Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა თევზებში

ვენერავენერა თევზებში (ძლიერი პოზიცია) – ფაქიზი გრძნობები. ძალიან კარგად გრძნობ პარტნიორს და მის მიმართ განსაკუთრებულ სითბოს ამჟღავნებ. შენი სიყვარული ყოველთვის იდეალთან, სრულყოფილებასთან ასოცირდება.

გჭირდება სხვების მხრიდან სიყვარულისა და ვნების გამოვლენა. მიისწრაფვი სულიერი კავშირისკენ. მზად ხარ თავგანწირვისთვის – მით უფრო, თუ ეს ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს ეხებათ.

გვერდით გჭირდება სანდო, რომანტიკული ბუნების, ერთგული ადამიანი.
ვერ იტან უხეშობასა და უყურადღებობას.

შენი მგრძნობელობის გამო ბევრი ადამიანი ცდილობს შენზე გაბატონებას – როგორც წესი შენთვის, ჩუმად განიცდი. აუცილებელია ისწავლო ადამიანების გარჩევა და ნუ იქნები მათზე დამოკიდებული.

გაქვს თანაგრძნობის უდიდესი უნარი. ხშირად სასიყარულო ურთიერთობაში შედიხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შეუყვარდი და შენს თავს უფლებას არ აძლევ ასევე, სიყვარულით არ უპასუხო.

გიზიდავს ოკულტური სფერო, ეზოთერიკა, რელიგია, შენი ლოცვა ღმერთამდე აღწევს! სასურველია თუ სულიერ სფეროში მეტად გაიზრდები, გარკვეულ ცოდნას აიღებ რელიგიისა და ეზოთერიკის სფეროდან.

არ შეიძლება შენი ეზოთერულ და ოკულტურ ცოდნისს მხოლოდ შენთვის, ეგოისტური მიზნებისთვის გამოყენება! აუცილებელია სამყაროსგან მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, ადამიანების მსახურებაში ყოფნა.

ასეთი მაჩვნენებელი აქვთ გამოჩენილ ფსიქოლოგებს, სულიერ მასწავლებლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს.
საერთოდ, ასეთი მაჩვენებელი – სამყაროსთან სულიერ კავშირზე, ოკულტური ცოდნის წვდომის საუცხოო უნარზე მეტყველებს.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Natalia Xixadze

    ვაიმე ზუსტად ჩემია >_< ვენერა მერწყულიც ჩემია არადააა…. 😀 :/ გამაგებინეთ ბოლო ბოლო სად მყავს ეს ვენერა 😀 😀 :/ ♥ ♥

  2. Davit Pilpani

    დაცანცარებს ხან თევზები ხან მერწყული 😀

  3. Dochi Gogo

    ნატალი, ასპექტები აქვს ნეპტუნთან?

  4. Natalia Xixadze

    არა, ნეპტუნი თხის რქაშია… ეს ვენერა კიდევ 29° ზე და ახლა ვენერა მერწყული რომ წავიკითხე 100% ით ჩაჯდა ჩემ ხასიათში ♥ ♥ ♥ ვენერა თევზები 95 % 😀

დატოვეთ კომენტარი