ასტროლოგიური მაღაზია

ვენერას ასპექტები

ვენერავენერა სიამოვნების პლანეტაა, ყველაფრის გაიოლება სურს  და ამის გამო, შეიძლება ცოტა გაგაზარმაცოთ კიდეც . როცა ვენერა იღიმის, თუკი საბურავი დაგეშვათ, ეს აუცილებლად პროფილაქტიკის წინ მოხდება.

ვენერას მზესთან ასპექტები:

ვენერას მზესთან ასპექტირების ერთადერთი შესაძლო ვარიანტი არსებობს, რადგან ის ყოველთვის ახლოსაა მზესთან და ეს არის შეერთება. ნებისმიერი პლანეტა რომელიც მზეს უერთდება იმ ნიშნის ხასიათს გვაძლევს, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. ვენერას შემთხვევაში ეს იქნება სასწორის შარმი და კუროს სენსუალობა. ეს დიპლომატი, ტოლერანტი, სოციალური და მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომელთაც ძალიან მოსწონთ პოპულარობა და სიამოვნებთ, როცა კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ, ხომ არ გავიწყდებათ ვენერა – სხვების მოხიბვლის ნიჭი დაკავშირებულია მზესთან – ეგოსთან და ნეგატიურ გამოვლენაში ეს პირფერობაშიც შეიძლება გადაიზარდოს, ანუ იმდენად უნდოდეთ მასზე კარგი იფიქროთ, პატიოსნების ხარჯზე ყველაფერში დაგეთანხმოთ და ყველაფერი დაგითმოთ. არსებობს გაზარმაცების საფრთხეც.  მათ უყვართ კარგი ცხოვრება, შესანიშნავად გრძნობენ სტილს და კარგად იცვამენ.

ვენერასა და მთვარის ასპექტები:

როცა მთვარესთან არის ასპექტები, შინაგანი შარმია და თავაზიანობა, განსაკუთრებით ჰარმონიული ასპექტებისას. აქვთ მედიატორული უნარები და ურთიერთობების საოცარი მოთხოვნილება. უყვართ ფუფუნება და დიდი პოპულარობით სარგებლობენ, რადგან მათგან სულიერი სიმშვიდე და პოზიტივი მოდის. უარყოფითი ასპექტებისას ექსცესებისკენ არის მიდრეკილება. მთვარე გრძნობებია, ვენერა გრძნობების გამომჟღავნება და როცა ცუდი ასპექტია მათ შორის გრძნობების გამოხატვის ფორმაც მახინჯდება. მახინჯდება წარმოდგენებიც, შესაძლოა გეგონოთ რომ არ ხართ პოპულარული, მაშინაც კი თუ ეს ასე არ არის. ამას გარდა ვენერა ფულსა და საკუთებასაც მართავს და თუკი კვადრატი ან ოპოზიციაა მთვარესთან, ინსტიქტები ნამდვილად არ დგანან ფინასური კეთილდღეობის მოპოვების სამსახურში. ეს მფლანგველობისკენ მიდრეკილებაცაა. ამიტომ ეცადეთ აიძულოთ საკუთარი თავი ცოტა უკეთ გაუმკლავდეთ ფინანსურ საკითხებს.

ვენერასა და მერკურის ასპექტები:

როცა მერკურისთან აქვს ასპექტები, მხოლოდ სექსტილი და შეერთებაა შესაძლებელი. მერკური კომუნიკაციაა, ვენერა მოხიბვლის ნიჭი. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო და ამ პროცესში ირთვება მთელი ვენერას პოტენციალი, არტისტიზმი. ისინი შესანიშნავი ორატორები არიან, აქვთ ტაქტი და უნარი ისე თქვან, როგორც მოითხოვს პუბლიკა. ეს ის ხალხია მიმართვისას: საყვარელო, სიხარულო, სიცოცხლე, პატარავ და ა.შ. იყენებენ. ხმაც და კალიგრაფიაც კი სასიამოვნო აქვთ საუბრის მანერასთან და წერის ნიჭთან ერთად. შესანიშნავად ფლობენ ფლირტის ხელოვნებას, არაციონალურებენ გრძნობებს და ინტელექტუალური პარტნიორები მოსწონთ.

