ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა მერწყულში

ვენერავენერა მერწყულში – მეგობრული, თავისუფლებისმოყვარე ხარ. ბევრი შესაძლოა უცნაურ ადამიანად გიცნობდეს. ხშირად სხვებისთვის თავს სწირავ. ხშირად შენი რომანები ზედაპირული და ხელოვნურია და დიდხანს არ გრძელდება. გიყვარს გახსნილი პარტნიორები, რომლებსაც მოსწონთ საზოგადოებრივ ადგილებში და ქმედებებში მონაწილეობა, რადგან თავადაც კონტაქტური ხარ.

შესაძლოა ექსცენტრულიც იყო და კარგად ვერ ერკვეოდე ვისთან დაიკავო კავშირი და ვისთან – არა.
სიყვარულში ექსტრავაგანტული ხარ. პირველ რიგში აფასებ მეგობრობას და პატივს სცემ სხვის თავისუფლებას.

ხშირად მიზეზის გარეშე გეცვლება გრძნობები. სიმხურვალე სიცივით გეცვლება და პირიქით, შემდეგ თითქმის უმიზეზოდ, ისევ მგზნებარე ხდები. ადვილად პატიობ პარნიორს მსხვილ შეცდომებს, მაგრამ შეგიძლია რაღაც წვრვილმანის გამო, დაშორდე.

შეგიძლია ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა ეს გრძნობა მალევე გაგდის. ახლობლებს ყოველთვის უკვირთ რა იპოვე შენს რჩეულში დადებითი.

მოგწონს ექსცენტრული და გონებაგახსნილი პარტნიორები და ასევე ისინი, ვინც დაგეხმარება საზოგადოებრივი ავტორიტეტის მოპოვებაში. შენი ყოფილი სასიყვარულო პარტნიორები შენი საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

ყველაზე მეტად ვერ იტან მოწყენილობასა და ერთფეროვნებას.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Natalia Xixadze

    100% ჩემია ! ♥

დატოვეთ კომენტარი