ასტროლოგიური მაღაზია

ვენერა ვერძში

ვენერავენერა ვერძში – სიყვარულში ორიენტირებული ხარ უფრო გარეგნულ ეფექტებზე და შეყვარებულისგან ელოდები გარეგნულ ეფექტებს `ხელისგულზე ტარებას! საჩუქრებს, ,,ფეიერვერკებს,,. ნაკლებად უყურებ პარტნიორის გრძნობებს – როგორც შენ წყვეტ ურთიერთობების მიმდინარეობას, რა სცენარსაც შენ წერ, ისე უნდა იყოს და მორჩა! სწორედ ეს გიშლის ხელს პარტნიორულ ურთიერთობებში!

შენთვის უცხო არ არის ერთი ნახვით შეყვარება. თავიდან ხარ აქტიური, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მითუფრო ინტიმური ურთიერთობების შემდეგ, პარტნიორისადმი ინტერესს მალე კარგავ და ახალ შთაბეჭდილებებზე და შესაბამისად, პარტნიორზე გადადიხარ. შესაძლოა ბევრი პარტნიორი გამოიცვალო წორედ ამ მიზეზით. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ეცადო, გაამრავალფეროვნო უკვე არსებული ურთიერთობები.

როდესაც შეყვარებული ხარ, თავდავიწყებით ეცემი გრძნობებს, იმდენად, რომ შენი მხურვალებით შესაძლოა დაფერფლო კიდეც შენი რჩეული. უცებ იცი შეყვარება და აღფრთოვანება, პარტნიორთან მიმართებაში შესაძლოა ძალიან უხეში და უტაქტო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვო, რადგან კარგავ ზომიერებას გრძნობების გამოხატვისას.

შესაძლოა გქონდეს ფარული სასიყვარულო ურთიერთობებიც.

სიყვარულში აუცილებელია გახდე შემწყნარებელი, მომთმენი, ერთგული და უფრო რბილი, დამთმობი.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი