ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი ლომში

ლომითქვენ, ლამაზი, წარმოსადეგი ადამიანები გიზიდავთ, კარგად რომ შეუძლიათ თავის წარმოჩენა. შეიძლება გაიცნოთ კონცერტებზე, წვეულებებზე, თეატრში, მოდების ჩვენებებზე. გაცნობა ასევე შესაძლებელია გასართობ დაწესებულებებში, რესტორნებში, კაზინოებსა თუ სარეკრეაციო ცენტრებში. ის ამაყად თავაწეული ივლის, თაყვანისმცემლების არმიით გარშემორტყმული და თქვენი გულიც მისი გახდება.

არ აქვს მნიშვნელობა მსახიობი იქნება, ბოსი თუ ბიზნესმენი, მთავარია იყოს ცნობილი, ეჭიროს კარგი თანამდებობა, ან პრესტიჟული სამსახური ჰქონდეს. ზოგადად, მდიდარი ხალხისკენ მიგიწევთ გული, არ არის სავალდებულო მილიონები ედოს საბანკო ანგარიშზე, მაგრამ იმდენი კი უნდა ჰქონდეს რომ კარგ მანქანაში იჯდეს, ბრენდი ეცვას და პრესტიჟულ ადგილებში გატარებდეთ. თქვენ რომ თავი მოგაწონოთ ვინმემ, სპექტაკლი უნდა დაგიდგათ. ჭკუა გეკეტებათ, როცა ვინმე გეპრანჭებათ, თავს გაწონებთ, გეარშიყებათ, ან ღირსეულად პასუხობს თქვენს მცდელობას მოახდინოთ მასზე შთაბეჭდილება. გალანტურობა, თუნდაც ბანალურად ყვავილების მორთმევით და მდიდრულ რესტორანში მიპატიჟებაში გამოხატული, თუკი ქალბატონი ხართ ძალიან იმოქმედებს თქვენზე.

თუ მამრობითი სქესის ბრძანდებით, მაშინ ისეთი ქალი მოიგებს თქვენს გულს, რომელმაც იცის როგორ დაიჭიროს თავი გლამურულ საზოგადოებაში, როგორ ჩაიცვას და როგორი მაკიაჟი გაიკეთოს. მერწყული ძალიან ცვალებადი ნიშანია, მაგრამ მაინც ფიქსირებული და მყარი ურთიერთობისკენ ისწრაფვის. გარეგნულად რამდენადაც ექსცესებისაკენ არ უნდა იყოს მიდრეკილი, შიგნიდან სტაბილურია. როგორც არ უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე, მაინც ადარდებს ქვეცნობიერში რა შთაბეჭდილებას ახდენს და ამ თქვენი ქვეცნობიერი სურვილების დაკმაყოფილებაზე თქვენმა მეორე ნახევარმა უნდა იზრუნოს.

ის ლიდერი უნდა იყოს, ორგანიზატორი უნდა იყოს, შემოქმედებითი და კრეტიული ადამიანი, ხელგაშლილი და მხიარული. მოკლედ, თქვენ როგორიც გინდათ ისეთი იქნებით, მაგრამ გვერდით მეფე ან დედოფალი უნდა გყავდეთ. პრობლემებიც აქედან იღებს სათავეს- გვერდით მეფე და დედოფალი კი გინდათ, მაგრამ თქვენზე მბრძანებლობას ვერაფრით შეეგუებით, მერწყულისთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანასწორობის საკითხია. იწყება კონფლიქტი თემით – ვინ არის ოჯახში მთავარი? ეცადეთ ამბიციებს ნუ გადააყოლებთ გრძნობებს. მთავარი თქვენი სიყვარულია!.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ასეთი სისულელე კაი ხანია არ წამიკითხავს…
    უკაცრავად პასუხია…

  2. Merri Anne says:

    რა არ მოგწონა იაკო?:)