ვენერასა და მარსის ასპექტები:

მარსთან მის ასპექტებს სექსუალურობის რეპუტაცია აქვს. თუმცა ყოველთვის ასე არაა. ეს პლანეტები ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის პლანეტები არიან და ამიტომ შეერთებისას ერთმანეთის გაბათილებაში კარგავენ თავს. იქმნება კონფლიქტი სოციალური ურთიერთობის ქონის სურვილსა და რაც გინდათ იმის კეთების სურვილს შორის. მათი დაძაბული კოალიცია რომანებისთვის პირდაპირ კოშმარია. თქვენ რომ ალთას ხართ, თქვენი პარტნიორი ბალთასაა. თქვენ რომ გეპრიანებათ, იმას არ ეპრიანებით და პირიქით. დამთხვევა პირდაპირ სასწაულია. აგრესიული ფლირტი ან ფლირტისას კოფლიქტები. ბრაზიანი ქალები და ზედმეტად კომპრომისული კაცები. ერთი აგრესიაა, მეორე შარმი. კვადრატისას ან ოპოზიციისას ვერ იგებთ რომლის ჭკუაზე გაიაროთ კონკრეტულ შემთხვევაში. თქვენი ენერგია (მარსი) შემოქმედებითად, ხელოვნებაში ან სიამოვნების და ჟინის დაკმაყოფილებაში იხარჯება(ვენერა), ან კიდევ პირიქით, ვენერას შარმს შეიძლება იყენებდეთ ომში. მაგალითად, ჰიტლერს ჰქონდა შეერთება და მშვენივრად მოახერხა მთელი ნაციის მოხიბვლა, ვიდრე შინაგანი დემონები ნიღაბს მოიგლეჯდნენ. ეს კავშირი პოპულარობას ზრდის ხალხში, თუნდაც სხვა დანარჩენი ასპექტები რუკაზე პრობლემებზე მიუთითებდეს.

ურანის ვენერასთან ასპექტებისას:  მეტად უცნაურ და ახირებულ საყვარლის ტიპაჟებს ვიღებთ (უარყოფითი ასპექტებისას განსაკუთრებით). მათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა სურთ. გიჟდებიან ექსპერიმენტებზე. იხიბლებიან სხვა კულტურის, სხვა ტრადიციების, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთ. მისგან განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებით. თუკი ურთიერთობა ნორმის ფარგლებში მიდის, ის აუცილებლად ანგრევს ამ ურთიერთობას და თან განა უბრალოდ ტოვებს, მოულოდნელად გარბის. მაგალითად ელიზაბეტ ტეილორს ჰქონდა ვენერა ურანის შეერთება ვერძში. ნიშანს კიდევ უფრო შეუძლია გაამწვავოს ეს ასპექტი. დაძაბული ასპექტებია პასუხისმგებელი შაქრის დონეზე სისხლში, ურანი ვენერას შეერთებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია ( ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ასევე პლუტონთან და სატურნთან ვენერას ასპექტებმაც). ჰარმონიული ასპექტები კი ავანგარდს და განსაკუთრებულობას გვაძლევს ცვალებადობის გარეშე.

სატურნის ვენერასთან ასპექტები:

ასეთ ადამიანებს გრძნობების გამოხატვა უჭირთ, განსაკუთრებით სიყვარულის გამოხატვა და განსაკუთრებით შეერთების დროს. ისინი საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სიყვარულის თემას და ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებაში გამოხატავენ გრძნობებს. ხშირად ბავშვობაში ბევრი შეზღუდვები აქვთ მშობლების მხრიდან, ან კიდევ რაიმე ისეთს ისრუტავენ ადრეულ ასაკში მშობლების ურთიერთობიდან, რომ სიყვარული ვალდებულებად ექცევათ ხოლმე მოზრდილ ასაკში. მათ უჭირთ პატარა პრობლემების ,,გატარება” და ბედნიერების განცდის ნიჭს მოკლებულნი არიან. ხშირად ეს ასპექტი ქორწინების გადადებას, პარტნიორის პოვნის გაჯანჯლებას უწყობს ხელს, მაგრამ ისეც ხდება, ადრეულ ასაკში წყვილდებიან, მაგრამ პარტნიორობაშიც მარტოსულად გრძნობენ თავს. მოსწონთ ასაკში დიდი განსხვავების მქონე პარტნიორები, თითქოს მშობლეს ეძებენ ან პირიქით თავად ცდილობენ ვინმეს მშობლობას. სიყვარულში თავდაჯერება აკლიათ და თითქოს ეშინიათ კიდეც ამ გრძნობის, ეშინიათ რეპუტაციის დაკარგვის, ეშინიათ უარყოფის… და თუკი გადაწყვიტეს რომ ვინმე უყვართ, მზად არიან ბოლომდე შეეწირონ მათ.

უჭირთ სოციუმთან ურთიერთობაც. განსაკუთრებით დაძაბული ასპექტებისას. ხშირად სკეპტიკურები და ცინიკოსები გვხვდებიან მათ შორის(განსაკუთრებით მამაკაცებში). აქვთ წარუმატებლობის ფობია. ისინი ძირითადად  ორ ტიპად იყოფიან. პირველს გეგონებათ წარმატებაზე ალერგია აქვს, თავიდან იშორებს ნებისმიერ იღბლიან შემოთავაზებას, თითქოს ნაღვერდლები შეაჩეჩესო ხელში. მეორე ტიპი კი აღწევს წარმატებას, რომლის მსგავსი არც კი დასიზმრებია, მაგრამ ვერ ირგებს, არ სცალია ამით დასატკბობად. ბილ გეითსს აქვს ვენერა სატურნის შეერთება მორიელში (ექსტრემიზმის ნიშანში), რაც კიდევ უფრო დიდ დრაივს აძლევს. ოპრა უინფრის კვადრატი აქვს ამ ორ პლანეტას შორის, ვენერა კი მზესთან არის ახლოს, რაც მას შარმს აძლევს. მაგრამ არ შეცდეთ. სატურნი ორივე მათგანს კვადრატს უკეთებს, აქ ის არის ბოსი, მის დაკრულზე აცეკვებს ორივეს.

ვენერა სატურნის ადამიანებს კიდევ ერთი უცნაური ექსტრემისტული, განუსჯელი ლოიალობით გამოარჩევთ, დაახლოებით ასე – მე ვიცი რომ შენ გადაწვი ჩემი სახლი, დამიხოცე ოჯახი, მაგრამ 5 წლის წინ რომ სიკეთე გამიკეთე არ დამვიწყებია და ამიტომ გპატიობ ))) ნუ, ახლა ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ იდეას ხომ ხვდებით? ეს ხალხი ყოველგვარი მიზეზის გარეშე იტანჯება დანაშაულის შეგრძნებით. თუკი სადმე ვინმე რამეს აშავებს, თვითონ გრძნობენ პასუხისმგებლობას. ეცადეთ რომ გათავისუფლდეთ სულელური რწმენისგან, თითქოს ბევრი უნდა იტანჯოთ რომ მერე რაღაცით ტკბობა შეძლოთ.

დაძაბული ასპექტი ჰიპოგლიკემიის ასპექტადაც ითვლება (როგორც ვენერას ნებისმიერი დაძაბული ასპექტი მავნე პლანეტებთან – ურანთან, პლუტონთან..), სისხლში შაქარის შემცველობს დავარდნას უწყობს ხელს.( გადაამოწმეთ ექიმთან).

