ასტროლოგიური მაღაზია

დიეტა მთვარის კალენდრის მიხედვით

 დიეტა მთვარის კალენდრის მიხედვითძალიან მარტივია კვების პრინციპი დაუკავშირო ბუნებრივ რითმს. ეს ერთადერთი დიეტაა ხანგრძლივი ეფექტით.ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და არ ახდენს არანაირ ნეგატიურ ზემოქმედებას. არ ვნებს ორგანიზმს, ვინაიდან არ ერევა მის შინაგან პროცესებში.

ყველამ ვიცით, რომ დიეტის შეწყვეტის შემთხვევაში სხეული კვლავ იმატებს წონაში.ასეთ დიეტას ახასიათებს უკუჩვენება, რაც სხვადასხვა დაავადებების სახით ვლინდება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს, არ უნდა დაკარგოს გონივრულობა – არ შეიძლება ბრმად ენდო ათასობით დიეტას, მხოლოდ იმიტომ, რომ გახდე.

ამას სჯობს დაიცვათ დიეტა მთავარის კალენდრის მიხედვით!

 ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ

დიეტის დროს იკვებეთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. თქვენი ძირითადი სასმელი უნდა გახდეს ჩვეულებრივი, ონკანის წყალი (თუმცა ზოგიერთ რეგიონში მინერალური, უფრო გაზგასული წყლის გამოყენებაა სასურველი).

მზა პროდუქი წარმოუდგენელია კონსერვანეტების გარეშე. ხოლო ის საკვები, რომელიც კონსერვანტებს შეიცავს, – დაბალხარისხიანი პროდუქტით მზადდება, ამიტომ აუცილებელია ვიკვებოთ მხოლოდ ახალი პროდუქტით, ყველანაირი კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლეს ხარისხის ნაწარმს.

საკვები მოამზადეთ დიდი სიყვარულით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: სასურველია მივიღოთ მოხარშული ბურღულეული, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ინელებს, ამიტომ შუალედური წახემსებების გარეშე უფრო მშვიდად შეგიძლიათ დაელოდოთ სადილს ან ვახშამს.

მთვარის დიეტის საშუალებით შეგიძლიათ აყვეთ ბუნების რიტმს, წონაში დაიკლოთ ზედმეტი სირთულეების გარეშე და ამასთანავე, მავნე ნივთიერებებისა და წიდებისგან (შლაკებისგან) გათავისუფლდეთ.

თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმ წონას, რომლის დროსაც უბრალოდ თავს იგრძნობთ კარგად. არ დაგავიწყდეთ, მთვარის დიეტის დროს შიმშილი არ არის აუცილებელი. 14 დღე მთვარე არის კლებადი. 14 დღე მზარდი. მთვარის დიეტა მაქსიმალურად იყენებს ამ ციკლს.

იკვებეთ მთვარის ფაზების შესაბამისად :

ახალმთვარეობა: ახალმთვარეობამდე 2 – 3 დღით ადრე აუცილებელია შედარებით ნაკლები საკვები მიირთვათ. ამ დღეებში მიიღეთ დღეში 1,5-2 ლიტრი სითხე. ასევე, სასურველია ახალმთვარეობამდე 2 დღით ადრე და შემდეგაც, მივიღოთ ჩვეულებრივზე მეტი ხილი და ნატურალური წვენი.

 ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ

მზარდი მთვარე: განსაკუთრებით ამ პერიოდშიაც აუცილებელია ნაკლები საკვების მიღება, ხოლო 18 საათის შემდგომ კვება- საერთოდ არ არის სასურველი. ეცადეთ მიიღოთ ბევრი სითხე მხოლოდ 19 საათამდე (19 საათის შემდეგ მიიღეთ სითხე მხოლოდ ძლიერი წყურვილის შემთხვევაში). ამ დროს სასურველია ასევე მსუბუქი მასაჟი.

ახალმთვარეობიდან სავსე მთვარეობის პერიოდამდე ადამიანი ყველაზე ადვილად იმატებს წონაში, ამიტომ – აუცილებელია საკვებისა და გაზიანი სასმელების შეზღუდვა.

სავსემთვარეობა: 18 საათამდე ასევე სასურველია, ნაკლები მივირთვათ . უნდა მივიღოთ დიდი ოდენობით წყალი და ხილი.

კლებადი მთვარე: კლებად მთვარეზე შეგიძლიათ თავისუფლად იკვებოთ და არ შეგეშინდეთ გასუქების, მაგრამ თუ გახდომა გსურთ 17 საათის შემდეგ არ არის სასურველი საკვების მიღება. მიაქციეთ ყურადღება საკვების ხარისხს. სასურველია ყოველდღიური მასაჟი, რასაც გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი წიდები.

სავსე მთვარეობიდან კლებადი მთვარის პერიოდში ადვილდება წონაში კლება. ასევე, ორგანიზმი თავისუფლდება წიდებისგა (შლაკები) და მავნე ნივთიერებიბისგან.

სწორედ კლებად მთვარეზე , ანუ მთვარის მე-3 და მე-4 ფაზის დროსაა ყველაზე სასარგებლო ყოველგვარი ,,ზედმეტობისგან,, გათავისუფლება.

გამოიყენეთ ეს ორკვირიანი პერიოდი!

მოამზადა თიკო ჩხაიძემ

ნათია ჩანგელიას კაბინეტი

ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი Astrologia.geს მკითხველს 50 %იანი სპეციალური ფასდაკლებით და მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოემსახურება

ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ: 568 75 77 88
მის: ბუდაბეშტის ქ. 2 (გაგარინის მოედანზე)

გაეცანით მომსახურებას და სპეციალურ ფასებს პირადად თქვენთვის

  • სახის კანის ულტრაბგერითი წმენდა– 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • უმტკივნეულო ელექტრო ეპილაცია– 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი  
  • მექანიკური პილინგი– დერმააბრაზია- 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • პიგმენტური ლაქების მოცილება აპარატურით- 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • ულტრ. ფონოფორეზი (გელის,შრატის შეყვანა)- 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი 
  • ელექტროფორეზი-ვიტამინ. და შრატის შეყვანა- 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი
  • პარაფინოთერაპია + კოსმეტიკური მასაჟი – 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი
  • უმტკივნეულო წარბების კორექცია – 14 ლარის ნაცვლად 7 ლარი

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები