ვერძი – კურო – მესაზღვრე ნიშნები
(19-22 აპრილი)
ეს საზღვარი ცნობილია როგორც ძლიერების საზღვარი. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და ეგოს, საკუთარი თავის რეალიზაციას წარმოადგენს. კურო, ზოდიაქოს მეორე ნიშანია და სამყაროს ფიზიკურ კვლევას იწყებს. მათ დომინანტური ხასიათის თავისებურებები აქვთ. ყოველთვის იგრძნობთ, ოთახში რომ არიან და დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ გარშემომყოფებზე.
ვერძის მმართველი მარსია, ომის ღმერთი, რომელიც სავსეა ბრძოლისუნარიანობით, სიმამაცითა და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით, კუროს მმართველი კი – ვენერა სილამაზის, სიყვარულის ქალღმერთი, ჰარმონიის, სიმშვიდისა და სიამოვნებისკენ რომ ისწრაფვის. ამიტომ ხშირად შინაგანი კონფლიქტი მიმდინარეობს ამ ადამინებში – ვერძსა და კუროს, ამ ცეცხლისა და მიწის ნიშნებს შორის.
პირველი იმპულსური, ენერგიული და აქტიურია, მეორე პრაქტიკული, თავდაჭერილი და მიწაზე მყარად დგას. ვერძი ინტუიციით მოქმედებს, კურო ,,გრძნობითი ორგანოებით”, ვერძი რისკავს, კურო გეგმავს, ვერძი აგრესიულია, მგზნებარე, კურო მშვიდი და გაწონასწორებული და თუ ამ ყველაფრის დაბალანსება შეძლეს, რაც ხშირად საკმაო დროს მოითხოვს, ეს მშვენიერ ალიანსს ქმნის და მათი დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. არიან კარგი სტრატეგები და ინსტიქტების წყალობით ყოველთვის იციან, როდის უნდა იმოქმედონ. თუმცა აქ სიფრთხილეა საჭირო, როცა ამ შესანიშნავ ინტუიციას წინდახედულობას და პრაქტიკულობას ახმარენ, გაცილებით უკეთ გამოსდით ყველაფერი.
ვერძი იწყებს, ინიციატორია, კურო გეგმავს, რისკებს თვლის და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიჰყავთ ერთისთვის ჩვეული პირდაპირობით, მებრძოლი ბუნებითა და ოპტიმიზმით და მეორისთვის ჩვეული სიბეჯითითა და სიმშვიდით. ამიტომაც კარგად გამოსდით კორპორაციულ კიბეებზე ცოცვა, ხდებიან კარგად ცნობილი ფრილანსერებიც, მართავენ ნებისმიერ სიტუაციას სახლში იქნება ეს თუ სამსახურში.
დამაჯერებელობა კარგ ლიდერებად აქცევთ, თუკი მათ ეს გადაწყვიტეს, თუმცა არ უყვართ სხვისი ძალაუფლების აღიარება. საჭიროა სიფრთხილე, რომ ამბიციებმა არ წალეკონ. უნდა ისწავლონ ხანდახან მაინც უკან ჯდომა და მშვიდად ყურება, თუ როგორ აკეთებენ სხვები თუნდაც იმ დავალებებს, რომლებსაც იციან რომ თავად უკეთესად გააკეთებდნენ. თუკი მოახერხებენ თავის მოთოკვას და თავისთვის შეინახავენ თუ რას ფიქრობენ სხვებზე, გაცილებით ნაკლები პრობლემა ექნებათ.
ხშირად ბუნებით არტისტულები არიან, გატაცებულნი არიან ხელოვნებით და ისწრავფიან პარტნიორული ურთიერთობებსა თუ ქორწინებაში ჰარმონიისკენ. უყვართ გამოწვევები, ბიზნესში იქნება ეს, სპორტში თუ ინტელექტუალურ სფეროში. ერთობიან ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით, როგორც მუშაობენ.
ისინი ერთდროულად არიან იუმორით სავსენიც და პირქუშებიც, ჩხუბისთავებიც და თავდაჭერილებიც, აგრესიულებიც და თავაზიანებიც, ჯიუტებიც და მერყევებიც, პრინციპულებიც და ფულზე ორიენტირებულებიც, მგზნებარეებიც და ცივებიც, ენაწყლიანებიც და ჩუმებიც, თავხედებიც და თავაზიანებიც და ცალსახად ძლიერი, შეუპოვარი, თავდაჯერებული, ნიჭიერი, გაბედული, საიმედო, პრაქტიკული, ეჭვიანი და სენსიტიური ადამიანები. კარგად ფლობენ ფლირტის ხელოვნებას.
ცოფდებიან როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება და უმეტეს შემთხვევაში საკუთარ ინსტიქტებს ემორჩილებიან და არა წესებს.
მათი მთავარი სიძლიერე ეს არის ენერგია, ინიციატივა, სიმამაცეს + სტაბილურობა, შეუპოვრობა და მხოლოდ მათ აქვთ იმ პროექტების ბოლომდე მიყვანის ძალა, რომლებსაც სხვები სირთულისა თუ მოწყენის გამო მიატოვებდნენ. საქმისადმი ერთგულებით ცოტა თუ გაეჯიბრებათ. ცეცხლისა და მიწის ეს კომბინაცია ყველაზე დინამიურ, მტკიცე და მგზნებარე ხასიათის თავისებურებებს ქმნის.
მოამზადა დოჩი გოგომ
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
რამხელა შესაძლებლობის ადამინი ვყოპილვარ, ამხელა ენერგის კი ვგრძნობდი, მაგრამ მთლად ასეთი თუ ვიყავი არ მეგონა 😀 :))))
Me yoveli 6 saatis shesrulebistanave vrwmundebodi ……………
😀 😀 😀 :d :d 😀 😀 😀 😀 😀 😀 ara marto shen, imis magivrad rom davgliliyavi energia memateboda