ასტროლოგიური მაღაზია

ეროგენული ზონები ნიშნების მიხედვით

ეროგენული ზონებიყველა ზოდიაქოს ნიშანს ინდივიდუალურად განსაკუთრებით მგრძნობიარე ეროგენული ზონა აქვს, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ გააოცოთ და უფრო დიდი სიამოვნება მიანიჭოთ თქვენს რჩეულს…

ვერძი

ორივე სქესის ვერძებს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები თავსა და სახეზე აქვთ. ისინი მომენტალურად რეაგიგერებენ შუბლზე მსუბუქ მოფერებასა და თმასთან თამაშზე. შეეხეთ ვერძის საფეთქელს და სექსუალური ურთიერთობების საფუძველი ჩაყრილია.

ყურის ბიბილოს ფეტიშირებაც სწორედ ვერძებისგან მოდის. თუმცა, სინამდვილეში, ვერძი ყურში ოდნავი შებერვით უფრო იღგრძნება, ვიდრე ბიბილოს დაზელვით.

აღნიშნული ნერვული დაბოლოებების გამო, ქალ ვერძებს წვერებიანი მამაკაცის კოცნა ჭკუიდან შლით.

თუ საქმე მამაკაც ვერძთან გაქვთ, მაქსიმალურად აღსაგზნებად თითით ტუჩზე ფრთხილად შეეხეთ.

კურო

კუროს მგრძნობიარე ზონა კისერია. დაიწყეთ კეფის არეში მსუბუქი მასაჟით და ნელ-ნელა კისერზე გადადით. არსებობს “შემთხვევითი” შეხების შეუზღუდავი შესაძლებლობები.

მაგალითად: მამაკაცისათვის ჰალსტუხის გასწორებისას შეგიძლიათ უეცრად კისერზე დაუსვათ ხელი ან ფრჩხილი გაატაროთ. თქვენ მისი რეაქცია გაგაოცებთ.

სანაპიროზე ქალის გაშიშვლებულ კისერს შეეხეთ, მაგალითად სილის ჩამოსაწმენდად და ეს მისთვის სიგნალი იქნება.

სულერთია კაცთან გაქვთ საქმე თუ ქალ კუროსთან, როდესაც თქვენ განმარტოებულნი ხართ (არაა აუცილებელი რომანტიული ან სექსუალური მიზნით), კისერი ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.

იგივე ზონაში კოცნა ან უვნებელი კბენა, მხოლოდ გაახურებს კუროს. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ კუროს ბუნებრიობა მოსწონს.

ტყუპები

ტყუპების განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ხელებია. ქალები დადებითად რეაგირებენ ხელის კოცნაზე, ხოლო კაცებს ძალაინ უყვართ, როდესაც მათ სათითაოდ უკოცნიან თითებს.

შეეცადეთ თითებით ტყუპების ხელს წაეთამაშოთ. მოგეჩვენებათ, თითქოს ნერვული დაბოლოებები თავად ცდილობენ ერთმანეთთან შეხებას. თითის ბალიშების მოულოდნელმა მოფერებამ  შეიძლება მთლიანი სხეული თრთოლვა გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ორივე სქესს, ყველაზე მეტ სიამოვნებას ენისა და კბილების მოზიარე ღრმა კოცნა ანიჭებს.

ცნობილია, რომ ამ დროს მათ შეიძლება ორგაზმიც კი განიცადონ. თუმცა ყველაზე მგრძნობიარე ნაწილად მაინც მკერდი რჩება. ორივე სქესი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს დვრილების ორალურ და მანუალურ სტიმულაციაზე.

აქტამდელ თამაშისას კი, მკერდთან კავშირი მხოლოდ გააღვივებს სექსუალურ ენერგიას.

ლომი

ლომთან ერთად აბაზანაში განმარტოვდით…

ზურგი მისი მგრძნობიარე ადგილია. კარგად დაუმასაჟეთ  ღრუბლით და ფრთხილად ჩააცურეთ ხელი დაბლა…

წყალში თქვენც მოხერხებულად მოთავსდით. შეეხეთ პარტნიორს  რაიმე ნაზი, ხავერდოვანი ქსოვილით  ხერხემალზე…

თქვენი ლომი დაუოკებელი გახდება! ქალი ლომის აღსაგზნებად ქვედა მუცელზე მოფერებაც არ დაგავიწყდეთ.

 

ქალწული
ქალწული მთელი სხეულით მზადაა იგრძნოს პარტნიორის ალერსი ენით. განსაკუთრებით რეაგირებს პარალელურად თმაზე შეხებისას. წელზე ხელის შევლებაც განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენს.

ქალწულს სისუფთავის იდეა ფიქსი აქვს, ასე რომ შეეცადეთ შხაპის ქვეშ მოხვდეთ ერთად. წარმოუდგენლად რეაგირებს ჭიპის მიდამოებში მოფერებაზე.

 

სასწორი

სასწორისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილი წელი და საჯდომია. ცეკვისას ან უბრალოდ გვერდიგვერდ სეირნობისას, ფრთხილად შეეხეთ მას წელზე. ეს ნიშანი იქნება.

უფრო ინტიმურ სიტუაციაში კი წელის ქვედა და ზედა მიდამოებში ნაზი მასაჟი გაუკეთეთ. თქვენი სასწორი ექსტაზში ჩავარდება!

მამაკაც სასწორს საჯდომზე ნებისმიერი შეხება გააგიჟებს.

რადგან წელი და უკანა მხარე სასწორის ყველაზე მგრძნობიარე მიდამოა, (განსაკუთრებით ქალი) უპირატესობას ანიჭებს პოზებს, რომლებშიც მისი სხეულის ამ ნაწილს პარტნიორი კარგად ხედავს.

სხვათა შორის, სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანის სხვა ნიშნებისგან გამორჩევა საჯდომის თანაბარი, ლამაზი სფეროსებრი მოყვანილობით ძალიან ადვილია.

მორიელი
მორიელისთვის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი თვითონ სასქესო ორგანოა. მსუბუქი შეხებაც კი ვულკანად აქცევს მორიელ მამაკაცს, ქალი მორიელების უმრავლესობა კი ფეხიფეხზე გადადებითაც იღგზნება.  თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალის შემთხვევაში, თვითონ უნდა მიაგნოთ ზუსტ წერტილს, რომელიც გააგიჟებს. ეს ძნელი არ არის, თუ პარტნიორის სურვილსაც მიჰყვებით.

მშვილდოსანი
მისი მგრძნობიარე ადგილებია თეძო და ფეხების ზედა ნაწილი. ქალი მშვილდოსნებისთვის კი ამ ორ „კომპონენტს“ თმაც ემატება.

სცადეთ, შეხებისთანავე სიამოვნებისგან აკრუტუნდება.

გიჟდებიან ფეხის უკანა მხრიდან მოფერებაზე და უყვართ მსუბუქი მასაჟი ზეთით, თუმცა თითქმის ვერასოდეს ახერხებენ მასაჟის ბოლომდე დასრულებას. : )

 

თხის რქა

მამაკაც თხის რქებს ქალის მკერდის შეხება აგიჟებს. უყვართ, როდესაც მათ დვრილებით ეხებიან  და ეფერებიან მუცელზე, პირზე, მკერდზე…

ქალი თხის რქა გაგაოცებთ თუ მუცელს და მუხლებს  დაუმასაჟებთ და დაუკოცნით. ჭიპის ირგვლივ მიდამო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვთ. მუხლებს ქვემოთ კანი კი ადვილად სტიმულირდება.

ორივე სქესს უყვარს ხერხემლის მასაჟი. დაიწყეთ წელით და ადით ზემოთ. გამოიყენეთ ხელები, სახე, ენა… შეიძლება ფეხის ტერფებით მოფერებაც კი ესიამოვნოს.

 

მერწყული

მერწყულის ეროგენულ ზონებში გამოირჩევა იდაყვები, ფეხის მუხლები და კოჭები. ამ მიდამოებში ნებისმიერი შეხება სურვილს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

სცადეთ ფეხზე მდგომი პოზა, რომლის დროსაც ქალი ფეხებით შემოვლებულია კაცზე.

მერწყულთა უმრავლესობას ინტიმურ ურთიერთობაში აგრესიული ქმედებები არ უყვარს.

თევზები

თევზებს სექსისთვის თბილი ადგილები და მყუდრო ადგილი უყვარს, სადაც იდეალური გარემოა. უკეთესია თუ იქვე წყლის ხმა ისმის, ლივლივს ხედავს ან თვითონაც წყალშია.
წლის ლეიბიც ძალიან გაახარებს.

თევზებს აღაფრთოვანებს ფეხებისა და ტერფების მასაჟი, თითების ფეტიში. აღუწერელ სიამოვნებას მიანიჭებთ თუ ტუჩებითაც შეეხებით.

მოამზადა: ანნა ბასტუკამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები