ზედაპირზეც არიან, ჩვენ ურთიერთვქმედებთ მათთან ისე, რომ ვერ ვაცნობიერებთ. ისინი აზრობრივად აპროექტებენ ენერგეტიკულ ველს, რის შედეგადაც ნებისმიერი სახის, გარეგნობის მიღება შეუძლიათ. როდესაც ისინი გადაწყვეტილებას იღებენ, რომ გაიუმჯობესონ სისხლი (საიდუმლო ორგანიზაციაში) თავიანთ წრეში მხოლოდ დიდი ხნის დაკვირვების / შესწავლის შედეგად ღებულობენ ახალ ადამიანებს, რა დროსაც ამოწმებენ მათ გენიოლოგიას, ასტროლოგიურ ფაქტორებს და სხვ.
როგორ გავთავისულფლდეთ მათი გავლენისგან?
ანანუკები მართავენ ჩვენი ტვინის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიასა და უარყოფით ემოციებზე, რაც მათი საკვებია. გვკარნახობენ როგორ მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციებში, რა ვიფიქროთ, როგორ, ისე, რომ მათ მიიღონ ენერგია.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათი გავლენისგან გათავისუფლდნენ. ესენი არიან : დიდი იოგები, შამანები, ზოგიერთი წმინდანი და სხვა ადამიანები ,რომლებმაც მთელი ცხოვრება თავისუფლებისთვის იბრძოლეს და მიაღწიეს კიდეც. დანარჩენები კი შებყრობილნი არიან შურით, ეგოიზმით, ბოროტებით, ძალმომრეობითა და სხვა უარყოფითი თვისებებით.
ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, სინამდვილეში ვინ იყვნენ ანუნაკები, ან საერთოდ, იყვნენ თუ არა? ამ საკითხზე მრავალი მკვლევარი მუშაობს ..ამიტომაც არის განსხვავებული ვერსიები, ერთი კი ნათელია – სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბოლომდე აუხსნელი და შეუცნობელი…
მოამზადა: მარიამ კახიძემ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
zalian magari statiaa!
sascaulia,rsmdeni ram ar vicit. ra sibnelea….