ვერძი – კვების რაციონი
ნამცხვრის სასიამოვნო სურნელით გაჯერებულ საკონდიტროს გვერდს ვერასოდეს უვლით. აუცილებლად შედიხართ და მიირთმევთ რაიმე ცომეულს, თუნდაც, მგზავრობისას რკინიგზის სადგურში რამდენიმე წუთიანი გაჩერების დროს.
თქვენ აქტიური ხართ, სულ მოძრაობაში და არასდროს გავიწყდებათ წახემსება. ხშირად გამონახავთ ხოლმე დროს რომ სული მოითქვათ და ძალა აღიდგინოთ, თითქმის ვერასოდეს გადაწყვეტთ მიხვიდეთ სპორტ-დარბაზში და რეგულარულად ივარჯიშოთ,
სხეულის ფორმაში მოსაყვანად გირჩევთ დაიწყოთ ცეკვაზე სიარული ან შეარჩიოთ სპორტის სახეობა რომელიც გესიამოვნებათ.
სასურველი კვების რაციონი თქვენთვის:
აუცილებლად უნდა შეამციროთ ოთხჯერადი კვების რეჟიმი და უარი თქვათ „გზად წახემსებაზე“.
საუზმე (შეარჩიეთ სასურველი ვარიანტი)
1. ერთი ცალი თოხლო კვერცხი, ერთი ტოსტი და ერთი ქილა უცხიმო იოგურტი
2. 2. 25 გრ უშაქრო ბურბუშელა რძესთან ერთად, ერთი ვაშლი და ერთი ბანანი
მეორე საუზმე ან მსუბუქი სადილი (შეარჩიეთ სასურველი ვარიანტი)
1. ორი ნაჭერი პური, ბოსტნეულის სალათა (განუსაზღვრელი რაოდენობის) 50 გრამი უცხიმო ლორი ან ქათმის ხორცი, ერთი ვშლი
2. ერთი თეფში ე.წ ტყუილი სუფი ერთი ფუნთუშა (სასურველია საფუარის გარეშე) ბოსტნეულის სალათი, 75 გრ მოხარშული თევზი და ერთი მსხალი
3. 150 გრ თევზი (სჯობს გრილზე მომზადებული) 125 გრ მოხარშული კარტოფიილი, ბოსტნეულის სალათა
ვახშამი (შეარჩიეთ სასურველი ვარიანტი)
1. 75 გრ უცხიმო მოხარშული ხორცი, სტაფილო ან ყვავილოვანი კომბოსტო და ბოსტნეულის სალათა
2. ერთი ბივთექი, მოთუშული პომიდორი, ორი ს.კ სიმნდის მარცვლები, დიდი პორცია მწვანე სალათა, რომელსაც მოასხამთ ლიმონის წვენს.
უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ კვების რაციონს ჰოროსკოპის სხვა ნიშნებისთვის და ცალკე რუბრიკას გახდომისა და სხვა და სხვა დიეტების შესახებ.
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
did madloba