ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა კუროში

ვენერაეს არის ვენერას უძლიერესი მდებარეობა. ანუ, შენი სიყვარული არის რომანტიკული, ერთგული, ლამაზი, ხანგრძლივი, მაგრამ შესაძლოა მესაკუთრეობა და ეჭვიანობა გამოიჩინო, მით უფრო, თუ რაიმეში ეჭვი შეგეპარა. გიყვარს, როდესაც შენი გულის დაპყრობას ცდილობენ.

ხარ საკმაოდ ეროტიკული და ძლიერი სექსუალური პარტნიორი. ყველაფერში სილამაზეს ეძებ, მათ შორის, სასიყვარულო პარტნიორშიც.

ასეთ ადამიანებს არ უყვართ ზედაპირული ურთიერთობები, არასტაბილურობა.ისწრაფვიან რომანტიკისა და ჰარმონიისკენ.

ვენერა კურო გამოირჩევა სილამაზის, ბუნების ტრფობით. სასწორი ვენერას მსგავსად, მათ რიგებშიც გვხვებიან უბადლო მომღერლები, მსახიობები, მუსიკოსები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ორატორები.
საერთოდ, ვენერა კურო, ისევე როგორც კურო, – გურმანია. უყვარს ლამაზად გაფორმებული გემრიელი საჭმელი. მისთვის ყველაფერს ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს.

ეს ვენერა, ისევე როგორც კურო – მეოჯახე ნიშანს განეკუთვნება. გამუდმებით ზრუნავს ოჯახის კეთილდGეობაზე, ოჯახის წევრებზე. მასთან სახლში აუცილებლად კომფორტული და მყუდრო ატმოსფეროა. ირგვლივ სილამაზე და ფუფუნებაა.

ადამიანი, რომელსაც ვენერას ეს დგომა აქვს – ხანგრძლივ და ლამაზ სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებს, თუმცა მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფულს და მთლიანად, მატერიალურ საკითხებს.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი