ასტროლოგიური მაღაზია

ვერძი – ზოგადი დახასიათება

ვერძიასტროლოგიური სტიქია: ცეცხლი
მმართველი პლანეტა: მარსი
დევიზი: მე ვარ!
სიტყვა: მოქმედება
სიმბოლო: ვერძი
თილისმა: ოქროს ვერძი, ურო
ქვები: ალმასი, ლალი, ამეთვისტო, აქვამარინი, ძოწი, ალექსანდრიტი, იაშმა, ფირუზი
ლითონი: რკინა, ფოლადი
ბედნიერი კვირის დღე: სამშაბათი
უიღბლო დღე: პარასკევი
ბედნიერი რიცხვი: 4, 7, 9, 11
ბედნიერების მომტანი ფერები: წითელი, ჟოლოსფერი,

ნარინჯისფერი, ცისფერი, იასამნისფერი, ყველა მბზინავი ფერი
ქვეყნები და ქალაქები: აზერბაიჯანი, ბირნიგემი, დიდიბრიტანეთი,

ვენესუელა, ვერონა, გერმანია, ისრაელი, კრაკოვი, მარსელი, ნეაპოლი,

პალესტინა, თურქეთი, სპარსეთი, ფლორენცია, იაპონია
ჯანმრთელობა:
ვერძი განაგებსთავსა და სახეს. მას ხშირად აქვს თავისტკივილები, მათშორის შაკიკი, შიდაქალისწნევა, ჰიპერტონია, ასევე მრავლობითი ტრავმა და იარა თავისა და სახის არეში.
ვერძებისთვის დამახასიათებელია, ასევე, თვალებისა და კბილების დაავადებები, გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა. საბედნიეროდ, ვერძს, უდიდესი სასიცოცხლო პოტენციალი აქვს, ამიტომ ნებისმიერ დაავადებას ადვილად ერევა.
პროფესიები:

სამხედრო ფორმირებები, სპეც. დანიშნულების ჯგუფები, პოლიცია, დაცვის სამსახური, ქირურგია, სპორტი და ყველა სფერო, რომელიცლიდერობას, უშიშარ ხასიათს მოითხოვს
დადებითი თვისებები:

გაბედული, გულღია, უშიშარი, უბოროტო, მეგობრული, ხელგაშლილი, მიამიტი. ვერძები დაბადებით ლიდერებიარიან. ახასიათებთ უშიშარი ხასიათი, ენერგიურლობა, გამბედაობა, დამოუკიდებლობა, ნებისყოფა, ექსტრავაგანტულობა, საკუთარითავისრწმენა. უყვართხალხშიყოფნა, მართვა, ხელმძღვანელობა. ხშირად სხვადასხვა ორიგინალური იდეების სულისჩამდგმელად, ორგანიზატორებად გვევლინებიან.
უარყოფითი თვისებები:

პირდაპირი, უტაქტო, მოუთმენელი, თავშეუკავებელი, გაღიზიანებული, ეგოისტი, უხეში, იმპულსური, აგრესიული.
ვერძი ზოდიქოს პირველი ნიშანია. ზოგჯერ იმდენად ბავშვური და მიამიტია, რომ მთელი გულით სჯერავს ყველაფრის. მასში არაფერია დაფარული და რთული. გარეგნულად ძალიან მეგობრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვს ენერგიული მანერები და ძლიერი ხელის ჩამორთმევა.

ამ ნიშნის ქვეშ დადებული ადამიანები ორიენტირებული არიან ქმედებაზე და უყვართ პაექრობა. ცდილობენ ყველაფერში პირველობას და ხშირდ იგნორირებას უკეთებენ სხვების უფლებებსა და გრძნობებს. თუ ისინი დიპლომატისაა და ტაქტის მეშვეობით საკუთარი აგრესიულობის მართვას შეძლებენ, მათთვის მაღალი მწვერვალების მიღწევა ბევრად გაიოლდება.

ვერძები ბუნებით ლიდერები არიან. უყვართ საქმის დაწყება, მაგრამ სურთ, რომ სხვებმა დაასრულონ, ვინაიდან თვითონ მალე ბეზრდებათ და უკვე სხვა საქმის კეთება სურთ. ვერ იტანენ ერთფეროვნებას.ისინი დინამიური, იმპულსური, მებრძოლი, ჩხუბისთავები არიან. ეგოისტურები და აგრესიულები, სავსე არიან ენთუზიაზმით. აქვთ დიდი ნებისყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ადვილად ფეთქდებიან, მალევე გადასდით ბრაზი და არ იმახსოვრებენ წყენას, თუმცა მათი წყენინება ადვილადაა შესაძლებელი. უყვართ ნებისმიერი რთული ამოცანის ამოხსნა, სიახლის წამოწყება. დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში. თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები ისწავლიან სხვების სიყვარულს, პატივისცემას, გონივრულ ქმედებებს, ნებისმიერ თანამდებობას მიაღწევენ.

ვერძები არასდროს ცნობენ დამარცხებას. აგრძელებენ ბრძოლას და ქმედებას მანამ, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს. არ ელოდებიან სხვებისგან ლმობიერებას და არც თვითონ შეუძლიათ იყვნენ ლმობიერნი სხვათა მიმართ.

იბრძვიან სამართლიანობისთვის, მიზნებისკენ ყოველთვის პირდაპირ და ღიად მიდიან. ყურადღებას არ აქცევენ დეტალებს და მკაფიოდ ხედავენ გზას, რომელიც სანუკვარ მიზნამდე მიიყვანთ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუ მოქმედების თავისუფლება ექნებათ, ნებისმიერ საქმეს სხვებზე უკეთ გაართმევენ თავს.

ვერძები ვერ იტანენ და არ აძლევენ სხვებს მათზე მბრძანებლობის უფლებას.
ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე იციან პირში მიხლა ყველაფრის, რასაც ფიქრობენ. ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი საქციელით შესაძლოა ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდონ, ან ვინმეს აწყენინონ. პირველ ადგილას საკუთარ ინტერესებს აყენებენ. გამოირჩევიან ეგოისტობით.
მათ არასდროს აქვთ წინასწარ შემუშავებული სტრატეგია. ყველაფერს სპონტანურად აკეთებენ და პირდაპირ ერთვებიან ბრძოლაში.

არ ახასიათებთ არც ტაქტიკურობა, არც მოთმინების უნარი. მათ, ასევე, სტაბილურობის დეფიციტი აქვთ. მათი ამოცანაა: საკუთარ თავში გამოიმუშაონ წინდახედულობა, სიფრთხილე, მოთმინების უნარი.
ვერძი დღევანდელი დღით ცხოვრობს. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ დღევანდელი დღე და მოცემული მომენტი. ხვალინდელზე ფიქრით თავს არ იწუხებს. ის ან უყვართ, ან დასანახად ვერ იტანენ. საშუალო დამოკიდებულება მის მიმართ -არ არსებობს.

როგორც წესი, ვერძს არ უყვარს ტყუილები და ჭორაობა. ფულს – დიდება ურჩევნია. უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ეს უფრო რეალისტი ნიშანია, თუმცა ზოგჯერ იდეალიზმშიც ვარდება. ის იმდენად მიმდობია, რომ ხშირად მოტყუებული და გულნატკენი რჩება. ხშირად, თავის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ზოგჯერ ძალიან ხელგაშლილი და თბილია. თუ ჩათვალა, რომ ვინმეს აწყენინა, მისთვის ბოდიშის მოხდა პრობლემა არ არის, მტერი რომც იყოს მაინც მივა და ბოდიშს პირველი მოიხდის.

ვერძს უყვარს ადამიანების გაბედნიერება, მათთვის სიხარულის მინიჭება.
თუ ამის საშუალება ეძლევა, არასდროს იტყვის უარს ვინმეს სიხარული მოუტანოს, გააბედნიეროს.
ვერძს ბევრის მიღწევა შეუძლია, თუ ისწავლის საკუთარი ნაბიჯების გაანალიზებას და სხვების რჩევების გათვალისწინებას, ასევე დიპლომატიასა და წინდახედულობას. მისთვის აუცილებელია იმპულსურობასა და სულსწრაფობაზე უარის თქმა, ასევე უხეშობისა და აგრესიულობის მინიმუმამდე დაყვანა.

გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება ვერძის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული ვერძი
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები ვერძში
კვანძები ვერძში
ლილიტი ვერძში
სელენა ვერძში

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Ani Anuka says:

    zustia gavogndi:))

  2. Aneey Narmania says:

    (Y) zustia 😀

  3. Irma Omiadze says:

    (y)
    zustia martla 😀

  4. დავით ალგეთელი says:

    { პატარა უზუსტობაა აქ ქვეყნებთან დაკავშირებით… აზერბაიჯანი – თევზების ნიშანი, გერმანია – ქალწულის ნიშანი, თურქეთი – ლომის ნიშანი, სპარსეთი – ღრიანკალი, იაპონია – კირჩხიბი… აქ ჩავამატებდი ვერძის ნიშნით მართულ სპარტა სახელმწიფოს… }

  5. Nino Gomurashvili says:

    zustiaaaaaaaaaaaa

  6. ლიდერული თვისებები,ფეთქებადი ხასიათი გულღიად ყოფნა, წაშლილი მაქ კარგა ხანია. სხვა ყველაფერი ზუსტი

  7. vetanxmebi dadebitsac da uaryofitsac :))