ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი სასწორში

სასწორითქვენ დიპლომატი გჭირდებათ, თუნდაც ამას ვერ აცნობიერებდეთ. მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული და სიმპათიური ადამიანი კარგი მანერებით, რომელიც ურთიერთობს წესებით, იცის როდის რა უნდა თქვას, როდის წავიდეს კომპრომისზე და შეუძლია ნებისმიერი დაძაბული სიტუაციის განმუხტვა.

თქვენ ინიციატორობა გსურთ, ურთიერთობასა და ზოგადად ცხოვრებაში სიახლეებს თავადაც შეიტანთ, თქვენმა პარტნიორმა კი უბრალოდ მხარი უნდა დაგიჭიროთ, გაგანებივროთ კომპლიმენტებით, ზრუნავდეს სილამაზესა და ჰარმონიაზე ურთიერთობაში. თქვენ არ შეგიძლიათ ემოციების შეკავება, ყოველთვის პირდაპირ გამოხატავთ რასაც ფიქრობთ, გრძნობთ და განიცდით, თქვენმა მეორე ნახევარმა კი ეს ყველაფერი უნდა დააბალანსოს, ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს.

არ არის სავალდებულო რომ ასეთი ადამიანი მაინცდამაინც სასწორის ნიშნის ქვეშ იყოს დაბადებული, შესაძლოა უბრალოდ ვენერა ყავდეს ძლიერი და მკვეთრად გამოხატული. შესაძლოა პროფესიაც ვენერასეული ჰქონდეს: დიპლომატი, ხელოვანი, ადვოკატი ან მხატვარი, ან უბრალოდ კარგად ერკვეოდეს ამ სფეროებში: ხელოვნების ექსპერტი, ფსიქოლოგი, მოდელიორი, დიზაინერი. შეხვედრით სავარაუდოა საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს, გამოფენებსა თუ თეატრებში, კონცერტებზე შეხვდეთ.

აქ თქვენ დაკარგულივით ხართ და შესაძლოა აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელსაც ამდენი ხანია ეძებდით. პარტნიორობაში პრობლემებიც სასწორისეულია ამ დროს. თქვენ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ მისმა გაუბედავობამ, ყოყმანმა, მერყეობამ, თავის თავზე აღებული საქმეების ბოლომდე არ მიყვანამ. სექსუალური და ემოციური კონტაქტის გარდა ასეთ დროს აუცილებელია მენტალური კონტაქტიც: პრობლემებზე საუბარი, განხილვა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები