ასტროლოგიური მაღაზია

ვერძი – სასიყვარულო შეთავსება

ვერძივერძი-ვერძი

ორი ვერძის კავშირი ტყვიამფრქვევის საცავს ჰგავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი რიგზეა, პარტნიორები მუდმივად მზად არიან ომისთვის, ერთმანეთთან შეჯახებისთვის. უფრო სასიკეთოა, როდესაც ამ წყვილში თუ ერთ-ერთი ვერძი არ არის თავისი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი და უფრო ტაქტიანი, ლმობიერი, რბილი ბუნების პატრონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წყვილს გაუჭირდება თანაარსებობა, გამუდმებით პირველობის დამტკიცებას შეეცდებიან. ვერძების კავშირი საკმაოდ იშვიათია და მუდმივად აფეთქების საშIშროებაა.

ვერძი-კურო

შესაძლებელი კავშირია თუ ვერძი ქალია და კურო კაცი. სხვა შემთხვევაში, ქალი კურო უსაზღვროდ მომთმენი უნდა იყოს და უსიტყვოდ უთმობდეს ვერძს პირველობას – მთელი სახლის საქმეც უნდა ითავოს. ვერძი აქტიურად მატებს კუროს სიყვარულს. თუ ვერძი უხეშია მაშინ ეს კავშირი მუდმივად ძალადობის ქვეშ იქნება. მაგრამ თუ ვერძი ნამდვილი რაინდია -წყვილს არამიწიერი სიყვარული და ურთიერთობა ელის. ზოგადად, ეს კავშირი საკმაოდ რთული და კონფლიქტურია, მას შეიძლება საფუძვლად ედოს საერთო შემოქმედებითი ან საქმიანი ურთიერთობა. ვერძი გასცემს იმპულსს, კურო კი აცოცხლებს დაუდეგარი ვერძის იდეალს.

ვერძი-ტყუპები

ასეთი კავშირი ნათელ, სათავგადასავლო რომანს ჰგავს. ტყუპები ლამაზად და მოქნილად უვლიან ვერძებს, ვერძებს კი უსაზღვროდ იზიდავთ თყუპები.. ორივე მათგანი იმპულსურია და მოძრავი. მუდამ მზად არიან გმირობისთვის, თავგადასავლებისთვის, მოგზაურობისთვის. ოჯახისა და ბავშვების ყოლის პირობებშიც კი, შეუძლიათ უცბად ადგნენ და წავიდნენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ქვეყნის დასალიერში. ტყუპებს ძლიერი პარტნიორი სჭირდება, ვერძი კი სწორედ ის ნიშანია, რომელსაც ტყუპების ყურადღების მიპყრობა შეუძლია. მთავარია ვერძი არ იყოს უხეში! მათ შორის ხშირადაა და-ძმური სიყვარულიც. ხდება ხოლმე, რომ ერთდროულად არიან საყვარლები და მეგობრებიც. თუმცა, ვერძი მამაკაცი შეიძლება მტკინვეულად განიცდიდეს ტყუპების თავქარიანობას, ისევე როგორც ქალი ვერძი შეიძლება აფრთხობდეს კაც ტყუპებს. დროთა განმავლობაში, ასეთ ადამიანებს ოჯახურ თანაცხოვრებაში ურთიერთობის სპეციალური სტრატეგია და ტაქტიკა უყალიბდებათ. ოჯახზე ზრუნვა და ბავშვებისადმი სიყვარული კი უფრო მჭიდროს ხდის მათ კავშირს.

ვერძი-კირჩხიბი

რთული კავშირია. თავიდან კირჩხიბს მოსწონს ვერძის სიმხურვალე, დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, თუმცა მალევე იწყება კონფლიქტი და გაუგებრობა. ვერძის აქტიური ნატურა აღიზიანებს და თრგუნავს ემოციურ კირჩხიბს, რომელსაც სურვილი აქვს დაიმორჩილოს და მიიბას პარტნიორი. ხშირად, ეჭვიანი კირჩხიბის საქციელი აიძულებს ვერძს იყოს უხეში და გადადგას პირველი ნაბიჯი დაშორებისკენ. კირჩხიბი იტანჯება ვერძის უხეშობის გამო, გულღია ვერძი კი განიცდის კირჩხიბის გულჩათხრობილობას და მუდმივად ცდილობს გამოიწვიოს ის გულის გადასაშლელად… სიტუაცია სწორედ აქ რთულდება, რადგან კირჩხიბი ჩაკეტილი არსებაა გაღიზიანებული ვერძი წავა, კარის მოჯახუნებით.

ვერძის და კირჩხიბის წარმატებული კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ორივე საკუთარი ნიშნის არატიპიური წარმოდგენილია.

ვერძი-ლომი

რთული, მაგრამ შემოქმედებითი და ნათელი კავშირია. ასეთი წყვილის სიყვარული გასართობ თამაშს გაგონებთ. ერთმანეთს ისინი უშუალო გრძნობებით „ქოქავენ“. ვერძების იმპულსურობამ და უხეშობამ შეიძლება გაართულოს ცხოვრება ლომებთან. თუ ლომი ხელგაშლილია და დაავადებული არაა პატივმოყვარეობით, ვერძი კი „ჩუმი ცხვარია“, მათ უზრუნველყოფილი ექნებატ სიყვარული და მშვიდი ცხოვრება. ტიპიური ვერძი-მებრძოლი ან ვერძი-ამაზონისა და ლომის კავშირი შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ლომი ზედმეტად თავმოყვარეა და ძალაუფლებისკენ მიილტვის. ერთობლივი შემოქმედება (პროფესიულ საქმიანობაში ან სახლში) და ბავშვების აღზრდა – ეს ის სფეროებია, რაც ამ ორ ნიშანს აერთიანებს.

თუ ვერძი თავისი არსებით რაინდია, ლომი კი – დედოფალი, მაშინ, ალბათ, მათ შესახებ ოდესმე იტყვიან, რომ „ისინი ცხოვრობდნენ დიდ ხანს, ბედნიერად და ერთ დღეს გარდაიცვალნენ“…

ვერძი-ქალწული

საკმაოდ იშვიათი კავშირია. ქალწული ვერ უგებს და ვერ იტანს ვერძის იმპულსურ, მოუთმენელ ხასიათს. ქალწულის გულგრილობა, წინდახედულობა და დახვეწილი პრანჭიაობა თავიდან ვერძს აღაგზნებს და მოქმედებისკენ უბიძგებს, თუმცა, როგორც კი საპასუხო ნაბიჯებს ვერ აღმოაჩენს, მაშინვე უარყოფითად განეწყობა მის მიმართ და ღიზიანდება. ასეთ შემთხვევაში, ვერძი ხშირად გრძნობს თავს მოტყუებულად, ვერ აანალიზებს რა, ქალწულის რეალურ ემოციურ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ვერძს წვრილმანი დეტალებით „აგდებს“, ის ვერასოდეს შეძლებს ამ ნიშნის რეალურად გამოჭერასა და მოხიბვლას. ეს ორი ნიშანი მალევე შორდება ერთმანეთს, ან უცხო ადამიანებივით აგრძელებენ ცხოვრებას… ვერძისთვის ხომ სიყვარული შემოქმედებაა, ქალწულისთვის კი- ამოუცნობი საიდუმლო.

ვერძი-სასწორი

ვერც ერთი ნიშანი შეძლებს მიამიტი, იმპულსური ვერძისთვის თავბრუს დახვევას ისე, როგორც მისი საწინააღმდეგო – თავშეკავებული, მომხიბლავი და საღად მოაზროვნე სასწორი. სასწორს აქვს ზომიერების გრძნობა და ჰარმონიის მოთხოვნილება, ვერძს კი არც ერთი არ გააჩნია. ამ ორ პარტნიორს შორის ძლიერი მიზიდულობაა, რომელსაც საწინააღმდეგო სქესისადმი მიზიდულობის გარდა, საწინააღმდეგო ნიშნისადმი მიზიდულობის გრძნობაც მოიცავს. თუმცა ასეთ კავშირს წარუმატებელი დასასრული ელის, თუ ვერძს კაცს ქალურ პირობებს დაუდებენ. მაგალითად: სიგარეტზე თავის დანებებას, ან ნივთების პედანტურად ლამაზად დალაგებას და სხვ….

ვერძი-მორიელი

ვერძისთვის ეს პირდაპირ სიკვდილისა და თავიდან დაბადების კავშირია, მას ხომ თავი ყველაზე ძლიერ პიროვნებად მიაჩნია და არც კი ეჭვობს თავისზე ძლიერი ადამიანების არსებობის შესახებ. მორიელის გამოჩენისთანავე მის ცხოვრებაში ჩნდება კომპლექსებიც. ამ ორ ნიშანს შორის არაჩვეულებრივი სექსუალური კავშირია, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხებში ყველაზე ცუდად ეწყობიან ერთმანეთს. მორიელი ვერძზე ანთხევს ყველა თავის წარუმატებლობასა და წყენას, ვერძი კი ან ითმენს მორჩილი „ცხვრის“ როლს, ან სულიერად გარდაისახება და ვერძისთვის მნიშვნელოვან თვისებებს კარგავს.

ვერძი- მშვილდოსანი

აი, ვის შეუძლია ვერძის შიშველი ხელებით გამოჭერა! ვერძი და მშვილდოსანი მუდმივად ერთმანეთს ეჭიდება, ძალებს სინჯავენ, თუმცა აანალიზებენ, რომ სამყაროში უკეთეს პარტნიორს მაინც ვერსად იშოვნიან. თუ ორივე ნიშნის წარმომადგენელი კარგადაა აღზრდილი, მაშინ მათი იმპულსურობა არასოდეს გადავა ერთმანეთის შეურაცხყოფაში. ამ ორი ნიშნისთვის სასარგებლოა დროებითი დისტანციური დაშორებები, რადგან ცალცალკე ყოფნა განაახლებს და გაახალისებს მათ გრძნობებს.

ვერძი-თხის რქა

„მარტოობა ერთად“- ასე შეიძლება ეწოდოს ასეთ კავშირს. თხის რქას ვერძის თავიდან აღზრდა და მისი ემოციების საჭირო მიმართულებით მიმართვა მოუნდება. სწორედ აქ წარმოიშვება ანტაგონიზმი. ხშირი ჩხუბი, აფეთქებები. თუ ვერძი სუსტია, მაშინ ის აუცილებლად იქცევა უნებისყოფო ცოლად ან ქმრად თხის რქის ხელში.

ვერძი-მერწყული

ბუნებით აქტიურ ვერძს ყოველთვის იზიდავს ცვლილებებისა და ავანტიურისთვის მუდამ მზად მყოფი მერწყული. რეალურად, ამ ორი ნიშნის კავშირი შეიძლება იქცეს იდეალურად, რადგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისმოყვარული მერწყული მუდამ აძლევს ვერძს უსაზღვრო თავისუფლებასა და შემოქმედებითად განვითარების საშუალებას, ვერძი კი, თავის მხრივ, არ კლავს მერწყულში ბუნტარულ სულს, სიცოცხლის ხალისს. ერთი სიტყვით, მშვენიერი შეთავსებაა

ვერძი-თევზები

ეს უცნაური, რთული და ამავე დროს ხშირად შემდგარი ურთიერთობაა. ურთიერთობაში „ყოვლის მცოდნე მოხუცისა“ და დაუცველი „ბეკეკას“, ან ძალაუფლებისმოყვარე დამპყრობლისა და მორჩილი კონკიას არქეტიპები ცოცხლდება. როგორც წესი, მათი კავშირი რაღაც კონკრეტულ იდეას ეფუძნება ხოლმე: რელიგიურ, სამეცნიერო ან ერთობლივი წარმატებისკენ სწრაფვას. ერთია მხოლოდ, ვერძს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი რჩეულის ფაქიზი ბუნების შესახებ და შეძლებისგვარად შეეცადოს, თავისი პირდაპირობითა და სიუხეშით ტკივილი არ მიაყენოს მეოცნებე, სენტიმენტალურ თევზებს, რომელსაც ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს თავისი სენსიტიური ბუნების წყალობით.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Nini Ninia says:

    eseti debiloba vin moigona? 😀 verdzi da qalwuli varrt dzaan magrad vugebt ertmaneetss arc dashorebass vapireebt : )))