ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა ლომში

ვენერადაბადებით რომანტიკოსი ხარ. ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარულის უნარი გაქვს, მაგრამ ხშირად, შენი გრძნობები უფრო საჩვენებელი ხასიათისაა, ამასთან შეიძლება გახასიათებდეს ეჭვიანობა და ანგარებიანი სიყვარული.

ხარ გამბედავი. გიყვარს ყველაფერი ლამაზი, მშვენიერი, კარგად ერკვევი ხელოვნებაში, საზოგადოებაში შეგიძლია მაღალი მდგომარეობის დაკავება.

ხარ ეგოისტი.

უარყოფით გამოვლენაში შესაძლოა გქონდეს უდარდელი, უწესრიგო ცხოვრებისაკენ მიდრეკილება, მფლანგველობა.

ასეთი მაჩვენებლის დროს ადამიანი ძალიან ნიჭიერია.

სიყვარულში ღირსეული და გულითადი ხარ. ვერ იტან შენს რჩეულში სიძუნწისა და მეწვრილმანეობის გამოვლინებას. შენ გჭირდება დიდსულოვანი, გმირული ბუნების ადამიანი გვერდით, რათა თაყვანი სცე, იამაყო, აღფრთოვანებული იყო მისით. თუ ერთხელ შეიყვარებ ვიღაცას გულით, მისი ერთგული შეგიძლია იყო, თუმცა, უარყოფით გამოვლენაში შესაძლოა მიატოვო პარტნიორი უფრო მდიდარისა და ხელგაშლილის გამო. თუმცა, თუ თვლი, რომ ადამიანი შენი ღირსია, მისი ერთგულება არ გიჭირს.

საერთოდ, შენთვის წარმოუდგენელია სიყვარულის, ყურადღების, აღფრთოვანების, გრძნობების გარეშე ცხოვრება. ვერ იტან, როდესაც გაიგნორებენ. გიყვარს, როდესაც გემლიქველებიან, კომპლიმენტებს გეუბნებიან. მოგწონს – გრძნობდე, რომ კარგის მხრივ განსხვავდები იმ ადამიანებისგან, ვისაც ყოველდღიურად ხვდები.

გიყვარს, როდესაც შენს რომანტიკულ ურთიერთობებში რაღაც გამორჩეული, დრამატული ხდება. დრამატიზირებას უკეთებ შენს გრძნობებს. გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ექსტრავაგანტულად გამოვლენილ ხელგაშლილობას, რომანტიკულ ჟესტებს, ეფექტურ სცენებს შენზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. საერთოდ, შენგან არაჩვეულებრივი მსახიობი დადგებოდა.

შენ მოგწონს გამორჩეული, თავისუფალი, არტისტული ბუნების რომანტიკული ადამიანები
წესით, ძალიან კეთილი, ალერსიანი უნდა იყო. გიყვარს ბავშვები.

შესაძლებელია ადრეულად შექმნა ოჯახი. მოსალოდნელია ბედნიერი ქორწინება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი