ვერძის გარეგნობა
ძალიან იოლია ვაცის ფიზიკური მახასიათებლები იცნო. ვერძებს გამოკვეთილი ნაკვთები აქვთ, ჩვეულებრივ მკვეთრი, იშვიათად ნაზი ან ბუნდოვანი. კარგად გამოხატული წარბები ხშირად ცხვირის ვიწრო ხიდით ერთდება ერთმანეთთან და ყოჩის ნიშანს ქმნის (♈), ალბათ ნებისმიერისთვის, ვისაც სულელური აზრი მოუვა და მათ შეჩერებას ან დამორჩილებას ეცდება, გაფრთხილებად, რომ ეს სიმბოლური რქები უკვე რაღაცას ნიშნავს.
შესაძლოა ხალი ან ნაიარევი შენიშნოთ თავზე ან სახეზე, მზის შუქზე თმაზე მოწითალო შეფერილობა გაჰკრავთ და კანის ფერიც საშუალოზე უფრო ფერიანი აქვთ. ასევე, შეიძლება იგრძნოთ უხილავი ნაპერწკლები, რომელსაც ყველა მიმართულებით ისვრიან. მოძრაობები ჩვეულებრივ სწრაფი და შნოიანი ექნებათ, რომელსაც ეცდებიან გონებრივი პროცესებიც დაამთხვიონ. ორივე, მამაკაც და ქალ ვერძებსაც ჩვეულებრივ ფართო მხრები აქვთ და შესაძლოა, ოდნავ წინ წახრილები დადიოდნენ, თავით მიემართებიან, ასე ვთქვათ და თითქმის ყოველთვის დიდი აჩქარებით.
(ხშირად, შეიძლება აგურის შენობის წასაქცევად მიეჩქარებოდეთ, თუმცა რქენისას არაა გამორიცხული რქები გაიღუნონ). ვაცში ცოტა რამეა ისეთი, რასაც მოხდენილი შეიძლება უწოდო, გარდა კრიზისთან გამკლავების მისთვის მახასიათებელი შეუფერხებელი მეთოდისა (რომელიც არასდროს ტოვებს ცოტათი განცვიფრებულს მათ, ვინც ვერძი სათანადოდ ვერ შეაფასა). ძვლოვანი სისტემა კარგი აქვთ და ძლიერი და ცოტა ვერძი თუ ეცემა.
მათი დგომის მანერა უკიდურეს ეგოსა და თავდაჯერებულობას გამოხატავს. თუ ვერძს ჩამოყრილი მხრებით ხედავთ, სავარაუდოდ ის ცხვრის ტიპისაა, რომელსაც ახალგაზრდობაში ეგო მნიშვნელოვნად დაუზიანდა. შესაძლოა გამოჯანსაღებას დიდი დრო დასჭირდეს, თუ ჭრილობა ღრმაა, მაგრამ ერთ დღესაც წელში გასწორდება. შეგიძლიათ ამის იმედი გქონდეთ. ამ ხალხს სამუდამოდ ვერაფერი დააბეჩავებს, მარცხი კი ყველაზე ნაკლებად
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის, კატუშა კატის ხსოვნას…