ვერძის ჯანმრთელობა
თუმცაღა ვერძი ცეცხლის ბრენდია, რომელიც გზას ცხოვრებაში გამბედაობით, ინიციატივითა და თაოსნობით იკვლევს, მაგრამ მის სიმამაცეს ერთი უცნაური თავისებურება ახასიათებს. თვალს გაუსწორებს საზიზღარ თოვლის კაცს ან ფრანკეშტაინის მონსტრს შიშის ოდნავი კვალის გარეშეც კი, მაგრამ ვერ იტანს ფიზიკურ ტკივილს. იგი არასოდესაა მორალური ლაჩარი, მაგრამ შეიძლება უზომოდ ნაზი იყოს ნებისმიერი რამის წინაშე, რასაც ტკივილის გამოწვევა შეუძლია. კბილის ექიმიც მის საყვარელ ადამიანებს შორის არ შედის.
ყოველი ვერძი, ზოგჯერ, ცხოვრებაში, წინდაუხედავად, ნაჩქარევად მოიქცევა, რისი შედეგიც თავის ან სახის დაზიანება იქნება. ჭრილობები და მოტეხილობები, ასევე, მოსალოდნელია და მწვავე თავის ტკივილი ან შაკიკიც კი, რომელიც შეიძლება თირკმელების ინფექციიდან მომდინარეობდეს. ვაცი ბრძნულად მოიქცეოდა, თუ თავს გაიმაგრებდა და იმ კბილის ექიმს შიგადაშიგ მოინახულებდა, შეიმოწმებდა მხედველობას, ყურადღებას მიაქცევდა დიეტას, სერიოზულად უმკურნალებდა თავის ტკივილებსა და გაციებას და მოერიდებოდა ალკოჰოლს (რომელიც არა მარტო თირკმელებისთვისაა ცუდი, არამედ, მარსიანულ ტემპერამენტთან შერწყმული, საკმაოდ ფეთქებადიცაა).
გამონაყარი, კვირისთავის ტკივილი და მუცლის ღრუს დაავადებებიც შეიძლება სჭირდეთ გვიან მარტსა და აპრილში დაბადებულებს. ყოჩის აგებულება ძლიერი და მაგარია, თუ თვითონ არ აყენებს ზიანს უყურადღებობით. როდესაც საწოლზე მიჯაჭვულს ხედავთ, ლაპარაკის ხალისსდაკარგულს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ნამდვილად ავადაა. თუმცა, შესაძლოა ბორკილებიც გახდეს საჭირო მისი დაწოლილი გასაჩერებლად. შეუძლია გაუძლოს მაღალ სიცხეს, რომელიც საშუალო რიგით პიროვნებას მოკლავდა და ბევრი მათგანი თავის ჟინიან მარსიანულ მიდრეკილებას ჰყვება – ბოლომდე გაუძლოს საშიშ მდგომარეობებს, შეუფერებელ ადგილას, შეუფერებელ ხალხთან ერთად. ბრაზიანი მოუთმენლობა და მრისხანებაა თავი და თავი და ნამდვილი მიზეზი მისი ჯანმრთელობის პრობლემების მიღმა.
ცუდად ხდის რეაქცია დაბრკოლებების მიმართ, როცა მოთმინების ცნობიერად გამომუშავება და ფრთხილი წინდახედულობა ექიმს თავიდან ააცილებდა. არ იფიქროთ რომ ასეთ რჩევას მიიღებს. წლების განმავლობაში არიდებს თავს ექიმს ყველნაირად, სანამ ან გამოფიტული არ დაეცემა ან იმ ასაკს არ მიაღწევს, როცა უფრო გონიერი ხდება. დიდად საშიში არაა, ვერძი ნარკოტიკებს არ მიეჩვიოს. ჩვეულებრივ, საძილე აბებსაც არ გაეკარება. ბევრად მეტად ურჩევნია ფხიზლად იყოს. (ეშინია რამეს არ გამოაკლდეს.)
ძლიერი ოპტიმიზმის გამო, ვერძი (სხვა ცეცხლის ნიშნებთან – ლომთან და მშვილდოსანთან ერთად) იშვიათად ხდება ქრონიკული, გაჭიანურებული დაავადებების მსხვერპლი – რომლებსაც – ასტროლოგია ყოველთვის იუწყებოდა და მედიცინა ახლა აანალიზებს – იწვევს და უფრო ამწვავებს მელანქოლია და პესიმიზმი.
ცეცხლის ნიშნები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან მწვავე ანთებების, მძიმე ინფექციების, შეტევების, სისხლის მაღალი წნევისა და მცირეხნიანი მძიმე დაავადებების მიმართ. რაც გინდათ ის თქვით მის იმპულსურობაზე, მაგრამ ვაცის დადანაშაულება დაღვრემილობაში იშვიათადაა შესაძლებელი. დეპრესიის მარცვლები, რომც დათესონ, ვერძულ ნიადაგში სწრაფად მოკვდება. მაგრამ ის ძვირფასი აზრი, ვერძს რომ გააჩნია, ვერავინ გააკეთებს ნებისმიერ რამეს ისე გონივრულად, როგორც მე თვითონ შემიძლიაო, შესაძლოა თან დაჰყვებოდეს და ათას უბედურებას გადაჰყაროს. შემტევობითა და თავდაჯერებულობით მიიყვანს თავის გეგმებს ბოლომდე, იშვიათად დაფიქრდება იმაზე, რომ თავის შესაძლებლობებს ამეტებს და წყლულების ან ნერვული მოშლილობისაკენ მიემართება. არავინ არასდროს დაადანაშაულებს სიზარმაცეში.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…