ვენერა ქალწულში
ვენერა ქალწულში -ძალიან კრიტიკული ხარ სხვების მიმართ (საკუთარი თავის მიმართ ნაკლებად).
შენთან რთულია საქმის დაჭერა, ზოგჯერ ხარ უხეში და ცივი და ამავდროულად ხარ მორიდებული, მზად ხარ თვითგანწირვისთვის სხვების სასარგებლოდ, ავადმყოფურად აკურატული, კარგი მანერებით, სისუფთავის მოყვარე, ერთგული.
სწორედ ეს უკიდუროსებები გიშლის ხელს ურთიერთობების ნორმალურად დალაგებაში, რადგან გაოგნებულებს ტოვებ ადამიანებს, ვერ ხვდებიან როგორი ხარ სინამდვილეში და როგორ უნდა ააწყონ შენთან ურთირთობა.
პარტნიორს დიდი დაკვირვების შედეგად ირჩევ, უფრო ცივი გონებით. პარტნიორის მიმართ მაღალ მოთხოვნილებებს აყენებ. გირჩევნია მშვიდი ადამიანები, რომლებიც მოულოდნელობებით არ ხასიათდებიან. შესაძლოა გარიგებით შექმნა ოჯახი ან უფრო სწორად, იმასთან, ვისაც შენთვის მეტი სასურველი თვისებები, ეკონომიკური მდგომარეობა ექნება.
ერთგული ხარ სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ განსაკუთრებული ემოციური ფეერვერკების გარეშე ამჟღავნებ სიყვარულს. რაღაც განსაკუთრებული რომანტიზმის გარეშე. თითქოს გერიდება გრნობების ზედმეტად გამომჟღავნება. ხშირად ყველაფერს აკეთებ საყვარელი ადამიანებისთვის. შესალებელია შენი რჩეულის მოსამსახურედ გადაიქცე.
შესაძლოა შესაფერისად ვერ აფასებდე საკუთარ მომხიბველობას, იმას რომ ვიღაც მართლა გაფასებს და სჭირდები. მეტი რწმენა და გამბედაობა გჭირდება.
შენ მოგწონს სერიოზული, ძლიერი, აკურატული, საქმიანი პარტნიორები