Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა მშვილდოსანში

ვენერა,მშვივენერა მშვილდოსანში – ავტორიტეტული პარტნიორისადმი ლტოლვა.

ვენერას მშვილდოსანში მდებარეობა მიუთითებს სიყვარულში იდეალიზმზე. ასეთი ადამიანები თითქმის ყოველთვის პარტნიორში მასწავლებელს ხედავენ და მათი მხრიდან სულიერი დაცვა ესაჭიროებათ.

პარტნიორის ავტორიტეტი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი გარეგნობა.

ასეთ ადამიანს იზიდავს საპირისპირო სქესი, არის მოსიყვარულე, შთაბეჭდილებიანი.

ის საკმაოდ რაციონალურია და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყოველთვის ირჩევს პარტნიორად იმას, ვისაც მისთვის რაღაცის სწავლება შეუძლია (შესაძლოა ტკივილის საფასურადაც).

ხშირად, ასეთ ადამიანს სურვილი აქვს დაქორწინდეს უცხოელზე ან სხვა რასის წარმომადგენელზე, ან იმაზე, ვინც მისგან შორსაა ან შორ მანძილზეა. უყვარს ურთიერთობა ადამიანებთან, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს. ეროტიკული ვნებები უფრო იმის მიმართ აქვს, ვისაც უდიდეს პატივს სცემს.

ასეთ ადამიანებს უყვართ და ადვილად გამოსდით ურთიერთობი. ეთიკურები, ფილოსოფიური და რელიგიური პოსტულატები უდიდეს როლს თამაშობენ მათ ცხოვრებაში. შინაგან საყრდენი და სასიყვარულო ურთიერთობები მორალის ტრადიციულ ნორმებზე აქვთ დამყარებული. მათ მოსწონთ მეგობრობა პარტნიორის ნათესავებთან.

ნეგატიურ გამოვლენაში: ასეთ ადამიანს ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საყვარელი ჰყავდეს და ვერაფერს უჩვეულოს და სამარცხვინოს ამაში ვერ ხედავს (დილას ერთი, შუადღისას მეორე და საღამოს მესამე.…და…მერე რა? რა არის ამაში უჩვეულო და მიუღებელი?)

საერთოდ, ამ ადამიანის მიმართ არასდროს არის ნეიტრალური დამოკიდებულება. ის ან უყვართ ან ვერ იტანენ მათ საქციელში პოტენციური უკიდურესობების გამომჟღავნების გამო.

მას შეუძლია იყოს გულღია, სამართლიანი, პირდაპირი, უშიშარი, რელიგიური, მაღალზნეობრივი, და ამავდროულად საშინლად უხეში, არაპრაქტიკული, სასტიკი და ეგოცენტრული, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებს და საკუთარ რელიგიურ მრწამსს ახვებს სხვებს თავს (რაც თითქმის ყოველთვის მცდარი აქვს, იდეალიზმისა და ფანატიკურობის გამო).

ეს არის კეთილი, შთაბეჭდილებიანი, იმპულსური, მდიდარი წარმოსახვის მქონე ნატურა. ის ღირსეული, კეთილზრახვებიანი, სამართლიანი და მეგობრულია. ხიბლავს სილამაზე, დახვეწილობა, მისტიკური რელიგიები. აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი. აინტერესებს ლიტერატურა, ფილოსოფია, ფილანტროპია.

ასეთ ადამიანს ყავს ბევრი მეგობარი, ბევრ მათგანს კარგი რეპუტაცია და საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა აქვს.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი