ასტროლოგიური მაღაზია

ვერძი – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

ვერძი_20132013 წელს ვერძებს შეიპყრობთ საოცარი სურვილი გათავისუფლდნენ ყველაფერი ზედმეტისგან და არასაჭიროსგან და მარტივადაც მოახერხებენ ამას.

შესაძლებელია იგრძნოთ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენელება, მაგრამ სანაცვლოდ გექნებათ საკმარისი დრო ყოფითი საკითხებით დასაკავებლად, მარტივი საქმისთვის, თვითანალიზისთვის, შეხვედრებისთვის და სასიამოვნო გართობისთვის.

თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ დროის მიზნობრივად და სწორად გამოყენებაა საჭირო და არა გაფლანგვა.

კარიერაში და საქმიან სფეროში მნიშვნელოვანი სასიკეთი ცვლილებები და აქტიურობა გელით, ამიტომ პროფესიულ საქმიანობაში თქვენი განვითარების გზისა და შესაძლო ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ უკვე დღესვე დაფიქრდეთ და დაგეგმოთ თქვენი კარიერის განვითარების უახლოესი ერთი წელი.

შემოქმედებით სფეროში ჩართული ვერძებისთვის განსაკუთრებით სარფიანი დრო იწყება, რადგან წელს თავისუფლად და ღიად მოგეცემათ საშუალება გამოხატოთ თქვენი გრძნობები, ფიქრები, განცდები და ფანტაზია.

რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეთ და როგორი განსხვავებული აზრის ხელმძღვანელობა ან თანამშრომლებიც არ უნდა გყავდეთ ირგვლივ, იცოდეთ რომ წელს თქვენს საქმეში თქვენივე სიტყვა იქნება გადამწყვეტი და წარმატების მომტანი.

ძალიან მნიშვნელოვანია რომ წელს, საკუთარი თავის რწმენა გაასმაგებული გქონდეთ. თქვენ უნდა მოგწონდეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი ისე როგორც არასდროს. თუ ზედმეტი წონა, არასათანადო ჩაცმის სტილი, სახის კანის, თმის ფაქტურა ან რამე მსგავსი გაწუხებთ, რაც სხვა უარყოფით ზეგავლენასთან ერთად თქვენს დაკომპლექსებასაც ახერხებს, – აუცილებლად შეუდექით საკუთარ თავზე მუშაობას.

ყველა პრობლემას გააჩნია საკუთარი მარტივი გასაღები. და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია ჩაიგდოს ის ხელში. მითუმეტეს, თუ თქვენს პირად ჰოროსკოპს გაითვალისწინებთ და პროფესიონალის რჩევასაც მიჰყვებით არც თმის ხარისხის გაუმჯობესება და არ წონის დაკლება იქნება შეუძლებელი. მთავარი მონდომებაა. დარწმუნებულები ვართ, თქვენც იცით ამის შესახებ და მოგიწოდებთ, რომ სწორედ ეს მძაფრი სურვილი – იყოთ ლამაზი, მხრებგაშლილი, წარმატებული, ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი – გამოაღვიძოთ საკუთარ თავში. დამოუკიდებლად, ან სპეციალისტების დახმარებით : )

დასაოჯახებელი ვერძებისთვის წელს იქმნება შესაძლებლობა შეხვდეთ საკუთარ რჩეულს. მთავარია ყურადღებით იყოთ ირგვლივმყოფების მიმართ და წინდახედულად იმოქმედოთ რომ რაიმე დაუფიქრებელი ან უხეში საქციელის გამო თქვენი ბედი არ „გააქციოთ” :))

სასიყვარულო სფერო ვერძებისთვის 2013 წელს შესამჩნევად დასტაბილურდება. შემცირდება ჩხუბების , გაურკვევლობების ალბათობა და აუცილებლად იგრძნობთ რამდენად ტკბილი და კომფორტულია სიმშვიდეში, ჰარმონიაში თანაცხოვრება ან უბრალოდ, ყოველდღიური ურთიერთობა პარტნიორთან.