პლუტონთან ვენერას ასპექტები:

დაძაბული ასპექტები ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილებაა (ისევე, როგორს სატურნთან და ურანთან ვენერას ასპექტები). ეს ადამიანები ნახევრად შეყვარებულები არასოდეს არიან. ისინი ან ბოლომდე უძღვნიან თავს საყვარელ ადამიანს ან საერთოდ არაფერს გრძნობენ. ისევ ყველაფერი ან არაფერი, უმაღლესი ან უმდაბლესი გრძნობები. ბევრ მეძავს აქვს ეს ასპექტი რუკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ამ მაჩვენებლის მქონე ადამიანი ვაჭრობს სექსით. ეს ნიშნავს, რომ ისინი პლუტონს გაყვნენ და ვენერა უარყვეს. პლუტონს უნდა, რომ ძლიერი იყო და გმართოს. სძულს სისუსტეები. ვენერა კი ჩვენი რბილი გრძნობების გამოხატულებაა, სიამოვნებისა და ბედნიერების განცდის უნარი. თუკი ბოლომდე გაყვები პლუტონს, ყოველთვის დომინანტობის სურვილი გექნება, ასევე, ყველაფრის გაკონტროლების დაუძლეველი სურვილი,

შესაძლოა რაიმე სისაძაგლეებიც კი გაუკეთო საყვარელ ადამიანს, როგორც კი ისინი შეეცდებიან ბედნიერი გაგხადონ, იმიტომ, რომ ბედნიერება ადვილად მოწყვლადია, როგორც გამოგიცდია. თუკი ამ გზას აირჩევთ აუცილებლად უბედური იქნებით. ერთადერთი გამოსავალი – სიღრმეში ჩამალული ემოციების ვულკანის ამოფრქვევისგან თავის შეკავებაა, საზოგადოდ მიღებული სოციალური თუ ესთეტიკური სტანდარტებით დაკმაყოფილება. უნდა ისწავლოთ სილამაზით, სიმშვიდით ტკბობა და ჰარმონიისკენ ისწრაფვოდეთ.

ნეპტუნის ვენერასთან ასპექტები:

ნეპტუნის კავშირი ვენერასთან ხელოვნებისადმი მგრძნობელობას ზრდის. ნებისმიერი ასპექტი უბიძგებს მათ რომანტიკის სფეროში ის დაინახონ, რაც სურთ. დაძაბული ასპექტები კი განსაკუთრებით, ყოველ კვირა ახალ-ახალ ,,დარწმუნებული ვარ სწორედ ეს არის ის ერთადერთი“ სახის შეყვარებას იწვევს და ვინაიდან არ არსებობს ბუნებაში ისეთი იდეალური ადამიანი, როგორსაც ეძებენ, ხშირად მარტოობით იტანჯებიან.

იუპიტერის და ვენერას ასპექტები: დამყოლს და სენსიტიურს გაგხდით. შესაძლოა არც ისე რთული იყოს თქვენი შეცდენა და თქვენი სიკეთით სარგებლობა. თუმცა ამას გარდა, ვენერა შარმია და იუპიტერი ამ შარმს ზრდის. დაძაბული ასპექტები ჭრიჭინას სინდრომს გვაძლევს, სანამ კარს ზამთარი არ მოდგება, მანამდე თამაშს რომ არიან გადაყოლილი, რაც არც ისე ეფექტურია საქმის კეთებისას.

 

ასცედენტთან მისი ასპექტებისას : თუკი შეერთებაა კარგ გარეგნობას იძლევა. თქვენ ყველაზე ლამაზი წევრი იქნებით ოჯახის, სასწორივით მომხიბლავი და ცოტა მერყევი. თუმცა მაინც მთელ რუკაზეა საჭირო დაკვირვება, თუ მზეზე ურანი და მარსი გაზით, ან ვენერა ვერძშია, მისი ასცედენტზე ყოფნა ვერ გიშველით.

როცა ზენიტთან აქვს ვენერას კავშირი: ხელოვანი ადამიანის კარიერისკენ უბიძგებს ადამიანს. ხატვა, მუსიკა, ხელოვნების სფეროში დილერობაც კი შესაძლებელია. ვენერა ხომ საუკეთესო შემფასებელია და ფულს შოვნის ნიჭიც აქვს ამით. საზოგადოებრივი ურთიერთობებიც წარმატებით გამოუვა. თუნდაც უახლოესი ასპექტი არ იყოს კარიერაზე მოახდენს ზეგავლენას, მიუხედავად იმისა თუ რა გზას ადგახართ პოპულარობის ასპექტია.

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები