ექსტრემალური სიტუაციების მაჩვენებლები რუკაში – ანუ რა ხდება მერვე სახლში?
როგორც იცით, ასტროლოგიური სახლები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე აგებენ პასუხს. მაგალითად, მერვე სახლი ექსტრემიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგომის, რისკის და სახიფათო სიტუაციების სახლია, ამიტომ როცა დანარჩენი სახლების მმართველები ამ სახლში ხვდება, ან პირიქით მერვე სახლის მმართველი ხვდება რომელიმე სახლში, იმ სახლის სფეროებში დიდი აყალმაყალი შეაქვს. ასევე ხდება, როცა რომელიმე დაზიანებული პლანეტა აღმოჩნდება მერვე სახლში, ან უარყოფით ასპექტს ქმნის მერვე სახლის მმართველთან. სავალდებულო არ არის ეს ყველაფერი რადიკალურ ფორმებში გამოვლინდეს, მაგრამ იმ სფეროში რომელსაც ეს პლანეტები ან სახლები კურირებენ, მუდმივად თან გვდევს სახიფათო სიტუაციები, ტკივილი და დანაკარგები.
შემდეგი ინფორმაცია რეკტიფიკაციაშიც (დაბადების დროის დაზუსტება) დაგეხმარებათ. მაგალითად, როცა გამუდმებით წყალთან არის დაკავშირებული თქვენი სახიფათო სიტუაციები , შესაძლოა თქვენი ნეპტუნი მერვე სახლი იყოს, მერვე სახლის მმართველი იყოს მეთორმეტე სახლში ან პირიქით, ან კიდევ როცა საზღვარგარეთ მუდმივად შარში ეხვევით, შესაძლოა მერვეს მმართველი მეცხრე სახლში გქონდეთ ან პირიქით და ა.შ. ინტერპრეტაციები ფატალურად ჟღერს, მაგრამ ნუ მიიღებთ პირდაპირი მნიშვნელობით. ხანდახან სხვა დადებითი ასპექტები ანეიტრალებენ უარყოფით ასპექტებს. ამიტომ რუკის სრული ანალიზისთვის საჭიროა პროფესიონალ ასტროლოგთან კონსულტაცია.
მაშ ასე, სავარაუდო სახიფათო სიტუაციების მაჩვენებლებია რუკაში:
პირველი სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით – ნებისმიერი სახის ექსტრემალური სიტუაცია; თვითმკვლელობის მცდელობა;
მეორე სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით – ფინანსური გარჩევები; შემოსავალი ექსტრემალური სპორტისგან; მემკვიდრეობით მდგომარეობის გაუმჯობესება;
მესამე სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით- საგზაო შემთხვევების საშიშროება; დის ან ძმის დაკარგვის საფრთხე, ტანჯვა მათ გამო, განსაკუთრებით უმცროსი და-ძმა;
მეოთხე სახლის მმართველი მერვეში, ან პირიქით- საცხოვრებლის დაკარგვა, მოხეტიალე ცხოვრება, ბომჟობა; ხშირად მამის ნაადრევი დაღუპვა; ეს შეიძლება სულიერ დონეზეც გამოვლინდეს, ადამიანი ეძებდეს შინაგან სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, ნავსაყუდელს და ვერასოდეს პოულობდეს მას.
მეხუთე სახლის მმართველი მერვეში, ან პირიქით – საბედისწერო სიყვარული; ძალადობის საფრთხე; შვილის (განსაკუთრებით უფროსი შვილი) დაკარგვის საფრთხე (შესაძლოა გაიზარდოს კრიმინალი, მოთამაშე); აბორტი; აზარტული თამაშებისგან პრობლემები, სიამოვნების მორევში თავით გადაშვების საფრთხე; სცენაზე სიკვდილი;
მეექვსე სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით – ქრონიკული დაავადებების, ტრავმების, ქირურგიული ოპერაციების ალბათობა; პრობლემები თანაშრომლებისგან;
მეშვიდე სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით- პარტნიორობასთან დაკავშირებული დანაკარგები, პარტნიორის დაკარგვა, ავადმყოფობა, პარტნიორის რეპროდუქციული სისტემის პრობლემები; სასამართლო პროცესები;
მერვე სახლის მმართველი მერვე სახლში – ტრავმები, კატასტროფები; მაგრამ ხანგრძლივი სიცოცხლე და ბუნებრივი სიკვდილი;
მეცხრე სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით – უცხოელებისგან უსიამოვნებები, საზღვარგარეთ სახიფათო სიტუაციები; სიკვდილი სხვა ქვეყანაში, მოგზაურობისას… თუკი მმართველი მერკურია შესაძლოა თავის ტვინის დაავადებებისგან;
მეათე სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით – კარიერული კრახი, იერარქიული კიბიდან ვარდნა; არასწორი პროფესიული გზის არჩევა; მუშაობისას სიკვდილი; საჯაროდ სიკვდილი;
მეთერთმეტე სახლის მმართველი მერვე სახლში, ან პირიქით – უსიამოვნებები მეგობრებისგან, უფროსი დის ან ძმის გამო; ღალატი სამეგობრო წრიდან, სამეცნიერო ექსპერიმენტებისას დაზიანება; სახიფათო სიტუაციებ ჰაერში; იმ ადამიანის სიკვდილი რომელმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანა, თქვენი მსოფლხედველობის ჩამოყალიბებაში;
მეთორმეტე სახლის მმართველი მერვე სახლში ან პირიქით – ინტრიგები, შანტაჟი, თავისუფლების შეზღუდვა, სიკვდილი საავადმყოფოში, ციხეში, წყალში, გაურკვეველ ვითარებაში, ან სახლში, ლოგინად ჩავადნილის…
დაზიანებული მზე მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვე სახლის მმართველთან – ზოგადად ექსტრემალური სიტუაციების საფრთხე; თვითმკვლელობის მცდელობა;
დაზიანებული მთვარე მერვე სახლში, მის კუსპიდზე , ან უარყოფით ასპექტში მერვე სახლის მმართველთან- წყალთან დაკავშირებული სახიფათო სიტუაციები, თვითმკვლელობის მცდელობა;
დაზიანებული მერკური მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვეს მმართველთან – რევანში, დევნა, საგზაო შემთხვევების საფრთხე;
დაზიანებული ვენერა მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვე სახლის მმართველთან – საბედისწერო სიყვარული, ძალადობის საფრთხე;
დაზიანებული მარსი მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვე სახლის მმართველთან – კატასტროფები, ტრავმები, ძალადობრივი სიკვდილი;
დაზიანებული იუპიტერი მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვეს მმართველთან – კარიერული კრახი, მასიური კატასტროფების საფრთხე;
დაზიანებული სატურნი მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვე სახლის მმართველთან – დეპრესიის ნიადაგზე თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, გაგუდვა, ბლაგვი საგნებით მიყენებული დარტყმები;
დაზიანებული ურანი მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვე სახლის მმართველთან – მოულოდნელი ექსტრემალური სიტუაციები, უბედური შემთხვევები (ძირითადად საჰაერო);
დაზიანებული ნეპტუნი მერვე სახლში, მის კუსპიდზე ან უარყოფით ასპექტში მერვეს მმართველთან – მოწამვლა, წყალში სახიფათო შემთხვევები, თავისუფლების შეზღუდვა, დევნა, ძებნაში ყოფნა;
დაზიანებული პლუტონი მერვე სახლში, მის კუსპიდზე, ან უარყოფით ასპექტში მერვე სახლის მმართველთან – პრობლემები კრიმინალური სამყაროს, მაფიის, ან სხვა, ძალაუფლების მქონე წრეების მხრიდან, მასიურ კატასტროფებში მოყოლის საფრთხე;
მოამზადა დოჩი გოგომ