ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი ნიშნებში

fotooდესცედენტი – ანუ როგორი იქნება თქვენი მეორე ნახევარი? სად შეიძლება შეხვდეთ მას და რა პრობლემები შეიძლება გქონდეთ ურთიერთობაში?

გაითვალისწინეთ: სექსუალურად სასურველი პარტნიორის ტიპაჟს მამაკაცის რუკაში განსაზღვრავს ვენერა, ქალის რუკაში – მარსი. ცოლის იდეალზე მეტყველებს – მთვარე და ქმრის იდეალზე – მზე. დესცედენტი – ეს ზოგადად მოთხოვნებია თუ როგორი ადამიანი გვჭირდებათ გვერდით. ამ მონაცემებს შეიძლება ცვლიდეს: დესცედენტზე პლანეტების მდებარეობა, მეშვიდე სახლში პლანეტების მდებარეობა, დესცედენტთან პლანეტების ასპექტები, მეშვიდე სახლში სხვა ნიშნის და განსაკუთრებით სხვა ნიშნის პლანეტების მდებარეობა. თქვენი პარტნიორის გაცნობის ადგილზე გავლენას ახდენს ასევე დესცედენტის მმართველის სახლებში მდებარეობაც, ვენერას და მარსის სახლებში მდებარეობაც და ა.შ.

როცა თქვენი პარტნიორის მზის ნიშანი თქვენი დესცედენტის ნიშანს ემთხვევა, ეს ნიშნავს რომ მისი მზე სინასტრიულ რუკაში თქვენს მეშვიდე სახლშია და ეს სასიკეთო კავშირია, თუმცა სავალდებულო არაა ყველაფერი ასე იყოს. მაგალითად, შესაძლოა თქვენი დესცედენტი იყოს თხის რქაში, თქვენი მეუღლე იყოს მერწყული და მისი მზე მაინც თქვენს მეშვიდე სახლში აღმოჩნდეს. ანუ, გადამწყვეტი არ არის მზის ნიშანი, მთავარია ინდივიდი იმ თვისებებით იყოს დაჯილდოებული თქვენ რომ ასე გჭირდებათ საკუთარი თავის შესავსებად. ასცედენტი და დესცედენტი ერთი მთლიანობაა, ასცედენტი ეს ხართ თქვენ და თქვენი ურთიერთობა სამყაროსთან, დესცედენტი კი სარკეა, თქვენი ჩრდილი, ანარეკლი, რომელიც სხვასთან ურთიერთობაში ვლინდება (საინტერესოა ისიც, რომ ეს სახლი პარტნიორების გარდა, თქვენს მტრებსაც ახასიათებს). თუკი პირველი სახლი ძალიან ცხადად ჩანს, მეშვიდე სახლის თვისებები ქვეცნობიერშია დამალული და მის გასააქტიურებლად ზუსტად ისეთ ადამიანთან ურთიერთობაა საჭირო, როგორებიც გხვდებიან.

არაფერი შემთხვევით არ ხდება და თუკი პარტნიორები იცვლებიან და პრობლემა იგივე რჩება, ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს მსხვერპლად, საჭიროა მეტი ჩაღრმავება – რატომ იზიდავთ ასეთებს? ეგებ თქვენშია რაღაც გამოსასწორებელი და თუ საკუთარ თავში დაალაგეთ, პარტნიორებთანაც დალაგდეს? ,,ერთნაირები ერთმანეთს იზიდავენ – ეს კოსმიური კანონია“(რიჩარდ ბახი). ასცედენტსა და დესცედენტზე სხვადასხვა სტიქიის, მაგრამ ერთი მოდალობის ნიშნები ჩნდებიან ყოველთვის. მუტაბელური ნიშნების დროს – თავად ხართ ცვალებადი, ადვილად გწყინდებათ ყველაფერი და პარტნიორებიც ასეთები თუ არ შეგხვდათ, პარტნიორებს გამოიცვლით. თუ ფიქსირებული ნიშნებია, მაშინ სტაბილური ადამიანი იქნებით და სტაბილურ პარტნიორებს მოიზიდავთ. კარდინალური ნიშნების შემთხვევაში კი თავად გინდათ ყველაფერი უცებ და ხასიათის ეს თვისება ურთიერთობებზე აირეკლება.
                                                                                                                                            მოამზადა დოჩი გოგოხიამ

მოკლედ, როგორი ნახევარიც ვართ, ისეთივე მეორე ნახევრებს ვიწებებთ. რამე არ მოგწონთ? პარტნიორის შეცვლის მცდელობამდე, თავად შეიცვალეთ. ახლა კი მოკლედ დესცედენტზე ნიშნებში:

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ჩემი დესცედენტი არის სასწორში, მეუღლე კირჩხიბია და მისი მზე ჩემს მე4 სახლში ხვდება.ამას როგორ ახსნით?