ეშმაკსაც აიძულე, ილოცოს – გურჯიევის რჩევები ქალიშვილს
ალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი მისტიკოსის, ეზოთერიკოსის, ოკულტისტისა და სულიერი მასწავლებლის – გიორგი გურჯიევის შესახებ. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და თავის მოწაფეებთან ერთად მოღვაწეობდა საქართველოში. ამ პერიოდში შექმნა ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”(მეოთხე გზა). შემდეგ შემოიარა მთელი დასავლეთ ევროპა, კითხულობდა ლექციებს ბერლინსა და ლონდონში. ის მიიჩნევდა, რომ ადამიანები იმყოფებიან ერთგვარი ,,ფხიზელი ძილის” ფაზაში, რომ ვერ აღიქვამენ რეალობას და ვერ მართავენ საკუთარ ცხოვრებას, ისევე, როგორც ვერ ვმართავთ საკუთარ სიზმრებს. ამბობდა, რომ უძველეს რელიგიებში არის დაფარული უდიდესი ცოდნა, რომელიც ადამიანებმა დროთა განმავლობაში დაამახინჯეს, თავად კი ამ ცოდნას თავი მოუყარა და შემოგვთავაზა ალტერნატიული გზა ჭეშმარიტებისაკენ. მის ცხოვრებაში ბევრი რამ ბურუსით არის მოცული, უცნობია მისი ზუსტი წარმომავლობა და ბიოგრაფია. ერთ-ერთი ვერსიით, ვოლანდის პროტოტიპიც კი გახლავთ ცნობილი რომანიდან ,,ოსტატი და მარგარიტა”.
გთავაზობთ გიორგი გურჯიევის წერილს ქალიშვილისადმი:
მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.
გააცნობიერე შენი ნებისმიერი ფიქრი, გრძნობა, სურვილი და ქმედება.
რასაც დაიწყებ, ყოველთვის დაამთავრე.
რასაც აკეთებ, გააკეთე საუკეთესოდ.
არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია.
სულგრძელობა მოწმეების გარეშე >>>>>>გაგრძელება>>>>