Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა კირჩხიბში

ვენერავენერა კირჩხიბში – სიღრმისეული გრძნობები. განვითარებული გაქვს დედობრივი ინსტიქტი, ახლობლებისთვის მზად ხარ თავის გასაწირად, თუმცა შესაძლებელია იყო ეგოისტიც.

ხარ მეოჯახე, გიყვარს საჭმლის კეთება, სიმყუდროვე და წესრიგი სახლში. საერთოდ, გიყვარს სახლი, ოჯახის წევრები, სანათესაო. შენთვის საუკეთესო ადგილი – შენი ოჯახია ნათესავებისა და ახლობლების გარემოცვაში, თუმცა, არც მარტოობა გაღიზიანებს, პირიქით, ხშირად სწორედ საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ, მარტოობისკენ ისწრაფვი.

გახასიათებს უდიდესი სენსიტიურობა. შინაგანად ცვალებადი გრძნობები გაქვს. შესაძლოა არ იყო `პასტაიანი` და ზოგჯერ გქონდეს მოულოდნელი საქციელი და ხასიათცვალებადობა, რაც წარმატებული ქორწინებისთვის ერთ-ერთი ხელის შემშლელია. მოთხოვნილება გაქვს შინაგანი ცვლილებების, რასაც კარგად მალავ და ნიღბავ.

გაქვს ზემაღალი მგრძნობელობა, არ პატიობ პატარა ფალშსაც კი, თუმცა, ზედმიწევნით ერთგულებით არ გამოირჩევი, როდესაც შეამჩნევ შენი რჩეულის მხრიდან პატარა ტყუილს მაინც. საკუთარი ტყუილების გამო ხშირად ავადდები და განიცდი, შეიძლება სიყვარულის ნიადაგზე ნევროზიც კი დაგემართოს.

შენთვის უმთავრესია უსაფრთოება და სიმშვიდე ურთიერთობებში. ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შენი მცველის, მფარველის როლს შეასრულებს.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი