ასტროლოგიური მაღაზია

დრაკონი – ზოგადი დახასიათება

დრაკონიდრაკონში მოჭარბებულადაა ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ენერგია, აქტიურობა. გულღია და ოქროსავით სუფთა, არაა მიდრეკილი მეწვრილმანეობისკენ, თვალთმაქცობისკენ. მართალია ის ისეთი მიამიტი არაა, როგორც კეთილი ღორი, თუმცა მისი მოტყუებაც ძალიან ადვილია.

დრაკონი მგრძნობიარეა. ხშირად ნერვიულობს უმიზეზოდ. მისი მოთხოვნილება სრუყოფილებისკენ მას მომთხოვნ ადამიანად აყალიბებს როგოც თავისი თავის, ისე სხვების მიმართ.გაღიზიანებული დრაკონი ვერ აკონტროლებს საკუთარ აზრებს და ხშირად მისი ენა ასწრებს მისივე სიტყვებს.ის თავშეუკავებელი ენთუზიასტია, ადვილად პოულობს გატაცებებს. ამაყი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია, ინტელიგენტი, ამტანი და დიდსულოვანი. ის საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა, მას უსმენენ.მთელი ცხოვრების მანძილზე დრაკონს არ დაუდგება გასაჭირი, ის ნებისმიერ საქმეში მიაღწევს წარმატებას, მიუხედავად პროფესიისა. იქნება ის მღვდელი, მეომარი, ექიმი, თუ პოლიტიკოსი, ის მუდამ იბრწყინებს. თუკი ის საკუთარ თავს დიად მიზნებს მიუძღვნის, წარმატება გარანტირებული ექნება. მაგრამ, თუ მან ცუდი საქმეების კეთება დაიწყო, სამწუხაროდ, ასეთივე წარმატებით გააკეთებს – ის ყოველთვის გამარჯვებულია!

სიყვარულით ის ხშირად უყვართ, მაგრამ თავად იშვიათადაა შეყვარებული. მას არასდროს ექნება სასიყვარულო წარუმატებლობა და ამ ნიადაგზე სტრესი. დრაკონი ხშირად იქნება დრამის მიზეზი. ამ ნიშნის ქალები წარმატებით სარგებლობენ .

დრაკონი იშვიათად ქმნის ოჯახს ახალგაზრდა ასაკში, ის ხშირად რჩება დაუოჯახებელო და ეს მოსწონს კიდეც, რადგან მარტოობაში უფრო ბედნიერად გრძნობს თავს.

მას შეუძლია ცხოვრება დაუკავშიროს ვირთხას. შეყვარებული ვირთხა აიტანს მისგან ყველაფერს, გულგრილობასაც კი, რა თქმა უნდა ის გამოიყენებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება დრაკონთან ურთიერთობამ მოუტანოს, თუმცა, ამავდროულად შეავსებს დრაკონს თავისი კრიტიკული გონებითა და ფულის სიყვარულით. იგივე შეიძლება ითქვას გველზე. მამალ-ტრაბახასაც შეუძლია დრაკონთან საერთო ენის გამონახვა. ის კმაყოფილებით კენკავს მისი წარმატების ნამცეცებს. საქმიან თუ სასიყვარულო ურთიერთობებში დრაკონს კარგად ეწყობა მაიმუნი. მაიმუნი შეავსებს დრაკონს თავისი ეშმაკობით, ხოლო დრაკონი, თავის მხრივ, მაიმუნს თავის ძალაუფლებას გაუზიარებს. ისინი ჭირდებიან ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ მაიმუნი იაზრებს ამას. ყველა ნიშნისგან მხოლოდ მაიმუნს შეუძლია დრაკონის გაცინება. მისი იუმორი ხშირად არბილებს დრაკონის სიამაყეს.

მამაკაცი დრაკონისთვის მიმზიდველი იქნება ქალი-გველის სილამაზე, რომლითაც ის იამაყებს. ვეფხვთან კავშირი არ მოიტანს სიმშვიდეს, მაგრამ ყველაზე მეტად დრაკონმა თავი უნდა აარიდოს ძაღლის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს! ისინი პესიმისტები და რეალისტები არიან და არ დაუჯერებენ დრაკონს.

თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე დრაკონს ექნება გარკვეული პრობლემები, ვიაიდან ის მეტისმეტად ბევრს მოითხოვს თავისი ახლობლებისგან. მისი არტისტული ტემპერამენტი გარკვეულ პრობლემებს მოიტანს ცხოვრების მეორე ეტაპზეც.

დრაკონს, რომელიც თავის გარემოცვაში ათი თავით მაღლა დგას, არ ტოვებს გაურკვევლობის გრძნობა. სინამდვილეში, მისით აღფრთოვანებული იქნებიან, მას მოუსმენენ. რაც უფრო ნაკლებია მისი სევდა, მით უფრო წარმატებულია ის.

მას რთული ხასიათი აქვს და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აწუხებს. მაგრამ დრაკონი წარმატებული იქნება თავისი ცხოვრების მესამე ეტაპზე – ის მიაღწევს ყველაფერს, რაც უნდა. მისი ნიშანი წარმატების, ზეციური ძალისა და ყველაზე კეთილშობილი ასტროლოგიური გავლენის ნიშანია. ის ცხოვრებისა და ზრდის სიმბოლოა. დრაკონს მოაქვს კეთილდღეობის ოთხი საწინდარი: სიმდიდრე, სიკეთე, ჰარმონია და ხანგრძლივი სიცოცხლე.

თუმცა ყველა მედალს თავისი მეორე მხარეც აქვს: და თუ გგონიათ, რომ დრაკონს იოლი ბედი აქვს, ისიც გახსოვდეთ, რომ ეს ილუზიაა. ის მუდამ ბრწყინავს, მაგრამ ეს ის ბრწყინვალება არაა, რომელმაც შეიძლება დაგაბრმაოთ. მისი პიროვნული სიძლიერე – მის მოჩვენებითობაშია. ის არ არსებობს რეალურად – ის აღლუმის, კარნავალის ტიპის ცხოველია, უშფოთველი და ძლევამოსილი. თავისი სურვილებისამებრ ის აფრქვევს: ცეცხლს, ოქროსა და წყალს, მაგრამ როგორც კი კარნავალი მთავრდება, მას წვავენ, მაგრამ დრაკონი – ქიმერული ცხოველია. როგორც ფენიქსი, ის მაინც აღსდგება ფერფლიდან მომდევნო დღესასწაულისთვის და კვლავ იბრწყინებს.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

დრაკონი – შეთავსება

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Maka Ugulava says:

    Anka Eliashvili

  2. ragac ragaceebi mecno

  3. mm.. sainteresoa.. tavis agmochenac sheizleba