ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი ქალწულში

ქალწულითევზებს ძალიან უყვართ დაუცველის როლში ყოფნა, მუდამ ვიღაცის მხარს ეძებენ საქვითინოდ და იზიდავენ კიდევაც ისეთ ხალხს, რომლებიც მუდმივად მზად არიან სხვისი პრობლემებით დაკავდნენ. თქვენ გვერდით პრაქტიკული, მატერიალურ სამყაროში კარგად გარკვეული ადამიანი გესაჭიროებათ, ყოველდღიურ წვრილმანებზე თქვენ ნაცვლად რომ იზრუნებს, სანამ თქვენ პარალელურ სამყაროებში იმოგზაურებთ თქვენი რჩეულისთვის არაამქვეყნიური სიყვარულისა და ამაღლებული გრძნობების ჩამოსატანად.

ის მუდამ მზად უნდა იყოს ამ სასტიკ სამყაროში გზააბნეულს რეალური დახმარება აღმოგიჩინოთ. სანაცვლოდ თქვენ მორალურად დაუდგებით მხარში, ნებისმიერ საკითხში გაუგებთ და თანაუგრძნობთ. ქალწულის მმართველი მერკურია, ამიტომ აუცილებლად მიიქცევენ თქვენს ყურადღებას კარგად მოლაპარაკე, ანალიტიკურად მოაზროვნე ინტელექტუალური ადამიანები, რომლებიც საკუთარი აზრების მკაფიოდ და გარკვევით ჩამოყალიბებას ახერხებენ. თქვენ ის შემთხვევა ხართ – ყურებით უყვართო რომ ამბობენ. ურთიერთობის მენტალურ მხარეზე ზრუნვა, რაც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის, თქვენი პარტნიორის კომპეტენციის ფარგლებში უნდა შედიოდეს. ის უნდა ზრუნავდეს წესრიგზე, ჯანმრთელობაზე, სისუფთავეზე სახლში.

უნდა იყოს მშრომელი, პატიოსანი, სუფთა და მოვლილი. ქალწული სამსახურეობრივ ურთიერთობებს მართავს, ჯანმრთელობას და შინაურ ცხოველებს. ამიტომ შეიძლება თქვენი რჩეული თქვენი თანამშრომელი, საქმიანი პარტნიორიც კი იყოს. გაცნობის ადგილიც ასეთივე იქნება – სამსახურეობრივი, ბიუროკრატიული, ან სამედიცინო დაწესებულებები. გარემოება? სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ასე რომ ერთ მშვენიერ დღეს ძაღლის გასეირნებისას ფეხი თუ იღრძეთ, სასწრაფოს გამოძახებამდე აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში.

ვინ იცის როგორ გელოდებათ თქვენი საბედო? პრობლემები დაკავშირებულია პარტნიორის სიცივესთან, სიმშრალესთან, პრაგმატულობასა და მოსაწყენობასთან. თქვენ სადღაც სხვა განზომილებაში სალივლივოდ ეპატიჟებით, ის კი ამ დროს ყვავივით დაგჩხავით – ეს გააკეთე, ის გააკეთე…. არადა არ ხართ კეთების ხასიათზე, ვახ…

ავტორი

მსგავსი ფოსტები