Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა მორიელში

ვენერავენერა ღრიანკალში – ასეთ ადამიანს ძალიან ძლიერი ემოციები აქვს, რომლის მართვაც უიძნელდება. ზოგჯერ ის ცდილობს სხვების გაკონტროლებას, მაგრამ თვითონვე რჩება ხოლომე მოტყუებული.

სიყვარულში ხარ ღრმა, მესაკუთრე, დესპოტური, ზედმეტად ეჭვიანი. გახასიათებს ძლიერი გრძნობები და სექსუალური სურვილები, რის გამოც შესაძლოა უსიამოვნებები შეგემთხვას (შარდის ბუშტისა და ვენერიული დაავადებები, ამიტომ აუცილებელია თავდაცვა).

ხარ ამაყი, ვნებიანი, მგრძნობიარე. ადვილად არ ამჟღავნებ თავს. ამავდროულად, შეგიძლია ასკეტური ცხოვრებითაც იცხოვრო.

ხარ ერთგული და ამტანი, ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებ შენს რჩეულს. დომინირებას ცდილობ ოჯახში, თანამშრომლებთან, რაც შესაძლოა კონფლიქტების საბაბი გახდეს.

შეგიძლია შენი სექსუალურობის გამოყენება მიზნის მისაღწევად და სხვების მანიპულირებისთვის.

არასდროს ანახლებ ურთიერთობებს. არ პატიობ ღალატს.

შენთვის ჩვეული მომენტია _ სიყვარულიდან სიძულვილში გადასვლა და თუკი გულაცრუებას ექნა ადგილი.

საერთოდ, ზოგჯერ სიყვარულში იმდენად აგრესიული და აქტიური ხარ, რომ პარტნიორებს აფრთხობ!

შეიძლება ვერ მოზომო და გადამეტებული მგრძნობელობისა და ვნებების გამო `ხელში შემოგაკვდეს` შენი რჩეული. აუცილებელია მეტი სირბილის და სითბოს შეტანა ურთიერთობებში, საკუთარ ფსიქოტიპში.

გახასიატებს ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, სარკაზმი, ეგოისტობა, სიჯიუტე.

ნუ იქნები უკომპრომისო სხვების და საკუთარი თავის წინაშე. ისწავლე პატიება, გატარება და ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.

შენ მოგწონს სექსუალური პარტნიორები. შენი რჩეული შესაძლოა დაინტერესებული იყოს ეზოთერიკით, ფილოსოფიით, ოკულტური სფეროთი.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი