ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი მორიელში

მორიელიასეთ დროს ემოციური კონტაქტი უფრო მნიშვნელოვანია და ადამიანსაც ისეთი პარტნიორი სჭირდება რომელიც მუდმივად მძაფრი შეგრძნებების პიკზე ამყოფებს, ემოციებს გაუღვივებს, იქნება ერთგვარი ემოციური მუხტის შემომტანი ურთიერთობაში, მატერიალურ საკითხებზე კი კუროს ასცედენტი თავადაც იზრუნებს. ეს ორივე ფიქსირებული ნიშანია და შესაბამისად ისწრაფვიან მყარი და სტაბილური ურთიერთობისკენ. ასეთის ქორწინება მყარია და ხანგრძლივი, თუ, რა თქმა უნდა, მისი პარტნიორი მუდმივი ცეცხლისწამკიდებელი იქნება.

თქვენ დრამა გჭირდებათ ურთიერთობაში, ვნებები და სულაც რომ რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობა გქონდეთ, თუკი კარგი სექსი გექნებათ, ვერაფერი დაგაშორებთ. პირველი შთაბეჭდილებაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს, აუცილებლად ჩაგივარდებათ გულში მგზნებარე და მისტიური ადამიანი, რომელიც მოახერხებს და თავის ღრმა სულიერ სამყაროს თქვენი მხედველობის არეში მოხვედრისთანავე წარმოაჩენს, თანაც არაპირდაპირი გზით. შესაძლოა ატარებდეს თილისმას, ტატუს, რაიმე უჩვეულო ქვას ან ნივთს, რომელშიც აუცილებლად იქნება ჩადებული დიდი აზრი. ის ძლიერი უნდა იყოს და ზეგავლენის მოხდენის უნარი ჰქონდეს. ყოველთვის მიგიზიდავთ რაღაცნაირად საიდუმლოებებით მოცული, საინტერესო და გამორჩეული ტიპაჟები. შეხვედრა და გაცნობაც უჩვეულო უნდა იყოს, დამაინტრიგებელი და მისტიკის საბურველში გახვეული.

,,უკაცრავად თქვენი გაცნობა შეიძლება?“ – კაფეში ამგვარი შაბლონური ფრაზებით მოსული ადამიანი თქვენი ნამდვილად არ იქნება. შეხვედრა შესაძლოა მოხდეს კრიზისულ სიტუაციებში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ექსტრემალურ პირობებში, ან სულაც მიწის სიღრმეში – მეტროში, თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში. პროფესიაც მძიმე და რისკთან დაკავშირებული ექნება, მაფიოზობით თუ პოლიციის აგენტობით, საიდუმლო ორგანიზაციის წევრობითა თუ ბოევიკობით დაწყებული, შახტიორობით დამთავრებული. შეიძლება იყოს ქირურგიც, გამომძიებელიც, მევახშეც და კრიმინალიც.

საიდუმლოება და ინტრიგა მუდმივად თან უნდა სდევდეს. მოკლედ, თუ მორიელი არა, მკვეთრად გამოხატული პლუტონიანელი გჭირდებათ, ძლიერი და ღრმა. პრობლემები ურთიერთობაში ემოციურ დონეზე დომინირებაზე ომით იწყება. მუდმივმა დაძაბულობამ, მუდმივად ემოციების პიკზე ყოფნამ, ეჭვიანობამ, მესაკუთრეობამ, პროვოკაციებმა, ემოციურმა წნეხმა შესაძლოა ცოტა დაგღალოთ, თუმცა თავადაც ეს არ გსურდათ? არ ჩაიდოთ გულში არაფერი, აუცილებლად გამოხატეთ წყენა, გულისტკივილი, ამოქექეთ ყველა პრობლემის სათავე, გაუგეთ ერთმანეთს და ეცადეთ ამ ყველაფერზე ისწავლოთ, განვითარდეთ და ახალი ფურცლიდან დაიწყოთ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Natia Anastasiadi-Maisuradze says:

    კარგია გენაცვალე აბა დადებული ქვის ქვეშ წყალი რომ არ გადის ცნობილი ფაქტია.)))