ასტროლოგიური მაღაზია

ვერძი – 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი

ვერძი_სასიყვარულო ჰოროსკოპი2013 წელი ვერძებისთვის უამრავ სიახლეს ამზადებს. მათ შორის, სასიყვარულო სფეროშიც. თქვენს ძველლ თუ ახალ პარტნიორებთან მთელი წელი სიყვარულით, ცეცხლითა და ვნებით სავსე ურთიერთობები გელით.

გველის სიმბოლოს ზეგავლენას ვერძები იანვრიდანვე იგრძნობთ და შეიძლება ადვილად ვერც კი შეეგუოთ ახალი გრძნობებისა და ინტერესების გამოჩენას თქვენს სამყაროში.
იცოდეთ: გველს არ უყვარს მოთმინების გამოცდა, ვერ იტანს ტყუილს, სიყალბეს და გიჟდება სამართლიანობაზე. ამიტომ 2013 წელს დაწყებული ურთიერთობები ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.

ვერძებს შესაძლებელია გაუჭირდეთ ახალ წესებთან შეგუება, რადგან ხშირად უყვართ როდესაც თავად წარმართავენ თამაშის წესებს და ნაკლებად ითვალისწინებენ პარტნიორის აზრსა დაუ დამოკიდებულებას ამა თუ იმ დეტალის მიმართ.
შეეცადეთ წელს ნაკლებად გაალამაზოთ და გააფორმოთ სხვა და სხვა ისტორიები გამოგონილი ამბებით და არაფერი გააზვიადოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში სჯობს მაქსიმალურად მარტივები და უშუალოები იყოთ. ყოველგვარი ძალდატანებითი ტექსტების, ქცევებისა და მოქმედებების გარეშე.

შესაძლებელია წლის განმავლობაში იყოს არა ერთი ბრალდება თქვენ მიმართ და თავად პარტნიორმა ან მასთან დაახლოებულმა ადამიანებმა მატყუარობა დაგწამონ. წინასწარ ამაზე ნუ იდარდებთ, უბრალოდ შეეცადეთ საკუთარი ფანტაზია აკონტროლოთ და გამოგონილი ამბებით თუ „სხვანაირად” ნათქვამით არავინ დააზარალოთ.
ვერძებს, რომლებსაც საკუთარი ოჯახი უკვე აქვთ საკმაოდ წარმატებული წელი ელით. სიახლეებითა და სიხარულით სავსე ურთიერთობებით. თუ თქვენს მეუღლესთან ურთიერთობაში რამე არ გაკმაყოფილებთ აუცილებლად გამოიყენეთ გველის წელი ამ უარყოფითი დეტალების მოსაშორებლად და განაახლეთ თანაცხოვრება.

შეეცადეთ დაიოკოთ თქვენი ვნება დადგეთ პარტნიორზე მაღლა და იყოთ დომინანტი ურთიერთობაში, ეს მისწრაფება ხშირ შემთხვევაში, უდიდეს პრობლემებს გიქმნით. დაარბილეთ ხასიათი და მეტად გამგები იყავით.

აპრილის თვეში განსაკუთრებით ყურადღებით იყავით საკუთარი გრძნობების მიმართ, შესაძლებელია სასიყვარულო ავანტურაშიც ამოჰყოთ თავი, რაც სამომავლოდ არაფერში წაგადგებათ და მხოლოდ უარყოფით კვალს დატოვებს თქვენს პირად ცხოვრებაზე.
გველი ოჯახური სიმყუდროვისა და სითბოს სიმბოლოა, ამიტომ მაქსიმალურად დაგეხმარებათ ოჯახში სასურველი დადებითი გარემოს შექმნაში. წელს მარტივად გადაიჭრება დაგროვილი ყოფითი პრობლემები და პირადი გაუგებრობებიც.

შესაძლებელია დროებით დაცილებულმა ვერძებმა ურთიერთობების აღდგენა, ოჯახში დაბრუნება, და მყარი მომავლისთვის ახალი საფუძვლის ჩაყრაც მოახერხონ.
გველს მოეწონება ნებისმიერი საქციელი რომელიც სიკეთისმომტანი იქნება თქვენი პარტნიორთან თანაცხოვრებისთვის.

ვერძების ქორწინებისთვის 2013 წლის შემოდგომა სასიკეთო პერიოდია.
თუ თქვენ ვერძების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით ვინც პირად ცხოვრებაში წარუმატებლობას უჩივით გველის წელი ნამდვილად გაგაოცებთ ცვლილებებით ამ სფეროში.
ერთი რამე გაითვალისწინეთ რაც უფრო მართალი, პირდაპირი და უშუალო იქნებით ურთიერთობაში მით უფრო გაგიმართლებთ უფრო მტკიცე სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეძლებთ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები