ასტროლოგიური მაღაზია

ვეფხვი – ზოგადი დახასიათება

ვეფხვივეფხვი-არადისციპლინირებულია. ფეთქებადი ხასიათი აქვს, ყოველთვის ილაშქრებს ჩინით უფროსის წინააღმდეგ. ის იმ მასალისგანაა დამზადებული, რომლისგანაც რევოლუციონერები და ლიდერები გამოდიან.
საუბედუროდ, ისინი როგორც სხვა ლიდერები, ხშირად ვერ ამართლებენ ნდობას. როდესაც ის იძლევა ბრძანებას – “წინ!”, მისი მიმდევრები კარგად უნდა დაფიქრდნენ და ხანდანხან მაინც შეძლონ კიდეც ვეფხვის მოთოკვა.ვეფხვს შეუძლია სხვების კატასტროფამდე მიყვანა. რისკის სიყვარული მასში იმდენად ძლიერია, რომ ხშირად გაუაზრებელ მოქმედებებამდეც კი მიჰყავს ის.რთულია შეეწინააღმდეგო მის მაგნეტიზმს, თანდაყოლილი სიძლიერე – მისი უპირატესობაა.

არ უყვარს მორჩილება, თუმცა შეუძლია სხვების იძულება, მოუსმინონ მას. მას აფასებენ. ვერავინ ბედავს უთხრას მას სიმართლე და მაშინაც კი, თუ ვინმე მის განადგურებას აპირებს, მას პატივს სცემენ და აფასებენ.

თუკი ვეფხვი შეძლებს დაფიქრებას, სანამ იმოქმედებს და შეძლებს სიფრთხილის გამოჩენას, მას შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა. ბუნებით მებრძოლ, მამაც და ფეთქებად ვეფხვს წარმატების მისაღწევად შეუძლია საკუთარი თავისი მსხვერპლად შეწირვა. ეს ნიშანი ასევე ჯიუტი, შეუპოვარი და მეწვრილმანეა, რის გამოც ხშირად აქვს კონფლიქტი სხვებთან. ვეფხვი ეგოისტია მცირე საკითხებში, ხოლო დიდ საქმეებში – შეუძლია უანგარობაც, თუმცა არ ენდობა არავის.

ვეფხვი ყოველთვის წინ მიდის, პატივს არ სცემს დამყარებულ ძალაუფლებას, იერარქიასა და კონსერვატორულ აზროვნებას. ვეფხვს შეუძლია იყოს სამხედრო, ან კომპანიის ხელმძღვანელი. მას შეუძლია გახდეს საშიში დამნაშავე. უყვარს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც რისკის ელემენტებს შეიცავს.

იგივე ეხებათ ქალ-ვეფხვებს. მათ შეუძლიათ პირველებმა გამოუცხადონ ომი წეს-ჩვეულებებს, საკუთარი უფლების მოსაპოვებლად. ვეფხვს, პირდაპირ არასდროს აინტერსებს ფული, თუმცა შეუძლია დიდი ქონების დაგროვება.

ვეფხვი საოცარი მოქმედებისა და განსაკუთრებული ბედის ადამიანია, ის მეომარია, მგრძნობიარე, ემოციური და ღრმა გააზრების მოყვარული. მას ძლიერი სიყვარული შეუძლია. მაგრამ ძალიან მგრძნობიარეს სიყვარულში დიდად არ უმართლებს.

ქალ-ვეფხვს ბევრი თავგადასავლები ექნება, თუმცა მათი უმეტესობა ცუდად მთავრდება.

ვეფხვს შეუძლია ცხოვრება დაუკავშიროს პატიოსან ცხენს, დრაკონს, რომელიც მას ძალასა და სიფრთხილეს მოუტანს, ასევე ძაღლს, რომელიც მუდამ მასთან ერთად იქნება, რათა ერთად დაამარცხონ უსამართლობა. ვეფხვმა თავი უნდა აარიდოს მასზე გაცილებით ჭკვიან გველს, რომელიც მას ვერ გაუგებს და მაიმუნს, რომელიც ზედმეტად ეშმაკი იქნება მისთვის. მასთან ვეფხვი მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება. სიყვარულში და მეგობრობაში მას არ შეუძლია ენდოს არც მაიმუნს, რომელიც არაკეთილსინდისიერია და მისი გააცუცურაკება შეუძლია. ასევე არასასურველია ვეფხვისა და ხარის თანაცხოვრება, ხარი ვეფხვზე ძლიერია და ნებისმიერ დროს შეუძლია ვეფხვზე თავდასხმა და განადგურება. თუ ვეფხვი და ხარი ერთ სახლში ცხოვრობს, ვეფხვისთვის უმჯობესია სახლიდან წასვლა.

რაც შეეხება კატას, ის და ვეფხვი ერთად საოცარი წყვილია, კატას მაქსიმალურად გამოყავს ვეფხვი წყობიდან, თუმცა ისინი მაინც კარგად უგებენ ერთმანეთს, ვინაიდან ერთ ოჯახს მიეკუთვნებიან.

ვეფხვის ცხოვრების პირველი ფაზა მშვიდი და უპრობლემოა. მეორე – ემოციებით სავსე. მას უწევს ფინანსური, პირადი, ოჯახური პრობლემების მოგვარება, მაგრამ ვერც ერთს ვერ აიცილებს თავიდან. ეს პრობლემები თუ არ მოგვარდება, ისინი გადავლენ მესამე ფაზაში, თუმცა დამთავრდება იმით, რომ ვეფხვი მიაღწევს სიმშვიდეს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ის სიბერემდე მიაღწევს. მაგრამ ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ დღის რომელ მონაკვეთში დაიბადა ვეფხვი, დღისით თუ ღამით.

ღამით დაბადებული (განსაკუთრებით შუაღამესთან ახლო) ვეფხვის ცხოვრება ნაკლებად ბობოქარი და წინააღმდეგობებით აღსავსე იქნება, ვიდრე იმ ვეფხვებისა, რომლებიც დღისით, განსაკუთრებით შუადღისას დაიბადნენ. ესენი უფრო მგზნებარე ბუნების, ფეთქებადი ადამიანები იქნებიან, რომლთა ცხოვრებაც საფრთხით იქნება სავსე. ნებისმიერ შემთხვევაში, არასდროს იქნება მოსაწყენი. ვეფხვს, მისი დაბადების დროის მიუხედავად, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მას მშვიდი ცხოვრება ექნება, თუმცა ეს, არც სურთ. მისი ცხოვრება შემთხვევითობებითა და ქარიშხლებით აღსავსე იქნება. რისკის სიყვარული მას მუდამ საკუთარ ბედთან თამაშისკენ უბიძგებს.

ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან იღბლიანი იქნება, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ შეიძლება ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი გახდეს, ამიტომ მისთვის აუცილებელია ხასიათისა და ქმედებების კონტროლი, რაც თავიდან ააცილებს ამ საშიშროებას.

არავინაა ისეთი იღბლიანი, როგორც ვეფხვი. აზიურ ქვეყნებში ვეფხვი გამორჩეულ ნიშნად მიიჩნევა, რომელიც დედამიწის ძალასა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის სიმბოლოს ასახიერებს.

ვეფხვს სახლში სამი უბედურების აცილება შეუძლია, ესენია: ქურდები, ცეცხლი და ეშმაკი ადამიანები, ხოლო თუ სახლში ორი ვეფხვია, უმჯობესია, თუ ერთ-ერთი წავა სხვაგან საცხოვრებლად.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. scori informaciaa,didi madloba

  2. Nina Machabeli says:

    dzalian sworii inpormaciaa, :))