Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა თხის რქაში

ვენერავენერა თხის რქა – გრძნობების დათრგუნვა.
შენი გონება თრგუნავს გრძნობებს და იწვევს მათ გაცივებას. შენში გვიან ვითარდება გრძნობები. შეგიძლია ასკეტური ცხოვრება, ასევე შენი ცხოვრება შესაძლოა ბერობაშიც გადავიდეს, რისი დაშვებაც არ შეიძლება!!

გაქვს ამბიციური ბუნება. ეძებ ისეთ პარტნიორს, რომელიც სტატუსს აგიწევს. გრძნობებს გამოხატავ საქმით და არა სიტყვებით. ამაყი ხარ. საზოგადოებაში თრგუნავ ემოციებსა და სექსუალურობას. არ შეგიძლია გრძნობების დემონსტრირება. არ გიყვარს ზედაპირული ურთიერთობები. მოთხოვნილება გაქვს სერიოზული, ღრმა, ხანგრძლივი კავშირის. შენი რჩეულის ერთგული რჩები ნებისმიერ სიტუაციაში _ ბედნიერებაშიც და გაჭირვების დროსაც.

შესაძლოა საერთოდაც უფროსი ადამიანები (პარტნიორები) გიზიდავდნენ, უფრო გამოცდილები, სანდოები, სერიოზულები, რომლებიც მოგცემენ მომავლის რწმენას, რისკენაც ასე მიილტვი. შესაძლოა `პრინციპის` გამო მათი ერთგული დარჩე. ლოიალურობას იჩენ მათ მიმართ, რადგან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს და გინდა ტყუილის გარეშე ურთიერთობა, თუმცა იგივეს ითხოვ მათგანაც. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გარიგებით ქორწინება (ანუ უფრო მატერიალური თვალსაზრისით და ნაკლები გრძნობებით), თუმცა სიყვარულის სანაცვლოდ პარტნიორს მხარდაჭერასა და სანდოობას სთავაზობ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი