ასტროლოგიური მაღაზია

ვერძი – ანტი-ჰოროსკოპი

ვერძი_ანტი-ჰოროსკოპიამ ცეცხლოვანი ნიშნის ერთ-ერთი მთავარი ნაკლია – სულსწრაფობა, ვერძისთვის არაფერია მოლოდინზე მეტად მტანჯველი.

როდესაც მას რაიმე უნდა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს, თუ საქმე გაჭინაურდება დაუფიქრებლად მიატოვებს ყველაფერს და ახალ გეგმებზე და მიზნებზე გადაერთვება.

მოიხიბლება რა კონკრეტული იდეით დაუგეგმავათ იწყებს მოქმედებას , თვლის რომ ყველაფერი მუშაობის პროცესში გაირკვევა. მისი ტაქტიკა შემდეგნაირია: პრობლემები უნდა მოგვარდეს მათი აღმოცენების შემდეგ, მანამ არ არის პრობლემა – არც მასზე ფიქრია საჭირო!!!

ამბიციურობის დამსახურებით ვერძმა შესაძლოა იმაზე მეტი საქმე იტვირთოს , ვიდრე რეალურად შეძლებს გამკლავებას. სიმართლის აღიარება საკუთარ თავთანაც არ სურს.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს რჩევის მოსმენა არ უყვართ, შესაბამისად თუ თავს მოაბეზრებთ ჭკუის დარიგებით შესაძლოა ურთიერთობა კონფლიქტით დასრულდეს.

მანამ პრობლემას პირისპირ არ შეეჯახება საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავს , სხვისი მხრიდან მითითებას კი უბრალოდ აზრი არ ააქვს.

გადამეტებული იმპულსურობის გამო ცხოვრების განმავლობაში ვერძები არაერთხელ ისჯებიან – ხან მსუბუქი ტრავმების სახით , ხან სერიოზული მოტეხილობით.

ვერძების მთავარ ნაკლოვანებას ემატება დაუსრულებელი კამათის სიყვარული. გაუნათლებელი ვერძები თავიანთ სიმართლეს ხშირად ყვირილით და მუშტებით ამტკიცებენ.

ძირითადი უარყოფითი თვისებები – პირდაპირი, უტაქტო, მოუთმენელი, თავშეუკავებელი, გაღიზიანებული, ეგოისტი, უხეში, იმპულსური, აგრესიული.

მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. მართალია

  2. erti vkitxo chven dzmas,

  3. nawilobriv martalia :X

  4. Nata Li says:

    zustia 🙂