თქვენ მოგეცემათ მოულოდნელი ენერგიის ნაკადი, რომელიც საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლაში განსაკუთრებულ დახმარებას გაგიწევთ. გააქტიურდებით სექსუალურ სფეროშიც. ვნებისა და ემოციების მოზღვავება კი წელს მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს და ამავე დროს, გაამრავალფეროვნებს თქვენი სქესობრივი თანაცხოვრების დეტალებს.

2013 წლის განმავლობაში, თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მიმდინარე მოვლენები საოცარი წონასწორობითა და სიმშვიდით ჩაივლის.

მატერიალური პრობლემების მხრივ მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები, ოღონდ ამ შედეგის მისაღწევად აუცილებელია ვერძებმა სწორად გათვალონ სამოქმედო ნაბიჯები და განსაზღვრონ ამა თუ იმ დეტალის გამოსწორებაში ვის სჯობს, დახმარება სთხოვონ. ფულთან დაკავშირებით პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად გართულდება, მაგრამ სწორი კონტაქტების დამყარების შემთხვევაში ყველაფერი ბევრად მარტივად მოგვარდება.

კარგი პერიოდია საკუთარი საქმის წამოსაწყებად ან თუნდაც ძველ ბიზნესში კუთვნილი წილის დასაბრუნებლად. მოკლედ, 2013 ფინანსურ საკითხებში გვერდში გიდგათ და ელის თქვენგან სწორ მოქმედებას.

ყურადღება მიაქიეთ სამყაროს მიერ გამოგზავნილ გზავნილებს მთელი წლის განმავლობაში. თუ ერთმანეთს ნეგატიური ხასიათის ამბები მიეწყობა, ესე იგი, რაღაცას არა სწორად აკეთებთ და აუილებლად მოგიწევთ საკუთარი ქმედებებისა და მიმდინარე ცხოვრების გააანალიზება.

ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მიაქციეთ თავის არეს და ნებისმიერ არასასურველ სიმპტომს, რომელიც გამოვლინდება. მისდიეთ სპორტს, იოგას, აირიეთ ჯანსაღი კვების მენიუ და გაითვალისწინეთ, რომ ყველა მინიშნება, რომელსაც სამყარო თუნდაც თქვენი ჯანმრთელობის გაუარესების გზით გაწვდით, აუცილებლად საჭიროებს დაფიქრებას, ჩაღრმავებას და შესაბამის დახმარებას. არ დაგეზაროთ ექიმთან მისვლა და არასოდეს გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გამოსწორებაც დღეს შეგიძლიათ, რაც დღეს გაწუხებთ.

მთელი წლის განმავლობაში იგრძნობთ ენერგიის უეცარ მოზღვავებასა და დაშრეტას. მნიშვნელოვანია შეძლოთ და შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი. არც ზედმეტად გადაიღალოთ და არც უმოქმედოთ იყოთ. სწორად გამოიყენეთ თქვენი მენტალური და ფიზიკური რესურსი და არავის მისცეთ საშუალება თქვენს ხარჯზე გაიკეთოს საქმე.

ყურადღება მიაქიეთ იმას რას, როგორ და რა ემოციით ამბობთ ან მოითხოვთ სამყაროსგან. გახსოვდეთ, ნებისმიერ დადებით და უარყოფით სიტყვას ამ სამყაროში თავისი შესაბამისი ძალა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი აზროვნებით მიაღწიოთ სწორ, სასურველ და სიკეთისმომტან პერიოდს თქვენს ცხოვრებაში.

 

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში! : ) 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. სულ უკუღმა წავიდა ჩემი საქმეები წელს,მაგრამ მაინც კარგია ეს ყველაფერი

  2. 98% დაემთხვა ჩემს შემთხვევაში

  3. ცოტა რაგაც დაემთხვა. 😉

  4. Lika Chabaidze

    yvelaferi martalia100procentit

დატოვეთ კომენტარი